Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მიყვარხარ“ – ნინი ქარსელაძე გრძნობებს აღარ მალავს – ფოტო

© courtesy of Nini Karseladzeნინი ქარსელაძე
ნინი ქარსელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცოტა ხნის წინ ნინი ქარსელაძე მისმა დედამ რომანტიკულ ვითარებაში დააფიქსირა. ამჯერად კი მომღერალი რომანტიკულ მიმოწერას თავად აქვეყნებს.

ნინი ქარსელაძე ქართველმა მაყურებელმა ბავშვობიდან გაიცნო. „ქუჩის ბიჭებთან'' ერთად შესრულებულმა სიმღერამ მას წარმატება მოუტანა. თუმცა ნინის პროფესიად მომღერლობა არ აურჩევია. იურისტობა გადაწყვიტა. ამბობს, რომ პროფესიის შერჩევაში ბიძა – მერაბ ჟორდანია დაეხმარა.

ნინი ყოველთვის ერიდება პირად ცხოვრებაზე საუბარს, თუმცა თუ სოციალურ ქსელში მისი ბოლოდროინდელი აქტივობებით ვიმსჯელებთ, გოგონა შეყვარებულია. ამას მოწმობს ცოტა ხნის წინ ხათუნა ჟორდანიას მიერ გამოქვეყნებული რომანტიკული ფოტოც, სადაც მომღერალს სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი კოცნის. მოგვიანებით ამავე მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტო ნინიმაც გამოაქვეყნა, თუმცა სახე დაუფარა. აშკარაა, რომ მომღერლის პირად ცხოვრებაში სიახლეებია. ამას მოწმობს სასიყვარულო მიმოწერაც, რომელიც მომღერალმა „ინსტაგრამის“ „სთორიში“ გამოაქვეყნა.

რამდენიმე თვის წინ ნინი ქარსელაძე, ზურა ხაჩიძე და ხათუნა ჟორდანია დახმარებას ითხოვდნენ. ოჯახის წევრები საზოგადოებას ლოცვასა და გამხნევებისკენ მოუწოდებდნენ. ხათუნა ჟორდანიას მძიმე დაავადება დაუდგინეს, რის გამოც ის სასწრაფოდ ისრაელის კლინიკაში გადაიყვანეს. ახლა ზურა ხაჩიძის მეუღლე თავს ბევრად უკეთ გრძნობს, მაგრამ ხანგრძლივი მკურნალობის კურსი არ შეუწყვეტია.

ნინი ქარსელაძეს დედის გამოჯანმრთელებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ამის შესახებ ხათუნა ჟრდანიამ საჯაროდ ისაუბრა. ხათუნა ჟორდანიას ფილტვის სიმსივნე დაუდგინეს. მან რამდენჯერმე გაიკეთა ქიმიოთერაპია და ბევრად უკეთაა. დაავადების შესახებ ოჯახის წევრებმა შემთხვევით გაიგეს, როდესაც ხველების გამო ექიმთან მივიდნენ.

ხათუნასთვის ზურასთან ქორწინება მეორე იყო. მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს ერთი შვილი, ყველასათვის კარგად ცნობილი მომღერალი ნინი ქარსელაძე. ზურა ხაჩიძისთვის კი ეს პირველი ოჯახია და მათ ჰყავთ საერთო შვილი, უსაყვარლესი ანასტასია ხაჩიძე. ქართული შოუბიზნესის წარმომადგენელთა შორის მათი ოჯახი ერთ-ერთ ყველაზე მყარ და ბედნიერ ოჯახად ითვლება.

ყველა ახალი ამბავი
0