კორონავირუსი საქართველოში

თბილისი „ლიდერია": ინფიცირებულთა სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

110
(განახლებულია 14:29 09.11.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2927-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 60680-ს მიაღწია.

თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2 927 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1 033 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე კვლავ იმერეთის რეგიონია, შემდეგ კი აჭარა.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 782, აჭარა – 411, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 150, კახეთი – 133, ქვემო ქართლი – 130, მცხეთა–მთიანეთი – 79, შიდა ქართლი – 74, სამცხე-ჯავახეთი – 59, გურია – 53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 24 ადამიანი: თბილისში – 13, აჭარაში – ხუთი, იმერეთში – ოთხი, შიდა ქართლში – ერთი, კახეთში – ერთი. 

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 15 113 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4 780, მათ შორის, თბილისში – 2 356, აჭარაში – 759.

645 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 393 პირი, მათ შორის, თბილისში – 236, აჭარაში – 111. კოვიდ-სასტუმროში მოთავსბულია 2 879 ადამიანი, მათ შორის, 1 480 – აჭარაში, ხოლო 950 – თბილისში. 7 454 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 2 982 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 645, აჭარაში – 1 316.

თვითიზოლაციაში იმყოფება 37 675 პირი, საიდანაც თბილისში – 5 637 პირი, აჭარაში – 16 360, იმერეთში – 4 403.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2927-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 60680-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 45 042 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2 470), გარდაიცვალა 499 პაციენტი.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

110
თემები:
COVID-19 საქართველოში (2562)
თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა

28
(განახლებულია 16:41 28.11.2020)
კლინიკის გენერალურ დირექტორს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა, 19 ნოემბერს კი გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდა.

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა. ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.

კლინიკის ცნობით, თენგიზ ცერცვაძის მდგომარეობა სტაბილურია, ის თავს კარგად გრძნობს და მადლობას უხდის ყველას, ვინც მის მიმართ ყურადღება გამოხატა.

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი მიმდინარე წლის 17 ნოემბერს დაუდასტურდა. საწყის ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი გახლდათ.

ორი დღის შემდეგ კი მას სიცხემ აუწია და ფილტვებზე პნევმონია დაუდგინდა. თენგიზ ცერცვაძის ჰოსპიტალიზაცია ასევე განაპირობა იმან, რომ ის მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებოდა.

შეგახსენებთ, თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ, რომელსაც მრავალი წელია თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს, კოვიდ–ინფიცირებული პაციენტების მიღება ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4 472-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 127 942-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

28
თემები:
COVID-19 საქართველოში (2562)
ბინის გასაღები

სტიქიის შედეგად დაზარალებულ გოგონას აჭარის მთავრობამ ბინა გადასცა

38
2 ოქტომბერს გოგონას სახლი მშობლებთან და ძმასთან ერთად მრავალტონიანმა მეწყერმა ჩაიტანა. მათი ცხედრების პოვნა მაშველებმა მხოლოდ მეორე დღეს შეძლეს.

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. გოგონას, რომელსაც ხელვაჩაურში სტიქიის შედეგად ოჯახი დაეღუპა, აჭარის მთავრობამ საჩუქრად საცხოვრებელი ბინა გადასცა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მე-6 კლასელ თიკა თედორაძეს ბინა ბათუმში, ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში გადაეცა. ის ასევე ბინის რემონტისა და კეთილმოწყობისთვის ფინანსურ დახმარებას მიიღებს.

თიკა თედორაძეს ასევე ყოველთვიურად ფონდ „გურიის დღიურებისგან“ სტიპენდია დაენიშნა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მეწყერი 2 ოქტომბრის ღამით ჩამოწვა.

ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჯოჭოში ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. ორი ავტომობილის მგზავრი იყო, სამი – ერთი ოჯახის წევრი – გოგონას მშობლები და 16 წლის ძმა. თავად გოგონა კი ამ დროს ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდა.

38