რეანიმაციის განყოფილება

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 პაციენტი გარდაიცვალა

94
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2 859-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 54 852-ს მიაღწია.

თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისათვის გარდაცვლილთა რაოდენობაა 441. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2 859-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 54 852-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 39 773 ადამიანი, გარდაიცვალა – 441, კარანტინის რეჟიმშია 3 015, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 670 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 599 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

94
თემები:
COVID-19 საქართველოში (2580)
ეკატერინე ტიკარაძე

ტიკარაძე: რა თქმა უნდა, პრობლემები და ხარვეზები არის

0
(განახლებულია 14:39 30.11.2020)
ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღაა – ახალი შემთხვევების დღიურმა ზრდამ ბოლო დღეებში 4 ათასს გადააჭარბა, Covid-19-ით დაავადებულთა რაოდენობამ კი 135 584-ს მიაღწია

თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვის კუთხით პრობლემები და ხარვეზები არის, რომლის აღმოფხვრასაც ჯანდაცვის სისტემა ცდილობს, განაცხადა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მინისტრმა განაცხადა, პრობლემა ძირითადად თავისუფალი საწოლების რაოდენობაშია და ამ საკითხის მოგვარებაში ის პირადად არის ჩართული.

„ყოველდღიურ რეჟიმში „112“-დან დაწყებული ბოლო წერტილამდე, პაციენტის განთავსებამდე, გავდივართ ამ ჯაჭვს თავიდან ბოლომდე, ვაკვირდებით, რა არის პრობლემა და ვცდილობთ, ეს პრობლემები მოვაგვაროთ. პირადად ვარ ჩართული ამაში, ასევე ჩართულია ორივე მოადგილე და ყველა სსიპ-ის ხელმძღვანელი. მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით ამ ხარვეზებს და შესაბამისად, ვცდილობთ მათ აღმოფხვრას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ტიკარაძის განმარტებით, ქვეყანაში საწოლფონდი 6 ათასიდან 7 100-მდე გაიზარდა. მისი თქმით, არც ერთი ქვეყნის მიზანი არ არის საწოლფონდების მაქსიმალური რაოდენობის გამოყენება. სწორედ აქედან გამომდინარე, როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ჩატარდეს პრევენციული ღონისძიებები და დაწესდეს შეზღუდვები საწოლფონდის განტვირთვის მიზნით.

სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში ინფიცირების ბუმი დაიწყო – კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიურმა ზრდამ ბოლო დღეებში 4 ათასს გადააჭარბა. კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში კი 3 216-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 135 584-ს მიაღწია. სულ გარდაცვლილია 1267 ადამიანი.

საქართველოში 28 ნოემბრიდან რთული ეპიდვითარების გამო ხელისუფლებამ ახალი შეზღუდვები აამოქმედა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში (2580)
აქცია პარლამენტთან

„არა შეზღუდვებს!“ პარლამენტთან კარვების გაშლას შეეცადნენ

7
(განახლებულია 14:34 30.11.2020)
ქვეყანაში ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებლის შეკავების მიზნით, ხელისუფლებამ 28 ნოემბრიდან რიგი შეზღუდვები დააწესა, რომელიც პარლამენტთან დღეს გააპროტესტეს

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

საპროტესტო აქცია მოძრაობა „საქართველოსთვის“ ორგანიზებით გაიმართა, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებას დისკრიმინაციულს უწოდებს. აქციის მონაწილეებმა ასევე მოითხოვეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. 

Оппозиция устанавливает палатки у здания парламента Грузии 30 ноября 2020 года
© Sputnik / STRINGER
ოპოზიცია პარლამენტის წინ კარვების გაშლას შეეცადა

აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან კარვის გაშლა გადაწყვიტეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

აქციის მონაწილეებმა, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დღეს მშვიდობიანი აქციის გამართვა დააანონსეს. 

Оппозиция устанавливает палатки у здания парламента Грузии 30 ноября 2020 года
© Sputnik / STRINGER
ოპოზიცია პარლამენტის წინ კარვების გაშლას შეეცადა

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ოთხი ათასს აღწევს. ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებლის შეკავების მიზნით, ხელისუფლებამ 28 ნოემბრიდან რიგი შეზღუდვები დააწესა. ყველაზე სერიოზული შეზღუდვები შვიდ დიდ ქალაქში მოქმედებს – არ მუშაობს მუნიციპალუტი ტრანსპორტი, დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები (გარდა აგრარული ბაზრისა), ფიტნეს–დარბაზები და აუზები და ა.შ. გარდა ამისა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება ქუჩაში როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტის გადააადგილება.

7