საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა

© press-service of Moscow City Hall / გადასვლა მედიაბანკშიკლინიკა
კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის კორონავირუსით სულ გარდაცვლილია 362 ადამიანი. ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1943-ით გაიზარდა.

თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისათვის გარდაცვლილთა რაოდენობაა 362. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1943-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 44522-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 28 633 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 3 080, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 253 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 264 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0