საავადმყოფო

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

124
(განახლებულია 15:58 04.11.2020)
ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 31 170 ადამიანი, გარდაიცვალა – 381, კარანტინის რეჟიმშია 3 004, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 355 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 428 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2295-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 46817-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 31 170 ადამიანი (ბოლო დღე-ღამეში – 2 537), გარდაიცვალა – 381, კარანტინის რეჟიმშია 3 004, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 355 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 428 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

124
თემები:
COVID-19 საქართველოში (2562)
თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა

129
(განახლებულია 16:41 28.11.2020)
კლინიკის გენერალურ დირექტორს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა, 19 ნოემბერს კი გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდა.

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა. ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.

კლინიკის ცნობით, თენგიზ ცერცვაძის მდგომარეობა სტაბილურია, ის თავს კარგად გრძნობს და მადლობას უხდის ყველას, ვინც მის მიმართ ყურადღება გამოხატა.

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი მიმდინარე წლის 17 ნოემბერს დაუდასტურდა. საწყის ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი გახლდათ.

ორი დღის შემდეგ კი მას სიცხემ აუწია და ფილტვებზე პნევმონია დაუდგინდა. თენგიზ ცერცვაძის ჰოსპიტალიზაცია ასევე განაპირობა იმან, რომ ის მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებოდა.

შეგახსენებთ, თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ, რომელსაც მრავალი წელია თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს, კოვიდ–ინფიცირებული პაციენტების მიღება ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4 472-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 127 942-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

129
თემები:
COVID-19 საქართველოში (2562)
ბინის გასაღები

სტიქიის შედეგად დაზარალებულ გოგონას აჭარის მთავრობამ ბინა გადასცა

76
2 ოქტომბერს გოგონას სახლი მშობლებთან და ძმასთან ერთად მრავალტონიანმა მეწყერმა ჩაიტანა. მათი ცხედრების პოვნა მაშველებმა მხოლოდ მეორე დღეს შეძლეს.

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. გოგონას, რომელსაც ხელვაჩაურში სტიქიის შედეგად ოჯახი დაეღუპა, აჭარის მთავრობამ საჩუქრად საცხოვრებელი ბინა გადასცა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მე-6 კლასელ თიკა თედორაძეს ბინა ბათუმში, ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში გადაეცა. ის ასევე ბინის რემონტისა და კეთილმოწყობისთვის ფინანსურ დახმარებას მიიღებს.

თიკა თედორაძეს ასევე ყოველთვიურად ფონდ „გურიის დღიურებისგან“ სტიპენდია დაენიშნა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მეწყერი 2 ოქტომბრის ღამით ჩამოწვა.

ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჯოჭოში ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. ორი ავტომობილის მგზავრი იყო, სამი – ერთი ოჯახის წევრი – გოგონას მშობლები და 16 წლის ძმა. თავად გოგონა კი ამ დროს ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდა.

76
არმენ სარქისიანი

სომხეთის პრეზიდენტი რუსეთში კერძო ვიზიტით იმყოფება

0
პრეზიდენტი მოსკოვში გეგმავს მთიანი ყარაბაღის გარშემო მიმდინარე პროცესებისა და სომხეთში არსებული ვითარების განხილვას დიასპორის წარმომადგენლებთან

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი რუსეთში კერძო ვიზიტით გაემგზავრა, იუწყება Sputnik-სომხეთი.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, იგი სომხური თემის წარმომადგენლებთან გამართავს დისკუსიებს მთიანი ყარაბაღსა და სომხეთში არსებული სიტუაციის ირგვლივ, ასევე შეხვდება დიასპორის წარმომადგენლებს.

ვითარება მთიან ყარაბაღში

სექტემბრის ბოლოს მთიან ყარაბაღში დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი, რომელშიც სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი დაადანაშაულეს. რუსეთის შუამავლობით მხარეები 2020 წლის 10 ნოემბრიდან ცეცხლისა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ხელშეკრულების მიხედვით, აზერბაიჯანი და სომხეთი დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან და ამასთან მიმდინარეობს ტყვეთა გაცვლა. ნოემბერ–დეკემბერში სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა გადასცეს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიების დიდი ნაწილი. ამ დროისათვის ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები შედიან, რომლებიც მხარეთა გამყოფ ხაზზე და იმ დერეფნის გასწვრივ განლაგდებიან, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს.

0
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020