Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„გთხოვ სარკეში ჩაიხედე“ – შორენა ბეგაშვილს ამ კომენტარის გამო დაუპირისპირდნენ

© Photo: Shorena Begashvili / FBშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაახლოებით ერთი თვის წინ სოციალურ ქსელში მსგავსი კომენტარის გამო სკანდალში მომღერალი ნინი ბადურაშვილიც გაეხვა.

ცნობილი მსაიხიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი სოციალური ქსელების მომხმარებლების თავდასხმის მსხვერპლი გახდა. „ინსტაგრამზე“ შორენას ერთ-ერთ ახალ ფოტოზე სოციალური ქსელის მომხმარებელმა აღნიშნა, რომ ამ ფოტოზე მსახიობი სამხრეთ ამერიკელ ტრანსსექსუალს ჰგავს, რაზეც შორენა ბეგაშვილმა ასე უპასუხა: „გთხოვ, სარკეში ჩაიხედე“.

ამ კომენტარის გამო მსახიობი სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გააკრიტიკეს. მსახიობს კომენტარებში უწერენ, რომ ყველას არ აქვს ძვირადღირებული პროცედურების საშუალება, რითიც თავის მოვლა და კარგ ფორმაში ყოფნაა შესაძლებელი, ამიტომ უნდა შეწყდეს სელებრითების მხრიდან საზოგადოების ბულინგი.

დაახლოებით ერთი თვის წინ სოციალურ ქსელში მსგავსი კომენტარის გამო სკანდალში მომღერალი ნინი ბადურაშვილიც გაეხვა. ნინი გადაცემა „კაცების შოუს” სტუმარი იყო. „ფეისბუქზე“ კომენტარებში ერთი გოგონას მიწერილ კომენტარს – „ერთადერთი გადაცემაა, რასაც ვუყურებ, რა ბადურაშვილი”, ნინიმ ასე უპასუხა: „ამ ვიდით რამდენს ბედავ!” და თან გოგონას ფოტო დაუდო. ნინიმ მოგვიანებით მას ბოდიში მოუხადა.

„ჩემი ლანძღვა გრძელდება წლები. ნუ მახინჯი და დებილი რომ ვარ გავიგეთ, და ეს ყველაფერი ანგელოზური სიმშვიდით რომ უნდა ავიტანო ეგეც გავიგე, მაგრამ საკმარისია ხმა ამოიღო და „რა ცუდი ადამიანი ხარ“, – წერდა მაშინ მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი.

ყველა ახალი ამბავი
0