ლაბორატორია

დღის სტატისტიკა: სად დაფიქსირდა კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა

112
(განახლებულია 16:41 03.11.2020)
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 28 633 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 3 080, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 253 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 264 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1 943 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 650 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე კვლავ აჭარაა, შემდეგ კი იმერეთის რეგიონი მოდის.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 506, იმერეთი – 324, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 200, შიდა ქართლი – 100, გურია – 47, ქვემო ქართლი – 46, კახეთი – 23, მცხეთა-მთიანეთი – 39,  4–4 შემთხვევა გამოვლინდა რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.

ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა: თბილისში – 7, აჭარაში – 5, იმერეთში – 6, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში გარდაცვალების 1–1 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 15 501 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ–კლინიკებში 4 253 ადამიანია მოთავსებული, მათ შორის, თბილისში – 2 092, აჭარაში – 699. 

589 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 281 პაციენტი – თბილისში 163, აჭარაში 77. კოვიდ–სასტუმროებში მოთავსებულია 2 264 ადამიანი: თბილისში – 846, აჭარაში – 1 078. ბინაზე მკურნალობს 8 984 პაციენტი.

დღევანდელი მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 876 ადამიანი, აქედან თბილისში – 2 867 პირი, აჭარაში – 13 341, იმერეთში – 3 813. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 2 977 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 609, აჭარაში – 1 419.

კოვიდ–სასტუმროებში მოთავსებულია 2 264 ადამიანი: თბილისში – 837, აჭარაში – 1 077. ბინაზე მკურნალობს 8 882 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1943-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 44522-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 28 633 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 3 080, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 253 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 264 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

112
თემები:
COVID-19 საქართველოში (2558)
სტაციონარი კოვიდინფიცირებულთათვის

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: მძიმე მდგომარეობაშია პაციენტების 4,6%

0
(განახლებულია 12:07 28.11.2020)
საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 123 470-ს შეადგენს. ამ დროისათვის კი 20 393 აქტიური შემთხვევაა.

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის დადასტურებული 4 472 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1 784 შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა, ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, მესამეზე კი იმერეთია.

დანარჩენ რეგიონებში ახალი შემთხვევების რაოდენობა შემდეგია:

აჭარა – 683, იმერეთი – 662, ქვემო ქართლი - 292, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 247, კახეთი - 228, შიდა ქართლი - 192, მცხეთა-მთიანეთი -127, გურია - 123, სამცხე-ჯავახეთი-93, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 41.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 34 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის დიაგნოზით ჯამში 1 195 ადამიანი გარდაიცვალა.

ამ დროისათვის საქართველოში 20 393 აქტიური შემთხვევაა.

კოვიდ–კლინიკებში მოთავსებულია 6 286 ადამიანი. მათ შორის, თბილისში - 2 760, აჭარაში -1 016, იმერეთში -1 201.

კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 3 844 ადამიანი, მათ შორის 1291 - თბილისში, 1 998 - აჭარაში, 285 - იმერეთში.

საცხოვრებელ ბინაზე მკურნალობს კურსს გადის 10 263 პირი, რაც აქტიური შემთხვევების თითქმის 50%-ს შეადგენს.

ამ ეტაპზე მძიმე მდგომარეობაშია 942 პაციენტი (აქტიური შემთხვევების 4,6%), მათ შორის, თბილისში - 429, აჭარაში -150, იმერეთში - 214.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 421 პირი, მათგან თბილისში - 179, აჭარაში - 119, იმერეთში - 41.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 076 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 416, აჭარაში - 1 049, ხოლო იმერეთში - 35.

თვითიზოლაციაში იმყოფება 56 041 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 132 პირი, აჭარაში - 14 670, იმერეთში - 4 765.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 127 942-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 058 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 106 328-მდე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში (2558)
პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე: „ვინმემ გამახსენოს გრიპი, რომელიც ორ თვეში ათას ადამიანს მოკლავს...“

46
(განახლებულია 12:13 28.11.2020)
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოზე გადაწყვეტილების მიღება შეზღუდვებთან დაკავშირებით ძალიან რთული იყო, მაგრამ ამას უაღრესად რთული ეპიდვითარება მოითხოვდა

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში შეზღუდვების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, მაგრამ კორონავირუსით ინფიცირების რიცხვები უკვე კატასტროფულია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ პირველი არხის ეთერში.

საქართველოში 28 ნოემბრიდან რთული ეპიდვითარების გამო ხელისუფლებამ ახალი შეზღუდვები აამოქმედა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში.

„არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ლუკმაპურს გამოიმუშავებენ. ძალიან მძიმეა ეს. ამიტომ ყველაფერი უნდა აიწონოს. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციები გვაქვს და გაცილებით უფრო მკაცრ და ხანგრძლივ შეზღუდვებს ვითხოვთ, მაგრამ ამ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურ შემოსავლებზე არიან დამოკიდებული, მათაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საშუალება უნდა მისცე. ძალიან მძიმეა გადაწყვეტილებების მიღება, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო იღებს“, - განაცხადა იმნაძემ.

მან ასევე გადაცემაში საუბრისას იმ ადამიანთა ჯგუფებზე ისაუბრა, ვისაც კოვიდინფექციის არსებობის არ სჯერათ და ამის აგიტაციას საჯაროდ ახდენენ.

„არიან ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ხალხს ჩასჩიჩინებენ, რომ ეს ტყუილია, კორონა არაფერია და მსუბუქი გრიპია. მგონია რომ ეს მართული ჯგუფებია, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ დივერსიას ეწევიან და ცდილობენ, რომ ქვეყანა ჩამოიქცეს. ერთი, გრიპი გამახსენოს ვინმემ და თქვას, ხომ ქვეყნდება ხოლმე გრიპისგანაც სტატისტიკა, გრიპი, რომელიც ორ თვეში ათას ადამიანს მოკლავს, ასეთი გრიპი თუ უნახავთ“, - განაცხადა იმნაძემ.

ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ლაბორატორიულ შეცდომებსა და ტესტირების მხრივ არსებულ ხარვეზებზეც ისაუბრა. მან ღიად აღნიშნა, რომ მედიცინაში გარანტირებული არაფერია და ტესტირების დროს ხდება ცდომილებები, რაც ნაწილობრივ მკვეთრი მატებითაც არის განპირობებული.

პაატა იმნაძემ კოვიდინფექციის მუტაციაზეც ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ ჩანს ისეთი მუტაციები, რომელიც ვირუსის სიძლიერეს შეცვლიდა, ხოლო ვირუსის აგრესიულობისა და ლეტალობის შემცირება სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული.

იმუნოლოგი ასევე თვითმკურნალობისა და ანტიბიოტიკების მოხმარების შემთხვევებსაც შეეხო. იმნაძემ განაცხადა, რომ მედიკამენტების თვითნებურად მიღება კატეგორიულად მიუღებელია.

„ანტიობიოტიკი არც ერთ ვირუსზე არ მოქმედებს. ანტიბიოტიკმა შეიძლება ორგანიზმს მხოლოდ ცუდი გაუკეთოს, ხოლო ვირუსს არაფერს უზამს. რაც შეეხება სისხლის გამათხელებლებს, მათი მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეიძლება, არავითარ შემთხვევაში თვითნებურად და მით უმეტეს, როცა ადამიანი კოვიდისგან უკვე გამოჯანმრთელებულია“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ კომენტარი გააკეთა გადაცემის წამყვანის დასმულ შეკითხვაზე, თუ როგორ მოვიდა ქვეყანა ამ ვითარებამდე.

„ვიდრე დედამიწაზე პანდემიაა, საქართველოში ვერავინ ვერ გააჩერებს ბოლომდე კორონას. ჩვენც ამისი იმედი გვქონდა, რომ რიცხვები ასეთი კატასტროფული არ იქნებოდა, რაზეც დღეს გასულები ვართ. თითქმის 5 000 რეგისტრირებული შემთხვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეში ახლა 10 000 მაინც არის, ამას კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რადგან 5 000 არის, რაც ჩვენ დავადასტურეთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ყოველდღიურად ინფიცირების რამდენიმე ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

46
თემები:
COVID-19 საქართველოში (2558)