დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება

© photo: Sputnikმშენებლობა
მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობა გერმანული გრანტის დახმარებით დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამას აგრძელებს.

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. გერმანიისა და საქართველოს მთავრობების თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი გრანტის ფარგლებში დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება, იუწყება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 

ქუთაისი - Sputnik საქართველო
ქუთაისში 274 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 283,3 ათას ადამიანს აქვს მინიჭებული. საქართველოს მთავრობა ამ დრომდე ახორციელებს მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამას. 

სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომისიამ, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, 29 ოჯახი შეარჩია. 

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა განსახლებასთან ერთად მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს, დანიის ლტოლვილთა საბჭო ახორციელებს. პროექტი 2020-2021 წლებში ჯამში 212 სახლის აშენებას ითვალისწინებს.

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს: სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.

ყველა ახალი ამბავი
0