შორენა ბეგაშვილი

„მომიტანეს 500 000 დოლარი, წავედი, არ მეძებოთ“ შორენა ბეგაშვილი ვიდეოს აქვეყნებს

24532
(განახლებულია 21:50 04.11.2020)
სოციალურ ქსელში შორენა ბეგაშვილის მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეომ საზოგადოება შოკში ჩააგდო. შორენას ბადრი ესებუასთან რამე კავშირი აქვს?

უკვე რამდენიმე დღეა პოლიცია „საქართველოს ბანკის“ შენობაში მძევლების აყვანაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ეძებს, თუმცა მისი ადგილსამყოფელი ჯერ კიდევ უცნობია. ესებუა ბანკის ზუგდიდის ფილიალში 21 ოქტომბერს შეიჭრა, სადაც 43 მძევალი აიყვანა. ის 500 000 დოლარს მოითხოვდა და ბანკის შენობაში გახსნილი ხელყუმბარით იჯდა.

View this post on Instagram

მომიტანეს😎#500 000 🤑წავედი არ მეძებოთ😂

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

ყველა თანხმდება, რომ დამნაშავე დაკავებული უნდა იყოს, თუმცა საზოგადოებას სისხლის სამართლის ეს საქმე გართობის ინსპირაციას აძლევს, რასაც სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი მოწმობს. როგორც ჩანს, ბანკის ყაჩაღობამ მხიარული განწყობა შეუქმნა მსახიობსა და ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილსაც. მსახიობმა რამდენიმე დღის წინ „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე ვიდეო ატვირთა, სადაც მსახიობი ქუჩაში დგას და მას თითქოს შავი ჩანთით 500 000 დოლარს მიუტანენ.

View this post on Instagram

დღეს @shorenasefekti 👤 23.00👤 @rustavi2official 👤

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

„მომიტანეს 500 000, წავედი, არ მეძებოთ“, – წერს ვიდეოს აღწერაში ბეგაშვილი. ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „უგულავა წაიყოლე თუ დაიღლები ჩანთის ტარებით „ჩაგენაცვლება” – დაუწერა მას ერთ-ერთმა ხელმომწერმა.

24532
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2362)
ანა დოლიძე

საქართველოში აზარტული თამაშების აკრძალვას მოითხოვენ

45
მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი მოითხოვს, შემუშავდეს გეგმა ყველა ონლაინ-კაზინოების დასაკეტად, როგორც ეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გაკეთდა

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე მთავრობისგან აზარტული ონლაინ-თამაშების აკრძალვას მოითხოვს.

ახალგაზრდებს ნარკოდამოკიდებულებასთან და ლუდომანიასთან გამკლავებაში დაეხმარებიან >>

„დღევანდელ პირობებში, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს თითოეული ლარი საშოვარი აქვთ, როდესაც ჩვენ ძალიან სერიოზულ ეკონომიკურ სიდუხჭირეს განვიცდით, ონლაინ აზარტული თამაშები ხელისუფლებამ მოსახლეობას განგებ დაუტოვა, როგორც გადარჩენის ერთ-ერთი მთავარი საშუალება“, - განუცხადა ჟურნალისტებს დოლიძემ.

მოძრაობის ლიდერის თქმით, დღეს ონლაინ-თამაშები საქართველოში არ არის მხოლოდ გართობა, როგორც ეს სხვა ქვეყნებშია მიღებული. დოლიძე მოითხოვს ხელისუფლებისგან, შემუშავდეს გეგმა, რომლის მიხედვით ქვეყანაში ერთი წლის განმავლობაში ყველა ონლაინ-კაზინო დაიკეტება, როგორც ეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გაკეთდა.

„ამ ერთწლიანი გეგმის ფარგლებში უნდა შემოგვთავაზოს თამაშდამოკიდებულ ადამიანთა სარეაბილიტაციო გეგმა. პანდემიამ პირდაპირ დაარტყა ჩვენი მოქალაქეების შემოსავალს და ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გაღარიბებისკენ წაიყვანა, ხოლო ონლაინ აზარტული თამაშების ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა“, - აღნიშნა დოლიძემ.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საკითხზე საუბარი განსაკუთრებით აქტუალური საქართველოში გასულ წელს გახდა, როდესაც ორმა ახალგაზრდა ლუდომანმა თავი მოიკლა. მას შემდეგ ქვეყანაში პერიოდულად იმართება საპროტესტო აქციები, სადაც მოითხოვენ ლუდომანიის ფსიქიკურ დაავადებად აღიარებას, აზარტული თამაშების რეკლამის შეწყვეტას, ონლაინ–კაზინოებისადმი ხელმისაწვდომობის შეზღუდვას, მოთამაშეებისთვის ასაკობრივი ზღვრის დაწესებას.

ნოემბერში სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ განაცხადა ახალი პროგრამის შესახებ, რომელიც სარეაბილიტაციო მომსახურებას ითვალისწინებს. კერძოდ, სააგენტო მზადაა, სარეაბილიტაციო მომსახურება გაუწიოს არასრულწლოვნებს 13-დან 18 წლამდე და ახალგაზრდებს 18-დან 25 წლამდე (მათი ოჯახის წევრების ჩათვლით), რომლებიც მიიჩნევენ, რომ ისინი დამოკიდებული არიან ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე ან აზარტულ თამაშებზე და სურთ ამ მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება.

დახმარების მიღების მსურველებს შეუძლიათ დარეკვა ნომერზე „111“. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მომსახურება უფასოა.

ბოლო ათი წლის განმავლობაში აზარტული თამაშების ბიზნესის ბრუნვა თითქმის ორასჯერ გაიზარდა
© photo: Sputnik
ბოლო ათი წლის განმავლობაში აზარტული თამაშების ბიზნესის ბრუნვა თითქმის ორასჯერ გაიზარდა

სპეციალური 24-საათიანი „ცხელი ხაზი“ – „111“ საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ბავშვების დასახმარებლად შექმნა. ის ხელმისაწვდომია 27 აპრილიდან. მისი მიზანია მშობლების დახმარება ბავშვებთან დაკავშირებულ ყველა პრობლემურ საკითხზე.

აზარტული თამაშების პრობლემებზე კვლავ რამდენიმე დღის წინ ალაპარაკდნენ, როდესაც ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისში შეიჭრა მამაკაცი, რომელმაც ხელყუმბარის აფეთქების მუქარით 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელს საკმაოდ უჩვეულო მოთხოვნები ჰქონდა - საბანკო პროცენტების შემცირება, აზარტული თამაშების აკრძალვა და სამკურნალო პრეპარატებზე ფასების შემცირება.

ის შენობაში დაახლოებით სამ-ნახევარი საათი იმყოფებოდა. უკვე ცნობილია, რომ შენობაში შეჭრის დროს ზურაბაშვილს არ ჰქონია იარაღი, ხოლო ხელში ხელყუმბარის ნაცვლად ამ ფორმის სანთებელა ეჭირა.

საქართველოს პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა ორი ან მეტი მძევლის აყვანის მუხლით. ბრალდებული სასამართლოს განაჩენს პატიმრობაში ელოდება.

 

45
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში
დიდთოვლობა აჭარაში

დიდთოვლობა აჭარაში: ბათუმიდან ახალციხეში მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილით მოხვდებით

42
მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებისთვის გოდერძის უღელტეხილზე გზა დაკეტილია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თბილისი, 24 ნოემბერი - Sputnik. დიდთოვლობის გამო გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვისაა დასაშვები, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

საუბარია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 106-123-ე კმ მონაკვეთზე.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა აკრძალულია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

42
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში
მანდარინი

საქართველომ მანდარინის ექსპორტისგან თითქმის ერთი მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო 

0
საქართველოში მოყვანილი მანდარინი ექსპორტზე ძირითადად სომხეთსა და რუსეთში გავიდა. როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, წელს მოსავალი უხვი არ არის, მაგრამ ხარისხიანია

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოდან 1 აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში 1 928 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 941 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

საქართველოში მოყვანილი მანდარინი ძირითადად სომხეთსა და რუსეთში გავიდა. გარდა ამისა, ექსპორტი ასევე განხორციელდა უკრაინაში, მოლდოვასა და ყაზახეთში.

მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 40 ათასამდე ტონას შეადგენს. 

უწყების ცნობით, მანდარინის მოსავლის აღება-დაბინავების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით მუშაობს შესაბამისი შტაბი.

არასტანდარტული მანდარინის ჩაბარება, გადამუშავება, ნაკადების კონტროლი და აღრიცხვა ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ხდება.

სტანდარტულ მანდარინს 30-მდე საწარმო იბარებს. არასტანდარტულ ნაყოფს ქობულეთის საკონსერვო ქარხანა მიიღებს.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ წელს მოსავალი, მართალია, უხვი არ არის, თუმცა ხარისხი გაუმჯობესებულია.

0
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა