თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 5 ნოემბერს

57
(განახლებულია 14:25 05.11.2020)
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 5 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის, სარაჯიშვილის, ჭედიას, კაჭარავას და ვასაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანას, დიღმის სასწავლო მეურნეობის და ბროწეულის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღამაშენებლის ხეივნის, ონიანის, რონდელის, ლუბლიანას, ახმეტელის და ჭიაურელის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მაყაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

57
თემები:
თბილისი დღეს (1824)
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე

შობის მარხვაში მორწმუნეებს, საჭიროების შემთხვევაში, რძის ნაწარმის მიღების ნება მიეცემათ

20
28 ნოემბრიდან შობის მარხვა იწყება, რომელიც, საეკლესიო კალენდრის თანახმად, ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს და 7 იანვარს, უფლის შობის დღეს დასრულდება.

თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. ეპიდემიის მიზეზით შექმნილი ვითარების გამო სასულიერო პირებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, იკონომიის წესით, საჭიროებისამებრ, მისცენ ნება მორწმუნეთ რძის ნაწარმის გამოყენებისა და არ შეუქმნან მათ დაბრკოლება ზიარების მისაღებად, ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

ილია მეორე: წმინდა გიორგის მადლი შეგეწიოთ>>

ხვალ, 28 ნოემბერს, იწყება საშობაო მარხვა, რომელიც 7 იანვრამდე გასტანს. ამ მარხვაში 25 დეკემბრის ჩათვლით დაშვებულია თევზი (ოთხშაბათის და პარასკევის გარდა).

პატრიარქი მრევლს სთხოვს, გააძლიერონ ლოცვა და, ყოველდღიური ლოცვების გარდა, დამატებით წაიკითხონ მე-3, 26-ე, 102-ე და 145-ე ფსალმუნები.

„ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მარხვა სინანულისა და შობა სიხარულისა გაგვითენოს უფალმა, ამინ!“ – აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.

ქრისტეშობის მარხვა 40 დღე გრძელდება. ის დაწესებულია იმისთვის, რათა თითოეული ადამიანი სინანულით, ლოცვით და მარხვით განიწმინდოს და შობის დღესასწაულზე მოწიწებით მიეახლოს ძე ღვთისას.

ეკლესიის ისტორიაში შობის მარხვის შესახებ ცნობები მეოთხე საუკუნიდან მოიპოვება, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი დაწყებისა და დასრულების თარიღი მკაცრად განსაზღვრული არ იყო. ორმოცდღიანი მარხვა 1166 წლს პატრიარქ ლუკას მოსაყდრეობის პერიოდში მოწვეულ კონსტანტინეპოლის ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე დადგინდა. მარხვის დასაწყისში მოძღვრები თავიანთ სულიერ შვილებს ლოცვის გაძლიერებისკენ, ზიარებისკენ, თავმდაბლობისკენ და მოთმინებისკენ მოუწოდებენ.

20
ასაკოვანი ადამიანები

თბილისის მერია სოციალურად დაუცველ მოხუცებს საკვები პროდუქტებით მოამარაგებს

26
(განახლებულია 19:58 27.11.2020)
მერის განცხადებით, ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, ჩაერთოს წამოწყებაში და დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებსაც არა აქვთ შესაძლებლობა, გამოვიდნენ და შეიძინონ საკვები პროდუქტები

თბილისი, 27 ნოემბერი  - Sputnik. ჩვენ გამოვნახეთ საშუალება, გამოიყოფა ნახევარი მილიონი ლარი, რათა დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ საკვები პროდუქტებით სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღე გამართულ  ბრიფინგზე.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ხვალიდან დიდ ქალაქებში შეზღუდვები ამოქმედდება და ამ დროს მნიშვნელოვანია, ადამიანები ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს  გაუფრთხილდნენ.

კალაძის განცხადებით, პანდემიის პირველი ტალღის დროს, ზუსტად ასეთი მიდგომებით ბევრ ოჯახს დაეხმარნენ. კერძოდ, შეიქმნება სპეციალურ პლატფორმა, სადაც ყველა ადამიანს,  ბიზნეს-სექტორის წარმომადგენელებს ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთონ  წამოწყებაში.

„ანალოგიურად იქნება ეს პლატფორმა და მომდევნო დღეების განმავლობაში წინასაახალწლოდ ჩვენ უზრუნველვყოფთ საკვები პროდუქტების მიტანას კონკრეტულად ამ მოხუცებისათვის, რომლებიც შედიან რისკ–ჯგუფებში და მათ არა აქვთ შესაძლებლობა, გამოვიდნენ და შეიძინონ საკვები პროდუქტები“, - აღნიშნა მერმა.

ახალი შეზღუდვების სრული სია: რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა>>

მისი თქმით, ბიზნეს-სექტორი უკვე გამოთქვამს მზადყოფნას ამ პროცესში ჩასართავად და დასახმარებლად.

„მინდა, მოვუწოდო გამგეობებსა და გამგეობის ყველა თანამშრომელს, ვისაც ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არა აქვთ, წესების სრული დაცვით, დავიწყოთ ამ პროგრამის განხორციელება და მოვახდინოთ საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა იმ ოჯახებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ლარი  მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.

სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში ინფიცირების ბუმი დაიწყო – კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიურმა ზრდამ ბოლო დღეებში 4 ათასს მიაღწია, დღეს კი რეკორდული მაჩვენებელი - 4780 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის თბილისში – 1863. ბოლო მონაცემებით,  ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 123 470-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 102 270ადამიანი, გარდაიცვალა – 1 161.

ხუთშაბათს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა კორონავირუსთან ბრძოლის ორთვიანი გეგმა, რომლის თანახმად ამ პერიოდში ქვეყანაში რიგი შეზღუდვები იმოქმედებს.

26
თემები:
თბილისის მერია