საბავშვო ბაღი

საბავშვო ბაღებში სწავლის პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება ყველა ბაღს არ ეხება

53
(განახლებულია 20:26 04.11.2020)
საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღნიშნეს, რომ საბავშვო ბაღების დროებით დახურვაზე გადაწყვეტილება თბილისის კერძო ბაღებსა და რეგიონებზე არ ვრცელდება.

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. თბილისის გარდა საქართველოს სხვა ქალაქებში მოქმედი საბავშვო ბაღები, ასევე დედაქალაქის კერძო საბავშვო ბაღები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას. გადაწყვეტილება ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ხვალიდან თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული საბავშვო ბაღები დროებით მთლიანად დაიხურება.

შეზღუდვა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის შეცვლამდე იმოქმედებს. ამასთან, აღსაზრდელები მთელი ამ დროის განმავლობაში საკვები პროდუქტებით იქნებიან უზრუნველყოფილი, როგორც ეს წინა თვეებში ხდებოდა.

„ხვალიდან საბავშვო ბაღები მთლიანად დაიხურება დროებით, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გამოსწორდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუფრთხილდებით მომავალი თაობების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობის უსაფრთხოებას“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2295-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 46817-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 31 170 ადამიანი (ბოლო დღე-ღამეში – 2 537), გარდაიცვალა 381 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

53
თემები:
COVID-19 საქართველოში (2505)
ნუკი კოშკელიშვილი

„ნელ-ნელა კი ამაწყვეს“- ნუკი კოშკელიშვილი სხეულის შოკის მომგვრელ ცვლილებებს აზიარებს

5
(განახლებულია 11:59 25.11.2020)
როგორ გამოიყურებოდა ცეცხლოვანი ტელესახე ესთეტიკურ ჩარევამდე? ნუკი კოშკელიშვილის თამამი ნაბიჯი - ცელულიტი, სახის შეცვლილი კონტურები და დაგრძელებული თმა. ნახეთ ნუკი კოშკელიშვილის წლების წინ და ახლა

მოდელი და მსახიობი ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს. ტელეწამყვანი შტატებში დაოჯახდა და მალე ვაჟი შეეძინა. ამის შემდეგ მის მიმართ ყურადღება არ წყდება. ფეხმძიმობისას წონაში მოიმატა და, როგორც ჩანს, ეს აკომპლექსებს. სოციალურ ქსელში ჭარბწონიანი ქალები მისი დიეტებისა და პოსტების ირგვლივ გაერთიანდნენ, რათა ნუკისთან ერთად არასასურველი კილოგრამები მოიშორონ.

ყოფილმა მოდელმა, როგორც თავად აღნიშნავს, 8 კილოგრამი დაიკლო. ამ შედეგამდე ნუკი დიდი ძალისხმევის შედეგად მივიდა და სიხარულს ყველას უზიარებს. ფეხმძიმობის შემდეგ მსახიობი ახალი გამოწვევების წინაშე იყო. ამიტომ ახლა, არასასურველი კილოგრამების დაკლების შემდეგ სექსუალური ფოტოსესია გამართა. პიკანტურ ფოტოებზე ნუკის რადიკალური ცვლილება კარგად ჩანს. თუმცა ამის უკან ცელულიტი, ბოტოქსი და ხელოვნურად დაგრძელებული თმა იმალება. ნუკი სიმართლეს თვალს არ არიდებს და არც საკუთარ „გამომწერებს“ ატყუებს. როგორ გამოიყურებოდა ნუკი, რომელიც ახლა ქალბატონების მოტივატორად იქცა?

ძველ ფოტოსურათებთან ერთად ნუკიმ სპეციალურ პროცედურებზეც გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა რომ პროფესიონალების მეშვეობით ბევრი კომპლექსი დაძლია და „ნელ- ნელა, ხუმრობა ხუმრობაში კი ამაწყეს“- თავადვე აღნიშნავს.

ნუკი კოშკელიშვილის ცვლილებას მის მიკრობლოგში ქართველი და ამერიკელი მეგობრები ასე ეხმაურებიან: „საოცრება ხარ! ბავშვობიდან ჩემი კუმირი იყავი!“; „ისე გახდი, მინდა გაჭამო“; „როგორ გგულშემატკივრობდი! მთავარი მონდომებაა... შეუდარებელი ხარ!“.

5
თემები:
სელებრითების ცხოვრება
გაეროს შტაბ–ბინა

სოფო კილაძე გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრი გახდა

9
(განახლებულია 11:46 25.11.2020)
ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრი საქართველოს წარმომადგენელი პირველად გახდა. 24 ნოემბერს, ნიუ იორკში ჩატარებულ არჩევნებში სოფო კილაძემ 125 ხმა მიიღო.

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. სოფო კილაძე გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად აირჩიეს, ამის შესახებ ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტის დეპუტატმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ბავშვებზე ზრუნვა საქართველოში მრავალმხრივი გახდება>>

ბავშვთა უფლებების კომიტეტში 18 დამოუკიდებელი ექსპერტი შედის - მაღალი მორალური თვისებების და ადამიანთა უფლებების სფეროში აღიარებული კომპეტენციის მქონე პირები, რომლებიც მონიტორინგს უწევენ გაეროს წევრი სახელმწიფოების მიერ ბავშვის უფლებათა კონვენციის იმპლემენტაციას ეროვნულ დონეზე.

„გუშინ ჩვენმა სამშობლომ, საქართველომ დიდი გამარჯვება მოიპოვა საერთაშორისო ასპარეზზე. წილად მერგო პატივი, ჩემი კანდიდატურისთვის მსოფლიოს 125 ქვეყანას გამოეცხადებინა ნდობა გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის წევრობაზე“, - დაწერა სოფო კილაძემ თავის Facebook–გვერდზე.

მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ქვეყანას, საელჩოსა და მისიას, რომლებმაც საქართველოს საშუალება მისცა, პირველად იყოს წარმოდგენილი ამ უმნიშვნელოვანეს კომიტეტში.

საქართველოში 1 სექტემბრიდან ბავშვის უფლებათა კოდექსი ამოქმედდა>>

მისი თქმით, ამ გამარჯვების უკან საგარეო საქმეთა სამინისტროს და ქართველი დიპლომატების ტიტანური შრომა დევს. ისინი განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ.

„ვიმუშავებ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ქვეყნებთან, სამოქალაქო სექტორთან იმისათვის, რომ რომ ბავშვებს უკეთესი მომავალი ჰქონდეთ და ეს დიდი ნდობა გავამართლო“, - წერს კილაძე,

გაეროში კომიტეტის წევრების არჩევნები  24 ნოემბერს ნიუ იორკში კონვენციის წევრი სახელმწიფოების შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.  სოფო კილაძე კომიტეტეტის წევრი 2021-2024 წლებში იქნება.

9