ლომჯარია: საპროტესტო აქციებზე ვერ ხერხდება სოციალური დისტანციისა და წესების დაცვა

© press-service of the Ombudsmanნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ომბუდსმენი ყველას შეახსენებს, რომ დღეს ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად ყველაზე ეფექტური გზაა არსებული რეკომენდაციების პირნათლად დაცვა – პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია.

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციურმა პარტიებმა შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით საპროტესტო აქციების ორგანიზებისას უნდა უზრუნველყონ ყველა დადგენილი წესის დაცვა, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებაში. 

მაია ცქიტიშვილი - Sputnik საქართველო
ვიცე-პრემიერი: გამოხატვის თავისუფლებას არავინ კრძალავს, ოღონდ სხვას ნუ ავნებთ

ბოლო ორ თვეში საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა. კორონავირუსის პირველი ტალღის დროს – 26 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე – ინფიცირებულთა რაოდენობა მთლიანობაში 1500-ს არ აჭარბებდა. ბოლო დღეების მონაცემებით კი დღიურმა მაჩვენებელმა 2 ათასს გადააჭარბა – 6 ნოემბერს კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 2775-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 51993-ს მიაღწია.

„ჯანდაცვის სექტორში შექმნილი ურთულესი ვითარების პარალელურად ქვეყანაში ძალიან გაზრდილია მოსახლეობის მობილობა. განსაკუთრებით საგულისხმოა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვისა და სხვადასხვა საარჩევნო უბნის შედეგების ხელახალი გადათვლის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციები, რა დროსაც ვერ ხერხდება სოციალური დისტანციის და შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვა. აღნიშნული, ცხადია, კიდევ უფრო ზრდის ინფიცირების რისკებს და ამძიმებს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას“, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

ლომჯარია საარჩევნო ადმინისტრაციებს მოუწოდებს – სამართლიანი, გამჭვირვალე პროცედურების დაცვით, დროულად განიხილონ არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრები, რაც შეამცირებს საარჩევნო ადმინისტრაციების გარეთ მიმდინარე მწვავე საპროტესტო აქციებს და ადამიანების მობილობას. 

აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
კულუმბეგოვი: ქვეყანა ლოკალური და წერტილოვანი შეზღუდვების აუცილებლობის წინაშე დგას

ამასთან, სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობას ურჩევს, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე.

„სამედიცინო პერსონალს უნდა მიეცეს შესაძლებლობა ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება გაუწიოს როგორც დაინფიცირებულ პაციენტებს, ასევე სხვა მოწყვლად ჯგუფებს. მთავრობამ ქვეყანაში ინფიცირების ტემპის შენელების მიზნით უნდა უზრუნველყოს ყველა პრევენციული ღონისძიების ეფექტური აღსრულება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ნინო ლომჯარიას განმარტებით, დღეს ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად ყველაზე ეფექტური გზა არის არსებული რეკომენდაციების პირნათლად დაცვა – პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ გამართულ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ონლაინ–სხდომაზე განაცხადა, რომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და მოსახლეობის მაღალი აქტივობის გამო ქვეყანაში დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ ერთხელ გადაიხედება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 51993-ს მიაღწია. ამ დროისთვის სულ გამოჯანმრთელდა 37019 ადამიანი, გარდაიცვალა 423 პაციენტი.

ქვეყანაში კი პოლიტიკური ვნებათაღელვა კულმინაციას აღწევს. საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციის ლიდერები ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან.

ყველა ახალი ამბავი
0