აშშ-ში კვლავ აერიათ საქართველო და ჯორჯია - ამჯერად საპრეზიდენტო არჩევნებზე

© Sputnik / Alex Shlamovსაპარლამენტო-არჩევნები საქართველოში 2020 წელს - ამომრჩევლები უბანთან
საპარლამენტო-არჩევნები საქართველოში 2020 წელს - ამომრჩევლები უბანთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
თითქოს ჩვეულებრივი რიგებია, თუმცა არა - ერთი რიგი ქართულია, მეორე - ამერიკული, ჯორჯიის შტატში. საარჩევნოდ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, როგორც ჩანს, ფოტოები სიჩქარეში აერიათ

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯორჯიის შტატში ხმების დათვლის პროცესის შესახებ რეპორტაჟში ტელეარხ ABC News-ზე შეცდომით აჩვენეს ქართული საარჩევნო უბნის ფოტო, რომელიც Sputnik-საქართველოს კორესპონდენტის მიერაა გადაღებული.

© photo : ABC News / Youtubeტელეარხ ABC News-ზე ჯორჯია და საქართველო აერიათ. ტელეარხმა შეცდომით აჩვენა ქართული საარჩევნო უბნის ფოტო, რომელიც Sputnik-საქართველოს კორესპონდენტის მიერაა გადაღებული.
აშშ-ში კვლავ აერიათ საქართველო და ჯორჯია - ამჯერად საპრეზიდენტო არჩევნებზე - Sputnik საქართველო
ტელეარხ ABC News-ზე ჯორჯია და საქართველო აერიათ. ტელეარხმა შეცდომით აჩვენა ქართული საარჩევნო უბნის ფოტო, რომელიც Sputnik-საქართველოს კორესპონდენტის მიერაა გადაღებული.

ფოტოზე აღბეჭდილია ამომრჩევლების რიგი თბილისის №55 საჯარო სკოლაში, იუწყება პირველი არხი.

აშშ-ში 3 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, ამჟამად ხმების დათვლა მიმდინარეობს. სამი დღით ადრე, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.

American Broadcasting Company (ამერიკული სამაუწყებლო კომპანია) - ამერიკული კომერციული სატელევიზიო ქსელი, რომელიც 1943 წელს შეიქმნა. ABC ეკუთვნის The Walt Disney Company-ს, Disney-ABC Television Group-ის ნაწილია და ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელეარხი ქვეყანაში.

ყველა ახალი ამბავი
0