ნინი ქარსელაძე

„ახლა ყველაზე მეტად მჭირდები“ რა დაემართა ნინი ქარსელაძეს?

950
(განახლებულია 20:25 05.11.2020)
თეკუჩა ქარსელაძე რამდენიმე დღის განმავლობაში ინსულტის დიაგნოზით მართვით სუნთქვაზე კლინიკაში იმყოფებოდა. ნინი ქარსელაძემ მამის გარდაცვალებამდე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

მოღერალ ნინი ქარსელაძეს მამა ენატრება. „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ქარსელაძემ გარდაცვლილი მამის ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ახლა ის ყველაზე მეტად სჭირდება. მომღერლის მამა თეიმურაზ (თეკუჩა) ქარსელაძე 2019 წლის ივლისში გარდაიცვალა.

თეკუჩა ქარსელაძე რამდენიმე დღის განმავლობაში ინსულტის დიაგნოზით მართვით სუნთქვაზე კლინიკაში იმყოფებოდა. ნინი ქარსელაძემ მამის გარდაცვალებამდე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. „მამა! ახლა წასვლის დრო არ არის... ხომ დაგპირდი ბევრ რამეს?! ხოდა არ დამტოვო, მჭირდები! მოიკრიბე მთელი შენი ძალა, ენერგია, იბრძოლე იმისთვის, რომ გადარჩე და გამოძვრე ამ მდგომარეობიდან! მთელი დღე შენთან გავატარე და იცი რას მივხვდი? ცხოვრება ერთი წამია, ხოდა ამ ცხოვრებაში მხოლოდ სიყვარული ყოფილა მნიშვნელოვანი! მიყვარხარ! ძალიან დიდი მადლობა ევექსის მთელს გუნდს, თითოეულ ექიმს, ექთანს და მომსახურე პერსონალს!” – დაწერა ნინი ქარსელაძემ სოციალურ ქსელში.

ნინი ქარსელაძეს ემოციურად მას შემდეგ მძიმე პერიოდი დაუდგა. მომღერალმა ამ ამბიდან რამდენიმე თვეში გაიგო, რომ მის დედას ხათუნა ჟორდანიას ფილტვის სიმსივნე ჰქონდა. ზურა ხაჩიძემ მეუღლის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გაავრცელა. მას შემდეგ ზურასა და ხათუნას ოჯახის მიმართ ყურადღება არ ნელდება.

 

ოჯახის განსაცდელის გარშემო უამრავი კეთილი ადამიანი გაერთიანდა, რომლებმაც ოჯახის ტკივილი და ხათუნას ავადმყოფობა გულთან ახლოს მიიტანეს და ზურასთან ერთად ლოცულობენ. ხათუნასთვის ზურასთან ქორწინება მეორე იყო. ზურა ხაჩიძესთვის კი ეს პირველი ოჯახია და მათ ჰყავთ საერთო შვილი, უსაყვარლესი ანასტასია ხაჩიძე. ქართულ შოუ-ბიზნესის წარმომადგენელთა შორის მათი ოჯახი ერთ-ერთ ყველაზე მყარ და ბედნიერ ოჯახად ითვლება.

950
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2408)
კლინიკა

რამდენი უჯდება სახელმწიფოს ერთი კოვიდ–პაციენტის მკურნალობა: ჯანდაცვის უწყების განმარტება

24
(განახლებულია 16:56 03.12.2020)
თამარ გაბუნიას განცხადებით, სიმპტომებიანი პაციენტებისთვის ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით გაფართოებული კვლევის მიზანი ინფიცირებულთა დროულად გამოვლენაა.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობას კლინიკაში ერთი კოვიდ–პაციენტის მკურნალობა საშუალოდ 2 ათასი ლარი უჯდება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

ამასთან, მისი თქმით, კოვიდ–ინფიცირებულის მკურნალობის ხარჯები შეიძლება 500 ლარიდან ათი ათას ლარამდე მერყეობდეს – ყოველივე დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული. 

 „საშუალოდ, შეფასებისთვის ჩვენ ვიყენებთ 2 000-ლარიან ნიშნულს ჰოსპიტალური შემთხვევის მართვისთვის. ეს, რა თქმა უნდა, არ ითვალისწინებს იმ ხარჯებს, რომელიც ხმარდება, მაგალითად, ჟანგბადის უზრუნველყოფისთვის, სუნთქვის აპარატების მობილიზებისა და პერსონალის ტრენინგისთვის. სისტემის მომზადების საინვესტიციო ხარჯები ცალკე თემაა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოში კორონავირუსზე ტესტირების პროცესში დაახლოებით 300 დაწესებულებაა ჩართული. ინტენსიური ტესტირება, რომელიც ქვეყანაში დაიწყო და დღეში 20 ათასამდე ტესტის ჩატარებას ითვალისწინებს, ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების შემცირებას, დასძინა გაბუნიამ.

როგორც მან აღნიშნა, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტების ხარისხი საკმაოდ მაღალია, „ტესტის ხარისხი და სანდოობა ძალზე დიდია. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს რიგებს და მოსახლეობას და ექიმებს მკურნალობის სწრაფად დაწყების შესაძლებლობას მისცემს“, – განაცხადა გაბუნიამ.

24
თემები:
COVID-19 საქართველოში
ნოე სულაბერიძე და ნინი ბადურაშვილი

„მაგას ნინი ბადურაშვილიც ვერ შვება 40 წლის ასაკში“ - ნოე სულაბერიძის მოულოდნელი განცხადება

42
(განახლებულია 14:30 03.12.2020)
პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ სოციალურ ქსელში უცნაური განცხადება გააკეთა. ნახეთ რას ვერ აკეთებს მისი აზრით ნინი ბადურაშვილი

პროდიუსერი ნოე სულაბერიძე საჯაროდ ხშირად ეხუმრება კოლეგას, „პრაიმშოუს“ წამყვანსა და მომღერალს ნინი ბადურაშვილს. ამჯერად ნოემ სოციალურ ქსელში „ინსტაგრამის“ „ფოლოუერს“ კითხვაზე, როგორ დაამარცხოს 19 წლის ასაკში უნდობლობა, ასე უპასუხა: „მაგას ნინი ბადურაშვილიც ვერ სვება 40 წლის ასაკში“. უცნობია, რა რეაქცია ჰქონდა ამაზე თავად ნინის, რადგან მან აღნიშნული კომენტარი დააიგნორა.

რამდენიმე თვის წინ „პრაიმ შოუს“ გამორჩეული სახეები სოციალურ ქსელში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ნინი ბადურაშვილმა ცნობილი პროდიუსერის „სთორი“ დაიწუნა და საპასუხო პოსტი გამოაქვეყნა. საქმე ისაა, რომ ნოე სულაბერიძემ საკუთარ გვერდზე გამოკითხვა ჩაატარა. „საღამო მშვიდობისა, გისმენთ...“ დაწერა ნოემ Instagram-ზე. შეკითხვების ფუნქციის გამოყენებით პროდიუსერს უამრავი თაყვანისმცემელი გამოეხმაურა. მათ შორის ერთ-ერთმა დაწერა, რომ საკუთარი ხელით მოყვანილი ბოლოკი პირველად მიირთვა.

ტელეწამყვანმა ნინი ბადურაშვილი მონიშნა და დაწერა: „დღეს ნინი ბადურაშვილმაც ბოლოკის დესერტი მოამზადა“. ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთმა გამოჩენილმა მომღერალმა კოლეგის ხუმრობას წარუმატებელი უწოდა. „რა წარუმატებელი ხუმრობა იყო“, - დაწერა ნინიმ.

პროდუსერი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში ნინი ბადურაშვილთან გადაღებულ ფოტოებს ხშირად  აქვეყნებდა. მათი რომანის შესახებ დიდი ხნის მანძილზე საუბრობდნენ.

My Number One - წერდა ნოე ნინისთან გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოზე, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ხმები მათი რომანის შესახებ 2018 წლის ზაფხულში გავრცელდა. თუმცა „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობმა მარიშკა ჯავახაძემ გავრცელებული ხმები გაფანტა, როცა ქართულ ჟურნალ OK-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნოე სულაბერიძესთან რომანი ჰქონდა, რომელიც 2018 წლის აგვისტოში დასრულდა.

42
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2408)
დაკავება

დიღომში „საქართველოს ბანკის“ ფილიალი შსს–ს თანამშრომელმა დააყაჩაღა

0
(განახლებულია 17:13 03.12.2020)
ვინაიდან ბრალდებული დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია, საქმე გამოსაძიებლად საქართველოს პროკურატურას გადაეცა.

თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა დიღმის მასივში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს–ფილიაზე შეიარაღებული თავდასხმის ბრალდებით 39 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შსს–ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოძიების ცნობით, 27 ნოემბერს ბრალდებული „ექსპრეს–ფილიალში შეიჭრა, იარაღის მუქარით მოლარეს 10 ათას ლარზე მეტი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა. იგი შსს–ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი აღმოჩნდა.

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცების სახით დანაშაულის ჩადენის იარაღი - ხმოვანი პისტოლეტი და გატაცებული თანხის ნაწილი ამოიღო. დაკავებული  დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის  179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული რვიდან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში