ხელოვნური სუნთქვის აპარატი

ოზურგეთის რაიონული პროკურორი კორონავირუსით გარდაიცვალა

200
46 წლის ფრიდონ ქარცივაძეს კორონავირუსი რამდენიმე კვირის წინ დაუდასტურდა, ის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. ოზურგეთის რაიონული პროკურორი, 46 წლის ფრიდონ ქარცივაძე კორონავირუსით გარდაიცვალა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ფრიდონ ქარცივაძე იყო სამაგალითო კოლეგა, პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური პროკურორი და ღირსეული ადამიანი. იგი მრავალი წლის მანძილზე მასზე დაკისრებულ მოვალეობას სანიმუშოდ ასრულებდა. საქართველოს პროკურატურა, ამ უდიდესი დანაკარგის გამო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, - ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ქარცივაძე წარმატებული მუშაობისთვის კარიერის განმავლობაში მრავალჯერ დაჯილდოვდა. 2019 წელს მას საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობისა და კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღირსების ორდენი გადაეცა.

საქართველოში ეპიდვითარება მკვეთრად გაუარესდა. ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა უვე 441-ს შეადგენს. დაავადებულთა რაოდენობა 2 859-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 54 852-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

200
თემები:
COVID-19 საქართველოში (2476)
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო

„ადგილები აღარ არის“ - რას ამბობენ კლინიკების დირექტორები გახარიასთან შეხვედრის შემდეგ

15
კლინიკების დირექტორების განცხადებით, დიდი მნიშვნელობა აქვს სასტუმროების ჩართულობას და ამასთან ერთად, თავყრილობების შეზღუდვა გააადვილებს ვირუსის დაძლევას

თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. კლინიკები გადატვირთულია, სასტუმროების გამოყენება უნდა გაფართოვდეს, ხოლო მოსახლეობა უნდა მოერიდოს თავშეყრებს და მაქსიმალურად იცავდეს ყველა რეკომენდაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს ავადმყოფთა ამხელა რაოდენობას, აცხადებენ კლინიკების დირექტორები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ.

საქართველო კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის. ყოველდღიურად ოთხი ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 100 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1012 ადამიანი.

„დამატებითი რესურსები არსებობს, პრემიერ-მინისტრთან დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ერთ კვირაში დამატებით დაახლოებით 110 საწოლი გამოიყოფა“, - განაცხადა „ევექსის“ ჰოსპიტლების დირექტორმა, გიორგი მინდიაშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა უკვე არსებული რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობას.

„მნიშვნელოვანია უკვე არსებული, გამოყოფილი რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება, რომ ჰოსპიტალური სერვისი მიიღოს მოსახლეობის იმ ნაწილმა, ვისაც ეს რეალურად ყველაზე მეტად სჭირდება და არ მოხდეს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, მისი დირექტორი ლევან გოფოძე აცხადებს, რომ ამჟამად საავადმყოფოში ადგილები არ არის და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ძალიან მაღალია.

„ამ წუთას რესპუბლიკურ საავადმყოფოში წევს 128 პაციენტი. ეს არის კლინიკის დატვირთვის მთელი სიმძლავრე. ადგილი ამჟამად არ არის. ჩვენთან კლინიკაში ყოველდღიურად კი ხდება პაციენტების ბრუნვა, ანუ გვეწერებიან გამოჯანმრთელებული პაციენტები და მათ მაგივრად ვიღებთ ახალ პაციენტებს. ეს ყოველდღიური დინამიკაა, უბრალოდ, ცარიელი ადგილი, როცა გინდა მოიყვან და პაციენტს დააწვენ, ასეთი სიტუაცია, რა თქმა უნდა, არ არის“, - განაცხადა გოფოძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს, მაქსიმალურად მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, დაიცვან ყველა წესი, ყველგან ატარონ პირბადე, რადგან, გოფოძის თქმით, ინფიცირების შანსები ქვეყანაში ძალიან იზრდება.

„ასეთი კატასტროფული მატება თუ წავიდა, ამას ვერ გაუძლებს ვერცერთი ქვეყნის ჯანდაცვის სექტორი, მათ შორის ვერ გაუძლეს ძალიან მოწინავე ქვეყნებმაც. ამიტომაც... მოსახლეობამ უნდა გაიგოს ეს სიტუაცია, უნდა მოვერიდოთ ყველანაირ მასობრივ თავშეყრის ადგილებს, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ყველა წესი, ყველგან ვატაროთ ნიღაბი უკვე გახსნილ სივრცეშიც კი, რადგან ინფიცირების შანსები ქვეყანაში ძალიან იზრდება“, – განაცხადა საავადმყოფოს დირექტორმა.

როგორც ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ განაცხადა, თავყრილობების შეზღუდვა გააადვილებს ვირუსის დაძლევას.

„ყველანაირად უნდა შევზღუდოთ ხალხმრავალი თავყრილობები, ეს აუცილებელია. ეს გააადვილებს ამ ვირუსის დაძლევას, რომელსაც მაღალი ლეტალობა აღმოაჩნდა მსოფლიოში. ყველას ვთხოვ, დაიცვან ის რეგულაციები, რაც დასაცავია და ეს არის ყველაზე დიდი დაცვა თქვენიც, თქვენი ახლობლების და ოჯახის წევრებისაც“, – განაცხადა გადელიამ.

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორის განმარტებით, პანდემიის მართვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სასტუმროების ჩართულობას.

„ჩვენ ერთი კვირაა, ძალიან კარგად ვიყენებთ სასტუმროებს. თუ არ არის ჟანგბადის ძალიან დიდი რაოდენობით მომხმარებელი, ავადმყოფის მკურნალობა უმჯობესია სასტუმროში მოხდეს“, – განაცხადა დავით გადელიამ.

ქვეყანაში ამჟამად არაერთი შეზღუდვა მოქმედებს: ნიღბების ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, აკრძალულია ღამის 22:00 საათის შემდეგ სახლიდან გასვლა.

15
თემები:
COVID-19 საქართველოში (2476)
მაია ცქიტიშვილი

სისტემური ლოკდაუნი არ იქნება - საქართველოს ვიცე-პრემიერი

53
(განახლებულია 21:29 23.11.2020)
მთავრობა კვლავ იხრება წერტილოვანი შეზღუდვებისკენ, მაგრამ რომელ „წერტილებზე“ იქნება მიყენებული დარტყმა, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა

თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს მთავრობა ვერ გამოაცხადებს სისტემურ ლოკდაუნს, ასეთ შესაძლებლობას გამორიცხავს ეკონომიკური სიტუაცია და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება: კლინიკების ხელმძღვანელები გახარიას შეხვდნენ >>

ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გათვალისწინებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს წერტილოვანი შეზღუდვების არეალის გაფართოებაზე.

„დაახლოებით 4000 შემთხვევა გვქონდა დღეს და რა თქმა უნდა, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ასეთი მაღალი გავრცელების დინამიკა ძალიან უარყოფითად აისახება მათ შორის ეკონომიკაზეც. ამიტომ ყველას საერთო ამოცანა და საერთო ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად შევანელოთ ეპიდემიის გავრცელება, დავასტაბილუროთ სიტუაცია და ამით ჩვენს მოსახლეობას, სავაჭრო ქსელებს, ბიზნესს მივცემთ იმ ჩვეულებრივი საქმიანობის აღდგენის შესაძლებლობას, რომელიც აუცილებელია მათი ეკონომიკური სიძლიერისთვის”, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ზუსტად არ არის გადაწყვეტილი, კონკრეტულად რომელი წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება.

„როდესაც მობილობის შემცირებაზე ვსაუბრობთ, ეს შეიძლება იყოს სამუშაო საათების შემცირება გარკვეული დღეების განმავლობაში, გარკვეული ტიპის საქმიანობის შეზღუდვა, შეიძლება იყოს ცალკეულ ქალაქებში ან დასახლებებში ტრანსპორტის შეჩერება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველო კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის. ყოველდღიურად ოთხი ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 100 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1012 ადამიანი.

ქვეყანაში ამჟამად არაერთი შეზღუდვა მოქმედებს: ნიღბების ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, აკრძალულია ღამის 22:00 საათის შემდეგ სახლიდან გასვლა.

 

 

53
თემები:
COVID-19 საქართველოში (2476)
მიკროფონი

ლევან გოფოძე: ჰოსპიტალიზაციაზე მოთხოვნა გაიზარდა

0
(განახლებულია 22:44 23.11.2020)
კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში ძალიან ნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა პირველ რიგში პირველადი ჯანდაცვის ექიმებს მიმართონ, მიიჩნევს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე
ლევან გოფოძე: ჰოსპიტალიზაციაზე მოთხოვნა გაიზარდა
„რესპუბლიკური საავადმყოფო მთლიანად დატვირთულია, მიუხედადად იმისა რომ ბრუნვა მაღალი გავქვს.  ჩვენ ყოველდღიურად ვწერთ გამოჯანმრთელებულ პაციენებს და მომენტალკურად ვიღებთ ახალ ნაკადს, იმიტომ რომ ჰოსპიტალიზაციაზე გაიზარდა მოთხოვნა. შექმნილ სიტუაციაში პირველადი ჯანდაცვის რგოლების მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამაინებმა მიმართონ პირველ რიგში მათ და არა კლინიკებს“, - განაცხადა ლევან გოფოძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გასულ დღე–ღამეში  3958–ით გაიზარდა და 108.690-ს მიაღწია. აქედან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა კი  89.170 შეადგინა.

0