აქცია

პირბადის ტარება ღია სივრცეში სავალდებულო ხდება

195
(განახლებულია 17:23 03.11.2020)
მივიღეთ გადაწყვეტილება – პირბადეების ტარება არა მხოლოდ დახურულ სივრცეში, არამედ ღია სივრცეშიც სავალდებულო იყოს, განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე პირბადის ტარება არა მარტო დახურულ, არამედ ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. 

მისი განმარტებით, შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იქნა მიღებული.

„ვალდებული ვართ ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ დავუშვათ ვირუსის გავრცელების სწრაფი ზრდა. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირბადეების ხმარება სავალდებულო იყოს არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეებშიც. პირბადე არის ერთადერთი საშუალება დღეისათვის, რომელიც ყველაზე კარგად იცავს მოქალაქეებს ინფიცირებისგან. ვატაროთ პირბადე და დავიცვათ როგორც ჩვენი, ისე სხვისი ჯანმრთელობა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა სიფრთხილისკენ და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეკომენდაციების შესრულებისკენ – პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია და ხელების ხშირი დაბანა.

საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1943-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 44522-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 28 633 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 3 080, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 253 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 264 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

195
თემები:
COVID-19 საქართველოში (2596)
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი კომენდანტის საათის დროს

ბრძოლა COVID-19-თან: პოლიციამ მოქმედი რეგულაციების დარღვევის ფაქტები გამოავლინა

5
რთული ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი რეგულაციები მოქმედებს, რომლის დარღვევა ჯერ ადმინისტრაციულ, გამეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 984 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრძოლა COVID-19-თან: ერთ დღეში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1244 ფაქტი გამოვლინდა>>

რთული ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში.

პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე 79 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებული არიან ის მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 905 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა კი იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასა და ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. დარღვევის გამეორება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

5
თემები:
COVID-19 საქართველოში (2596)
თამრიკო ჭოხონელიძე

„აფთიაქში შესულმა წამლის ათი აბი ვერ ვიყიდე და ექვსი ჩამოვაჭრევინე…”

22
(განახლებულია 12:53 01.12.2020)
პანდემიის პერიოდში, ისევე როგორც სხვა ხელოვანების უმრავლესობა, მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძეც ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში აფთიაქში შესვლისას საჭირო წამლის ყიდვაც უჭირს, როგორც სხვებს. მომღერალმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ დაზღვევის ყიდვის თანხაც კი არ აქვს ისე გაძვირდა. 

„წამალი საჭიროა, მეც მჭირდება და დედაჩემსაც. იმ დღეს აფთიაქში შევედი და თავი საშინლად დათრგუნულად ვიგრძენი. როცა დამისახელეს თანხა, ათიდან ექვსი აბი მოვაჭრევინე, რადგან ათს ვერ ვიყიდდი და ასე ვიანგარიშე დანარჩენი წამლებიც. ასეა ყველა. მე არ ვწუწუნებ. ეს არის ჩვენი ერის ტრაგედია“, - ამბობს მომღერალი.

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე გასული საუკუნის 70-იან წლებში ცნობილი ბავშვთა ვია "მზიურის" წევრია. მისი შემდგომი საშემსრულებლო კარიერა არა ერთ ცნობილ და პოპულარულ სიმღერას ითვლის. გარდა ამისა, ამჟამად საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში წარმატებით საქმიანობს თამრიკო ჭოხონელიძისა და მისი დების ბავშვთა მუსიკალური სტუდია.

22
თემები:
სელებრითების ცხოვრება