Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

კესარია აბრამიძე გაშიშვლდა – სოცქსელების მომხმარებლები აღფრთოვანებას ვერ მალავენ

© Facebook / Kesaria Abramidzeკესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრანსგენდერმა ქალმა ულამაზესი ფორმები გამოაჩინა. ნახეთ როგორ გამოიყურება სრულიად შიშველი კესარია აბაზანაში.

ტრანსგენდერმა მოდელმა კესარია აბრამიძემ სოციალურ ქსელში პიკანტური ფოტო გამოაქვეყნა და „ფოლოვერები“ შოკში ჩააგდო. ახალ ფოტოზე მოდელი სრულიად შიშველია და ძალიან სექსუალურად გამოიყურება.

View this post on Instagram

გ ა თ ა მ ა შ ე ბ ა💫 გამარჯვებული აირჩევს ნემისმიერ ორიგინალ სუნამოს თავისი გემოვნებით. მონაწილეობისთვის მიყევით წესებს: 1️⃣კომენტარებში მონიშნეთ 1 მეგობარი (რაც უფრო მეტ მეგობარს მონიშნავთ უფრო მეტი იქნება მოგების შანსი) 2️⃣უნდა გამოიწეროთ ჩემი გვერდი და პერფუმანიის გვერდი ✅ @perfumania.ge ✅ @kesariaabramidze_official 3️⃣ მოიწონეთ პოსტი 4️⃣ ყველაფრის შესრულების შემდეგ კომენტარებში დაწერეთ "+" (ყველაფერი შემოწმდება) 5️⃣პოსტის სთორიზე გაზიარების და ჩვენი მონიშვნის შემთხვევაში მოგების შანსი კიდევ უფრო გაიზრდება 📣გამარჯვებული გამოვლინდება 30 ნოემბერს შემთხვევითობის პრინციპით📣 💛გისურვებთ წარმატებებს💛 #გათამაშება

A post shared by Kesaria Abramidze (@kesariaabramidze_official) on

საქართველოში, მიუხედავად დიდი კრიტიკისა, ტრანსგენდერი ქალების მიმართ დიდ ყურადღებას იჩენენ. კესარია აბრამიძის ტელეეკრანებზე გამოჩენამ გაუგებრობა და აგრესია გამოიწვია. იყო პერიოდი, როდესაც ფოტომოდელი მედიას აღარ ეკონტაქტებოდა. ახლა ყველაფერი შეიცვალა.

View this post on Instagram

😜✌️

A post shared by Kesaria Abramidze (@kesariaabramidze_official) on

კესარიას თქმით, მას პლასტიკური ოპერაციები არ გაუკეთებია. თაყვანისმცემლებს მის სიტყვებში ეჭვი შეეპარათ. ამიტომ ფოტომოდელმა დედის სურათი გამოაქვეყნა და ყველაფერი ნათელი გახდა. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გამო სახლში დარჩენილმა ტრანსგენდერმა შთაგონების წყარო იპოვა. მისი გვერდი სხვადასხვა გემოვნებიანი გარდასახვით აჭრელდა. მიუხედავად პროფესიონალურად გაკეთებული მაკიაჟისა, ბუნებრივმა სურათმა ყველა რეკორდი მოხსნა. თუმცა, მისმა შიშველმა ტანმა ისევ სელებრითების ტოპ-ფოტოებში დამსახურებული ადგილი დაიკავა.

სკანდალური, ეპატაჟური, ინტრიგებით აღსავსე – საზოგადოება კესარია აბრამიძეს ამ სიტყვებით მოიხსენიებს. მიუხედავად ამისა, ყველასათვის ცნობილი ქართველი ფოტომოდელი გაღიზიანებას აღარ იწვევს. მისი ცხოვრებით უამრავი ადამიანი ინტერესდება და ამას კესარიას სოციალური ქსელის მოწონებებიც ამტკიცებს.

სილამაზის, ელეგანტურობისა და დახვეწილობის შენარჩუნება კესარია აბრამიძის უმთავრესი მიზანია. ცნობილ ქართველ ტელესახეს ვიზაჟის სკოლის დაარსება სურს. ის ცნობილ ქართველ ტელესახეებთან მეგობრობს და მაკიაჟის კეთებით ანებივრებს. მათ სიას უერთდება ლელა წურწუმია, რომელთანაც კესარია ყველაზე დიდ დროს ატარებს.

ყველა ახალი ამბავი
0