ნათია თურნავა

ნათია თურნავას კორონავირუსი დაუდასტურდა

59
(განახლებულია 20:54 03.11.2020)
როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ნათია თურნავა ამჟამად თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს.

თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება „პირველი არხი“. 

გუშინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ნათია მეზვრიშვილს, განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კი თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

„ნათია თურნავა ამჟამად თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს“, – აცხადებენ სამინისტროში.

ბოლო ორ თვეში საქართველოში მნიშვნელოვნად გაუარესდა ეპიდემიოლოგიური ვითარება. თუ კორონავირუსის პირველი ტალღა (26 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე ინფიცირებულთა რაოდენობა 1500-ს არ აჭარბებდა) ქვეყანამ მშვიდად გადაიტანა, ახლა ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2 ათასს აღწევს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსი 44 522 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელდა 28 633 ადამიანი, გარდაიცვალა 362. ეპიდემიოლოგების პროგნოზით, ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა, შესაძლოა, სამიდან ხუთ ათასამდე მიაღწიოს.

59
თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)
სოფიკო შევარდნაძე

„სამი თვეა ამ სასწაულთან ერთად ვცხოვრობ“ - სოფო შევარდნაძე პირად ცხოვრებაზე დუმილს არღვევს

10
(განახლებულია 15:22 24.06.2021)
ცნობილმა ჟურნალისტმა პაუზის შემდეგ ვაჟთან ერთად უახლესი ფოტო გამოაქვეყნა და ცხოვრებისეულ პირად დეტალებზე ისაუბრა. რატომ არის 42 წლის ტელესახის ცხოვრებაში უკანასკნელი სამი თვე სასწაული?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შვილიშვილი, ცნობილი ჟურნალისტი სოფო შევარდნაძე „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პირად ცხოვრებაზე საუბრობს, რადგან ბოლო პერიოდში, მას მერე, რაც ის დედა გახდა, არ წყდება კითხვები, თუ რატომ არ ჩანს მისი მეორე ნახევარი, ან რატომ არ ასაჯაროებს პატარა ანდრიას ფოტოს. მან გადაწყვიტა, დუმილი კიდევ ერთხელ დაარღვიოს.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Sophie Shevardnadze (@sofikoshevardnadze)

სოფიკოს მიერ ვაჟთან ერთად გამოქვეყნებულ ფოტოებს, „ფოლოვერები“ სულმოუთქმენლად ელიან, თუმცა სოფო პირადი სივრცის პრინციპებს არ არღვევს. ახალშობილ ვაჟთან ერთად პოზირებს, ერთობლივ კადრებს სოციალურ ქსელში განათავსებს, თუმცა სახეს ამ დრომდე უმალავს. „სამი თვეა ამ სასწაულთან ერთად ვცხოვრობ“,- აღნიშნავს სოფო მიკრობლოგის ახალ პოსტზე. „ამიერიდან ყველაფერი სხვანაირად იქნება, აღმოჩნდა, რომ ადამიანური რესურსები ამოუწურავია. როცა მესმის შეკითხვები დედობისა და სამსახურის შეთავსებაზე, წამიერად ვპასუხობ, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუ გაქვს სურვილი და არ გაქვს კომპლექსები, რომლებსაც უსაფუძვლო დანაშაულის განცდა სდევს ხოლმე თან“,- უყვება ფანებს ჟურნალისტი.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Sophie Shevardnadze (@sofikoshevardnadze)

„ახლა ჩემი ოჯახი მაქვს. მე უკვე არა მხოლოდ ქალიშვილი, ან შვილიშვილი ვარ. ახლა დედა ვარ. და რაც არ უნდა უნდოდეს ბევრს, გაიგოს მეტი და უფრო ახლოს, მე უბრალოდ ვიცი, რომ ამიერიდან ჩემი შვილისთვის საზღვრების აგება ჩემი პასუხისმგებლობაა. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ოჯახის წევრებს აქვთ უფლება, თავად გადაწყვიტონ, სურთ მათ საჯაროობა თუ არა. ჩვენი საქმე კი ის არის, მათ მივცეთ ეს არჩევანი და დავიცვათ არასაჭირო ყურადღებისგან. თუ ადამიანს, რომელიც ჩემ გვერდით არის, შეუძლია საკუთარი თავის დაცვა ამ უფლებით, ჩემი შვილისთვის მე ვარ ასეთი დამცველი. და მხოლოდ როდესაც ანდრია გაიზრდება და თავად შეძლებს გადაწყვიტოს, რის მიწოდება შეუძლია სამყაროსთვის, მე ვიქნები მხოლოდ და მხოლოდ დამკვირვებელი. მანამდე კი ასეა“, – წერდა სოფო.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Sophie Shevardnadze (@sofikoshevardnadze)

საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი დედა 42 წლის ასაკში გახდა. ტელეწამყვანმა 21 თებერვალს ინფორმაცია ორსულობის შესახებ Clubhouse-ის მოდურ დანართთან საუბრისას გაამხილა, სადაც სტუმრები ბავშვთა აღზრდის თემაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ.

10
თემები:
ქართველი სელებრითები
ვაქცინები

„დეფიციტი აღარ იქნება“ მთავარი ეპიდემიოლოგი ვაქცინების შესახებ

19
(განახლებულია 18:05 24.06.2021)
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში უახლოეს პერიოდში ექვსი კომპანიის ვაქცინა შემოვა.

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. ივლისში ქვეყანა ვაქცინების საკმაოდ დიდ რაოდენობას მიიღებს და დეფიციტი აღარ იქნება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

როგორც მან ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ივლისის დასაწყისიდან  საქართველო ეტაპობრივად დაიწყებს სხვადასხვა დასახელების ვაქცინების, მათ შორის  43 ათასი დოზა AstraZenecа–ს მიღებას.

„სავაჭრო ცენტრ Hualing–ში უკვე გაიხსნა პირველი დიდი ამცრელი სივრცე. ასეთივე დიდი სივრცეები გაიხსნება ყველა დიდ ქალაქში, რათა ივლისში, აგვისტოსა და სექტემბრში რაც შეიძლება მეტი ადამიანის ვაქცინაცია მოხდეს. ვადასტურებ, ძალზე მყარ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ  ვაქცინების საკმაო მარაგი შეიქმნება“, – განაცხადა გამყრელიძემ. 

მისი განმარტებით,  რამდენიმე კვირის შემდეგ საქართველო დონაციის სახით აშშ–დან ვაქცინების მნიშვნელოვან რაოდენობას მიიღებს.

„ჩვენ ვფიქრობთ და დარწმუნებული ვართ, რომ ვაქცინების დეფიციტი, ის მწარე გამოცდილება, რომელიც ქვეყანაში ბოლო 4–5 დღის განმავლობაში შეიქმნა, აღარ განმეორდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება მოქალაქეებს, რომლებიც  AstraZeneca–ს მეორე დოზით ვაქცინაციაზე იყვნენ დარეგისტრირებული და  პირველი დოზის მიღებიდან 10–12 კვირა გაუვიდათ, გამყრელიძის თქმით, მათ უკვე შეუძლიათ სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის გავლა. უახლოესი ორი კვირის განმავლობაში დაახლოებით 1,8 ათასი მოქალაქე შეძლებს AstraZeneca–ს მეორე დოზით აცრას.

გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოს არ აქვს აღნიშნული პრეპარატით მოქალაქეების პირველი დოზით ვაქცინაციის შესაძლებლობა და მათ ამის შესახებ სმს–შეტყობინებები დაეგზავნათ.

რამდენიმე დღის წინ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მოქალაქეებს ვაქცინების დეფიციტთან დაკავშირებით ბოდიში მოუხადა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 245.380–მა ადამიანმა გაიკეთა, მათგან სრული დოზით აცრილია 88.754 პირი.

19
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
პოლიციის ლენტი

გარდაბანში არსებულ წყალსაცავში ორი მოზარდის ცხედარი იპოვეს

0
ხელოვნური წყალსაცავი გარდაბანში არსებულ „თბილსრესთან“ მდებარეობს. მაშველები მოზარდებს ორი საათის განმავლობაში ეძებდნენ.

თბილისი, 24 ივნისი − Sputnik. გარდაბანში, წყალსაცავში მაშველებმა ორი მოზარდის ცხედარი იპოვეს, იუწყება „პირველი არხი“.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, გარდაბნის რაიონის სოფელ ნაზარლოს მკვიდრი  მოზარდები წყალსაცავში საბანაოდ ჩავიდნენ. 15 წლის მოზარდი წყლიდან ამოსვლას ვეღარ ახერხებდა და მის დახმარებას 17 წლის მოზარდი შეეცადა, მაგრამ, სამწუხაროდ, ორივე დაიხრჩო.

სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მყვინთავები. ამასთან, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებიც.

0