გიორგი მახარაძე მარიამ ნადირაძე

ჩცდ-ის „მაქსიმე“ ორსულ შეყვარებულთან ერთად ვარჯიშობს ვიდეო

94
(განახლებულია 16:36 04.11.2020)
მსახიობი გიორგი მახარაძე ორი წლის წინ დიდი განსაცდელის წინაშე დადგა, მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა პრობლემა გადალახა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა გაუმჯობესებულია.

გიორგი მახარაძე გოგონებში პოპულარობით სარგებლობს, თუმცა მისი გული უკვე დაკავებულია – წლებია, ის მსახიობ მარიამ ნადირაძის შეყვარებულია. ერთი პერიოდი წყვილი დაშორდა, თუმცა პოპულარული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ გმირის „მაქსიმეს“ შემსრულებელმა შეყვარებული დაიბრუნა.

View this post on Instagram

A post shared by Mariam Nadiradze (@miunadiradze) on

მძიმე წუთებში, როდესაც გიორგის სიმსივნე დაუდგინდა, მარიამი განსაცდელის დროს გვერდიდან არ მოშორებია, ისინი ერთად ცხოვრობენ და დაოჯახებასაც გეგმავენ. რამდენიმე კვირაში წყვილს შვილი ეყოლება, მანამდე კი გიორგიმ სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ვარჯიშობენ ერთად.

როგორც მარიამმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, საყვარელმა მამაკაცმა მას ხელი უცხოეთში სთხოვა. რაც შეეხება ქორწილს, ქორწილის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით წყვილმა არ იცის, თუმცა სადა წვეულების მოწყობას გეგმავენ.

View this post on Instagram

A post shared by Giorgi Makharadze (@maxara_m) on

გიორგი მახარაძე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. მას უამრავ სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული. ბოლო პერიოდში მახარაძე სერიალებშიც თამაშობდა. განსაკუთრებული პოპულარობა მას „ტიფლისმა“ და „ჩემი ცოლის დაქალებმა“ მოუტანა. გიორგი მახარაძეს პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს. ის თამრიკო ჭოხონელიძის ქალიშვილზე მარიამ როინიშვილზე იყო დაქორწინებული.

94
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2390)
ივანე მაჭავარიანი

საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდგინდა

33
(განახლებულია 21:38 30.11.2020)
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მინისტრი თავს კარგად გრძნობს და მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს COVID-19 დაუდასტურდა, იუწყება პირველი არხი სამინისტროს პრესცენტრზე დაყრდნობით.

ივანე მაჭავარიანს ინფექცია PCR-ტესტირების შედეგად დაუდასტურდა. ამჟამად ის თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. 

ტესტირების შედეგად, COVID-19 დაუდასტურდა ასევე მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს, რომელიც ასევე სახლში გადის მკურნალობას.

მინისტრთა კაბინეტში კორონავირუსი უკვე გადაიტანეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და სხვა მაღალჩინოსნებმა. ამჟამად ყველა მათგანი გამოჯანმრთელდა და ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.216-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 135.584-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 20.305 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.383 პაციენტი, 1.038 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 466 პირი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

33
თემები:
COVID-19 საქართველოში
გიორგი გახარია

გახარიამ კლინიკების ხელმძღვანელებს სასტუმროების უფრო ეფექტურად გამოყენებისკენ მოუწოდა

33
გიორგი გახარიამ კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებთან გამართულ მორიგ შეხვედრაზე, ჰოსპიტალური სექტორის რესურსის დაზოგვის მიზნით, სასტუმროების კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობასა და დამატებითი რესურსების მობილიზებაზე ისაუბრა.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. კორონავირუსით მზარდი ინფიცირების გამო აუცილებელია ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვა, რათა მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის შეფერხებები არ შეიქმნას, განაცხადა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ Covid-19-ის მართვაში ჩართული კერძო კლინიკების ხელმძღვანელებთან გამართულ მორიგ შეხვედრაზე ისაუბრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  დღეს Covid-19-ის მართვაში ჩართული კერძო კლინიკების ხელმძღვანელებთან გამართულ მორიგ შეხვედრა გამართა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვის მიზნით მნიშვნელოვანია საშუალო და მსუბუქი სიმძიმის პაციენტების სასტუმროებში გადანაწილება.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უსიმპტომო და მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების ბინაზე მკურნალობის მნიშვნელობაზეც, ოჯახის ექიმთან აქტიური კონსულტაციით.

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ შეზღუდვების ორთვიანი გეგმიდან გამომდინარე, ქვეყნის მასშტაბით მობილობა საგრძნობლად შემცირდება, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვას და მომდევნო პერიოდში სიტუაციის დასტაბილურებას.

კერძო კლინიკების ხელმძღვანელებმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია არსებულ საწოლფონდთან, მოძიებულ დამატებით რესურსებთან და იმ რეზერვებთან დაკავშირებით, რომლების მობილიზებაც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ხელმძღვანელი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ესწრებოდნენ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.216-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 135.584-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 20.305 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.383 პაციენტი, 1.038 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 466 პირი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა

33
თემები:
COVID-19 საქართველოში
რუსული ვაქცინა  Спутник V

ევროპაში განმარტეს, რა შემთხვევაში გამოიყენებენ COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას

0
ევროკომისიაში მიაჩნიათ, რომ ყველა ვაქცინა, რომელსაც ევროპის მოქალაქეებს სთავაზობენ, ევროპის წამლის სააგენტოს მიერ უნდა იყოს დამტკიცებული

თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. ევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უნგრეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, გამოიყენოს COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა, მთელ ევროკავშირზე არ გავრცელდება. იუწყება РИА Новости.

რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა დენის მანტუროვმა 13 ნოემბერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოსთან რუსული ვაქცინის უნგრეთში წარმოების საკითხი განიხილა. სიიარტომ 27 ნოემბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში „სპუტნიკ  V“-ის მცირე პარტიების მიწოდება დეკემბერში დაიწყებოდა, უფრო მსხვილი პარტიებისა კი - იანვარში.

„ევროკომისიაში მიაჩნიათ, რომ ყველა ვაქცინა, რომელსაც ევროპის მოქალაქეებს სთავაზობენ, უმჯობესია ევროპის წამლის სააგენტოს მიერ იყოს დამტკიცებული. თუმცა სასწრაფო პროცედურის ფარგლებში, სახელმწიფოს შეუძლია საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე ვაქცინის გამოყენება და თავის მოქალაქეთა შორის მისი გავრცელება დაუშვას. მაგრამ ჩვენ ვაქცინის საკითხებში მაქსიმალური გამჭვირვალობის მომხრე ვართ“, - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა.

ევროკომისიაში განმარტეს, რომ სახელმწიფო თავადაა პასუხისმგებელი სასწრაფო წესით მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

„თუ ვაქცინის გამოყენება ნებადართულია უნგრეთის ხელისუფლების მიერ, მაშინ საუბარია მის გამოყენებაზე მხოლოდ უნგრეთის ტერიტორიაზე“, - დაასკვნა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

ევროპის წამლის სააგენტომ (ЕМА) 26 ნოემბერს დაადასტურა კონტაქტები „სპუტნიკ  V“-ის მწარმოებელთან და აღნიშნა, რომ რთულია წინასწარ იმის გათვლა, რამდენ ხანში იქნება დამტკიცებული ასეთი პრეპარატები. ამავდროულად სააგენტოში განაცხადეს, რომ ევროკომისიაში აგროვებენ რესურსს ამ პროცესების დასაჩქარებლად და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესწავლისა და ნებართვის გაცემის ვადების შესამცირებლად.

ევროკომისიის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა ასევე, რომ სააგენტოს ჯერ არ მიუღია განაცხადი ევროპულ ბაზარზე რუსული ვაქცინის გაყიდვის ნებართვის მიღებაზე. მანასევე დასძინა, რომ  მონაცემებს აღნიშნულ პრეპარატზე ჯერ არც ევროკომისია არ ფლობს.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში