ისრაელმა საქართველოს COVID-19-თან ბრძოლისთვის ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

© photo : Israel in Georgia / FBისრაელმა საქართველოს COVID-19-თან ბრძოლისთვის ჰუმანიტარული დახმარება გადასცა
ისრაელმა საქართველოს COVID-19-თან ბრძოლისთვის ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ისრაელის საელჩო აღნიშნავს იმ მაღალ პროფესიონალიზმს, რომელსაც ქვეყნისათვის უაღრესად კრიტიკულ სიტუაციაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და პირადად მისი ხელმძღვანელი, ბატონი ამირან გამყრელიძე ამჟღავნებენ.

თბილისი, 3 ნოემბერი  – Sputnik. დაახლოებით ნახევარი ტონის აღჭურვილობა გადასცეს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (NCDC) ისრაელის საელჩომ და MASHAV-მა (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო), ნათქვამია ისრაელის საელჩოს განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველო და ისრაელი პოსტკრიზისულ პერიოდში ითანამშრომლებენ

„აღნიშნული ჟესტი არის ისრაელ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელება Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში, იმ მრავალ ჰუმანიტარულ მხარდაჭერასთან და ერთობლივ ლექციებსა და სემინარებთან ერთად, რომლებიც აქამდე განხორციელდა. 1992 წლიდან MASHAV-ის კურსებისა და ტრენინგების მონაწილე 1500-ზე მეტი პირი გახდა საქართველოდან და მათი დიდი ნაწილი საჯარო სექტორში, მათ შორის ჯანდაცვასა და დაავადებათა პრევენციის სფეროში მოღვაწეობენ“, - ნათქვამია საელჩოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ისრაელის საელჩო აღნიშნავს იმ მაღალ პროფესიონალიზმს, რომელსაც ქვეყნისათვის უაღრესად კრიტიკულ სიტუაციაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და მისი ხელმძღვანელი, ბატონი ამირან გამყრელიძე ამჟღავნებენ.

მარტვილში კორონავირუსით ინფიცირებული 31 წლის ქალი გარდაიცვალა >>

ბოლო ორ თვეში საქართველოში მნიშვნელოვნად გაუარესდა ეპიდემიოლოგიური ვითარება. თუ კორონავირუსის პირველი ტალღა (26 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე ინფიცირებულთა რაოდენობა 1500–ს არ აჭარბებდა) ქვეყანამ მშვიდად გადაიტანა, ახლა ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2 ათასს აღწევს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსი 44 522 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელდა 28 633 ადამიანი, გარდაიცვალა 362. ეპიდემიოლოგების პროგნოზით,  ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა, შესაძლოა, სამიდან ხუთი ათასამდე მიაღწიოს.

ყველა ახალი ამბავი
0