ხატია წერეთელს ვეღარ იცნობთ – მომღერალმა პლასტიკურ ქირურგიას მიმართა – ფოტოები

© Photo: Khatia Tsereteli / FBხატია წერეთელი
ხატია წერეთელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეყვარებულთან დაშორების შემდეგ მომღერალმა პლასტიკურ ქირურგიას მიმართა. ნახეთ როგორ შეიცვალა ხატია წერეთელი.

მომღერალმა ხატია წერეთელმა დაახლოებით ერთი თვის წინ დაწერა სოციალურ ქსელში, რომ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა და შესაბამისი ფოტოც გამოაქვეყნა. მომღერალი წერდა, რომ ცხვირის ის 2 მილიმეტრი მოიჭრა, რომელიც საზოგადოებას ასე აწუხებდა, ახლა კი ის ცხვირები აწუხებს, რომლებსაც მის პირად ცხოვრებაში ყოფენ.

ხატია წერეთელმა ოპერაციის შემდგომი ფოტოებიც გამოაქვეყნა. სოციალური ქსელის მომხმარებლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ რინოპლასტიკა მომღერალს განსაკუთრებით მოუხდა.

ცოტა ხნის წინ მომღერალმა კიდევ ერთი თამამი განცხადება გააკეთა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ანორექსიას ებრძვის. მომღერალმა აღნიშნა, რომ უჭირს წონასწორობის დაცვა და მხედველობაც უქვეითდება და ბევრჯერ ჰქონდა ამ დაავადების გამო მძიმე წუთები ცხოვრებაში.

ხატია წერეთელი საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მსმენელმა იხილა მისი ეროტიკული ხასიათის კლიპი ქართული ბაზრისთვის - „შენთან სექსი მაგარია“. კლიპი მართლაც რომ პროვოკაციული აღმოჩნდა, ხატია კი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ ის საყვარელ „ვალენტინს“ მიუძღვნა, რომელზეც ყურებამდეა შეყვარებული.

კლიპში მონაწილე იმედა ვახტანგიშვილმა და ხატია წერეთელმა დაადასტურეს, რომ პარტნიორები იყვნენ და ერთად ყოფნა მოსწონდათ, თუმცა ამ ურთიერთობას შეყვარებულების სახელს მაინცდამაინც არ არქმევდნენ. თუმცა რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ წყვილი სკანდალურად დაშორდა.

მომღერალი ხატია წერეთელი ამბობს, რომ მისი საყვარელი მამაკაცი ალფონსი აღმოჩნდა და ამის გამო დაშორდნენ. აღმოჩნდა, რომ მომღერლის პარალელურად კაცი სხვა ქალსაც ხვდებოდა, რომელზეც, როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, დაქორწინდა კიდეც.

ყველა ახალი ამბავი
0