დაცვის თანამშრომელი პარლამენტის წინ პირბადით

საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდა

232
(განახლებულია 14:32 04.11.2020)
ეპიდემიური ვითარების გაუარესების მიუხედავად საქართველოს მთავრობა ჯერჯერობით თავს იკავებს მკაცრი შეზღუდვების დაწესებისა და საგანგებო რეჟიმის გამოცხადებისგან.

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 4 ნოემბრიდან სავალდებულო ხდება პირბადის გამოყენება ღია სივრცეებში, რესტორნები მთელი ქვეყნის მასშტაბით 22:00 საათამდე იმუშავებენ, ხოლო სკოლები დიდ ქალაქებში დისტანციურ სწავლებაზე გადადიან.

საწოლების რაოდენობა საქართველოში შეიძლება გაიზარდოს>>

მუშაობის შემცირებულ გრაფიკზე – 22:00 საათამდე რესტორნები და ბარები თბილისში, ქუთაისში, მცხეთასა და ბათუმში ოქტომბრის მეორე ნახევრიდან გადავიდნენ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ დაწესებულებებში ჩატარებული ღონისძიებების დროს დაინფიცირებულების რაოდენობა მაღალია, მთავრობამ ამ შეზღუდვის მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესება გადაწყვიტა. შესაბამისად, შესწორებები 23 მაისის დადგენილებაში „იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ“ 4 ნოემბერს, 22:00 საათზე ამოქმედდება.

პირბადე ყოველთვის და ყველგან

დღეიდან პირბადის ტარება აუცილებელი ხდება არა მხოლოდ დახურულ საზოგადოებრივ ადგილებში, ტრანსპორტსა და ტაქსიში, არამედ ქუჩაშიც.

  • ოფიციალურ ვებ-გვერდზე StopCov განთავსებული მონაცემებით, ამ დროისათვის საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 44 522 შემთხვევა, აქედან გამოჯანმრთელდა 28 633 ადამიანი, გარდაიცვალა 362 პაციენტი.

როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნისა და გადაადგილების გამო მოქალაქე დაისჯება 20 ლარის ოდენობის ჯარიმით, ხოლო შენობის მფლობელი, სადაც დარღვევა მოხდება, 500 ლარით დაჯარიმდება.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია პირბადის ტარება, მან სპეციალური ცნობა უნდა მიიღოს სამედიცინო დაწესებულებაში და მოთხოვნის დროს წარადგინოს.

სწავლა სახლიდან

საქართველოს სკოლებში სწავლა შერეული მოდელით (საკლასო ოთახებსა და დისტანციურად) მიმდინარეობს.

დისტანციურ სწავლებაზე 4-დან 25 ნოემბრამდე გადადიან სკოლები თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, აჭარის რეგიონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში. როგორც მთავრობაში განმარტავენ, ეს მობილობის პრევენციისა და ამ ქალაქებში ეპიდემიური ვითარების გაუარესების გამო კეთდება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

რა შეზღუდვები მოქმედებს დღემდე:

  • შეზღუდვები მოქმედებს რეგულარულ საერთაშორისო ფრენებზე. რეგულარული რეისები ჯერჯერობით აღდგენილია 13 ქალაქში.
  • აკრძალულია 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით დახურულ და ღია სივრცეებში კულტურული და სპორტული ღონისძიებები გამართვა
  • აკრძალულია სარიტუალო ღონისძიებების – ქორწილების, იუბილეების, ქალეხების (10-ზე მეტი ადამიანი) გამართვა
  • მთლიანად შეჩერებულია ღამის კლუბების მუშაობა
  • დაკეტილია კინოთეატრები, თეატრები, საბავშვო გასართობი ცენტრები
  • თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში უმაღლესმა სასწავლო დაწესებულებებმა 19 ოქტომბრიდან ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები აუდიტორიებში, თეორიული სწავლება კი დისტანციურად განაახლეს.

ლოკდაუნი არ იქნება

მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიური ვითარება გაუარესდა, საქართველოს მთავრობა ჯერჯერობით თავს იკავებს მკაცრი შეზღუდვების დაწესებისა და საგანგებო რეჟიმის გამოცხადებისგან, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის საპროტესტო აქციები იმართება.

ეპიდემიოლოგები პროგნოზირებენ, რომ მოსალოდნელია კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღეში სამი–ოთხი და, შეიძლება, ხუთ ათასამდე ზრდაც კი.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, სწორედ ეს აქციები და შეკრებები გახდა COVID-19-ის გავრცელების წყარო. ამასთან, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ არავის შეუძლია პოლიტიკური პროცესის აკრძალვა, მაგრამ მოსახლეობამ არსებული რეგულაციები უნდა დაიცვას.

„ვირუსმა არ იცის აქცია და სხვა ტიპის შეკრება. ვირუსისთვის ყველა ერთი და იგივეა. უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე. პოლიტიკურ პროცესს ვერავინ აკრძალავს და გააჩერებს ქვეყანაში, მაგრამ კეთილი ვინებოთ და ყველამ დავიცვათ ის წესი, რომელიც ყველა ქვეყანაში არსებობს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

232
თემები:
COVID-19 საქართველოში (2477)
კორონავირუსი საქართველოში

New York Times: საქართველოში მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მძიმე კოვიდ–სტატისტიკაა

22
(განახლებულია 10:04 24.11.2020)
საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს – ანტირეკორდები ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა კუთხით ყოველდღიურად მყარდება

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik.  საქართველო 100 ათას სულ მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში ლიდერია, შესაბამის სტატისტიკას  The New York Times–ი აქვეყნებს. 

გამოცემის მონაცემებით, ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოში 100 ათას სულ მოსახლეზე 2,8 ათასი ინფიცირებული მოდის, რაც მსოფლიო მასშტაბით ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

საქართველოსთან ერთად „შავ სიაში“ მოხვდნენ ლუქსემბურგი, ჩერნოგორია და სერბეთი.

ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ქვეყანაში, რომელიც პანდემიის დასაწყისში დიდი დროის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობის ბოლო ადგილზე იმყოფებოდა, სექტემბერში მკვეთრად გაუარესდა. ინფიცირების ორნიშნა დღიური მაჩვენებელი, მალე სამნიშნა გახდა, ბოლო დღეებში კი ოთხნიშნა ციფრშია გამოხატული. მხოლოდ ბოლო დღე–ღამეში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 3 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 36 ადამიანი.

ოფიციალური ვებგვერდ StopCov–ის მონაცემებით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 108 680–ს მიაღწია.

22
თემები:
COVID-19 საქართველოში (2477)
მატარებელი რკინიგზის სადგურში

„საქართველოს რკინიგზა“ მატარებლების მოძრაობის გრაფიკს ცვლის

112
იმ მგზავრებს, ვისაც ადრე აქვთ მატარებლის ბილეთები შეძენილი და ვერ ახერხებენ ახალი განრიგის მიხედვით გამგზავრებას, ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ. „საქართველოს რკინიგზა“ თანხას სრულად დააბრუნებს

თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაზიდვების განრიგს ცვლის, ნათქვამია კომპანიის პრესსამსახურის განცხადებაში.

საქალაქთაშორისო მატარებლების მოძრაობის განრიგი

კომპანიაში აცხადებენ, რომ იმ მგზავრებს, რომლებმაც ბილეთები ადრე შეიძინეს და გამგზავრება ახალი განრიგის მიხედვით არ შეუძლიათ, ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ. „საქართველოს რკინიგზა“ ბილეთის ღირებულებას სრულად დააბრუნებს. 

კომპანიაში მგზავრებს აფრთხილებენ, რომ მატარებელში ყველა მგზავრმა დადგენილი რეგულაციები უნდა შეასრულოს.

„Covid19-ის გავრცელების პრევენციისა და ჯანდაცვის ახალი რეგულაციების თანახმად, მატარებლებში აკრძალულია პლედების დარიგება, დროებით გაუქმებულია საბორტო ჟურნალი და ბიბლიოთეკა. მგზავრები არ დაიშვებიან პირბადის გარეშე და  მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველო კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის. ყოველდღიურად ოთხი ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 100 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1012 ადამიანი.

ქვეყანაში ამჟამად არაერთი შეზღუდვა მოქმედებს: ნიღბების ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, აკრძალულია ღამის 22:00 საათის შემდეგ სახლიდან გასვლა.

112
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში
აბანოთუბანი

გაუძლებს თუ არა ქვეყნის ეკონომიკა ახალ შეზღუდვებს ექსპერტის მოსაზრება

0
(განახლებულია 08:46 24.11.2020)
რამდენადაც დიდი უნდა იყოს ეკონომიკის დახმარების სურვილი, პანდემიის შეკავება მკაცრი შეზღუდვების გარეშე ვერ მოხერხდება, მიაჩნია პროფესორ სოსო არჩვაძეს

 

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ზაფხულის პერიოდში მოკლევადიანი კოვიდ–შესვენების შემდეგ, როდესაც ქალაქებსა და კურორტებს ტურისტები დაუბრუნდნენ, ქვეყანა თანდათან უბრუნდება ახალი შეზღუდვების აუცილებლობის ფაზას. ამასთან,  შეზღუდვების ჩამონათვალი სულ უფრო მატულობს. 

შეზღუდვები პირდაპირპროპორციულად დაკავშირებულია ქვეყანაში გართულებულ ეპიდსიტუაციასთან, სადაც ყოველდღიურად ინფიცირების 4 ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ეპიდემიოლოგთა ნაწილი მკაცრ ლოკდაუნს მოითხოვს, სხვები აცხადებენ, რომ მკაცრ შეზღუდვებს ქვეყნის ეკონომიკა და თავად მოსახლეობა ვეღარ გაუძლებს.

ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტს, პროფესორ სოსო არჩვაძეს მიაჩნია, რომ ე.წ. მაშველი რგოლი ხანმოკლე, ორკვირიანი ლოკდაუნი იქნება.

მისი თქმით, ეკონომიკის შველა შეუძლებელია ქვეყანაში ეპიდვითარების გაუმჯობესების გარეშე. შვედეთში ეპიდემიასთან ბრძოლისთვის „ჯოგური მეთოდი“ გამოიყენეს, რომლის არსიც შემდეგია – მოკლე პერიოდში რაც უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდება კორონავირუსისგან, მით უფრო მალე დაუბრუნდება ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს. თუმცა, შვედეთი იძულებული გახდა ამ მეთოდზე უარი ეთქვა და შეზღუდვები დაეწესებინა, პარალელურად კი მოსახლეობისთვის აეხსნა რა და რისთვის წესდებოდა.

 „ვფიქრობ, ამ დღეებში შეზღუდვების დაწესების შესახებ გამოაცხადებენ. ეკონომიკური კატასტროფის შესახებ საუბარი გადაჭარბებულია. მარტ–აპრილთან შედარებით, ეკონომიკური მაჩვენებელი უმჯობესდება. მაჩვენებლები მეტყველებენ იმაზე, რომ არც ისე რთული ვითარებაა, როგორც წარმოაჩენენ. მაგალითად, გაიზარდა უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა, გაიზარდა  შრომითი მიგრანტების რაოდენობა. და ეს მაჩვენებლები მთლიანობაში არცთუ ცუდ სურათს ქმნიან. ვფიქრობ, ორკვირიანი ლოკდაუნი ეკონომიკაზე დიდ დარტყმას ვერ მოახდენს...საჭიროა შემზღუდავი ზომების გატარება, რათა ორგანიზმმა მთლიანობაში ჯანმრთელობა და ფუნქციონირების უნარი შეინარჩუნოს“, – განაცხადა არჩვაძემ.

მისი განმარტებით, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ თითოეული კოვიდ–პაციენტის მკურნალობა სახელმწიფოს არცთუ იაფი უჯდება. თითქოსდა ეკონომიკური შეზღუდვები დაწესებული არ არის, ეკონომიკაზე კი ეს ძლიერ მოქმედებს. 

პანდემიასთან ბრძოლას სახელმწიფო საზოგადოების  გარეშე ვერ შეძლებს, დარწმუნებულია პროფესორი.

არჩვაძის სიტყვებით, საჭიროა თითოეულმა ადამიანმა გააცნობიეროს თუ რამდენად საშიშია უხილავი მტერი. აუცილებელია პანდემიის პერიოდში ელემენტარული წესების დაცვა და თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან თავის არიდება.

ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს წინაშე რთული ამოცანა დგას – ან სამედიცინო სექტორის შველა, ან ეკონომიკისთვის განვითარების შესაძლებლობის მიცემა. თუმცა, პირველის კოორდინირებული მუშაობის გარეშე მეორის შველა არ გამოვა.

კოვიდ–კრიზისის პერიოდში გაიზარდა უმუშევართა რიცხვი. თეატრების, კინოთეატრების, საბავშვო გასართობი ცენტრების დაკეტვამ ფინანსურად შეჭირვებულთა რიგები შეავსო. თუმცა, ის ფაქტი, რომ მთავრობა ზამთრის პერიოდში კომუნალური მომსახურების ხარჯებს დაფარავს, მოსახლეობისთვის არცთუ მცირე მხარდაჭერაა.

 „ყველად უნდა გადავიტანოთ ეს დრო“, – განაცხადა არჩვაძემ.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ყველა ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული ადამიანებს შორის კონტაქტების შეზღუდვაზე, რამდენადაც სწორედ არასაკმარისმა ეფექტურმა ზომებმა გამოიწვია ინფიცირებულთა უმართავი ზრდა. ეპიდვითარების კონტროლის გარეშე კი ეკონომიკის აყვავებაზე საუბარი შეუძლებელია, დარწმუნებულია პროფესორი.

0
თემები:
საქართველოს ეკონომიკა