საქართველოში კორონავირუსის მართვაში, შესაძლოა, პენსიონერი ექიმები და სტომატოლოგები ჩაერთონ

© photo: Sputnik / Nikolay Khizhnyak / გადასვლა მედიაბანკშიწვეთოვანი
წვეთოვანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსით ინფიცირებულთა მართვაში უკვე ჩართული არიან სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტები. ისინი გადანაწილებული არიან როგორც კლინიკურ სექტორში, ასევე აქტიურად არიან ჩართული ონლაინ-კლინიკების მუშაობაში.

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მართვის პროცესში პენსიონერი ექიმების ჩართვას გეგმავს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 

მიკროფონი - Sputnik საქართველო
ბიძინა კულუმბეგოვი ეპიდვითარებაზე: ჩვენს ქვეყანას ულიმიტო რესურსები არ აქვს

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. დღეს ქვეყანაში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი – 2 775 შემთხვევა დაფიქსირდა.

ტიკარაძის განმარტებით, კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად ყველაზე საყურადღებო სამედიცინო პერსონალის რესურსი გახდა. ამიტომ ამ ეტაპზე ყველა პროფილის ექიმის მაქსიმალური მობილიზება ხდება.

„პენსიონერი ექიმების მხრიდანაც გვაქვს გამოხმაურება და არის მზადყოფნა. შესაბამისად, მათი რესურსი აქტიურად არის გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს კიდევ დამატებითი მობილიზება ყველა იმ სხვა პროფილის ექიმებისა, რომლებიც ფლობენ შესაბამის უნარ-ჩვევებს და შეუძლიათ პაციენტების მართვა“, – განაცხადა ტიკარაძემ. 
წინასაარჩევნო კამპანია - Sputnik საქართველო
თბილისი კვლავ „ლიდერია“: ინფიცირებულთა სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც განაცხადა, რომ, მართალია, პენსიონერი ექიმები ვერ იმუშავენ რეანიმაციულ განყოფილებებსა და ჰოსპიტლებში, მაგრამ მათი დახმარება სასარგებლო იქნება კოვიდ–ცენტრებში, კოვიდ–სასტუმროებსა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში.

გამყრელიძის განაცხადებით, კორონავირუსის მართვაში, შესაძლოა, სტომატოლოგებმაც მიიღონ მონაწილეობა, რადგან მათ შესაბამისი სამედიცინო განათლება აქვთ.

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში უკვე ჩართული არიან მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებიც (1844 მაღალკურსელი). ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ისინი გადანაწილებული არიან როგორც კლინიკურ სექტორში, ასევე აქტიურად არიან ჩართული ონლაინ-კლინიკების მუშაობაშიც.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2775-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 51993-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 37019 ადამიანი, გარდაიცვალა 423 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0