მაკა კვიციანი

„სულიერი და“ ნახეთ რომელი კრიმინალური ავტორიტეტის შვილთან მეგობრობს მაკა კვიციანი

12763
(განახლებულია 21:35 03.11.2020)
მაკა კვიციანი დიზაინერ ანუკი არეშიძის უახლოესი მეგობარი და მეჯვარეცაა. ისინი ხშირად ოჯახებით ერთად დადიან დასასვენებლად, გასართობად და თავისუფალ დროს ერთად ატარებენ.

ცნობილი ქართველი დიზაინერი, რომელიც მაყურებელმა შოუ „ნიჭიერის“ ჟიურის ამპლუაშიც იხილა, სოციალურ ქსელში ცნობილი „კანონიერი ქურდის“ შვილთან გვანცა ონიანთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და იუბილეს ულოცავს. როგორც ჩანს, დიზაინერი ქალთან ოჯახით მეგობრობს. „სულიერი და“ – ასე დააწერა მაკამ მათ ერთობლივ ფოტოს.

მაკა კვიციანი „მას­ტერშეფ­ში“ გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. მის მი­მართ ინ­ტე­რე­სი მხო­ლოდ თბი­ლი­სის გარ­კვე­უ­ლი წრის წარ­მო­მად­გენ­ლებს არ აქვთ, მაკა მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ გა­იც­ნო. მაკა „ინ­სტაგ­რამ­ზე“ დიდი აქ­ტი­უ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. მაკა კვიციანი დიზაინერ ანუკი არეშიძის უახლოესი მეგობარი და მეჯვარეცაა. ისინი ხშირად ოჯახებით ერთად დადიან დასასვენებლად, გასართობად და თავისუფალ დროს ერთად ატარებენ.

ახალ­გაზ­რდა დი­ზა­ი­ნე­რის ქმა­რი ბიზ­ნეს­მე­ნი შოთა ბე­რე­კაშ­ვი­ლია. 2009 წლი­დან შოთა ბე­რე­კაშ­ვი­ლი BK Capital-ის პრე­ზი­დენ­ტი, 2017 წლი­დან კი ასე­ვე „m² უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის“ მმარ­თვე­ლი პარტნი­ო­რი და მშე­ნებ­ლო­ბის მე­ნე­ჯმენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლია.

რაც შეეხება გვანცა ონიანს, ის ყველაზე გავლენიანი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის ტარიელ ონიანის შვილია, რომელსაც თითქმის მთელ მსოფლიოში იცნობენ. პოპულარობას არ უჩივის მისი ქალიშვილი გვანცა ონიანიც, რომელიც რუსული ელიტური წვეულებების სასურველი სტუმარია და მას კრიმინალის პრინცესასაც კი უწოდებენ რუსი ჟურნალისტები.

12763
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2356)
საქართველოს სამხედრო გზა

ზემო ლარსი დღეს: გზა ყველა სახის ტრანსპორტის თავისუფალია

7
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ავტოტრასა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის თავისუფალია

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა ყველა სახის ტრანსპორტისთვის, მათ შორის სატვირთოებისთვის, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ამ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა 22 ნოემბერს გვიან ღამით თოვისა და ლიპყინულის გამო აიკრძალა.

ამ დროისათვის საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს სააგენტოს მონაცემებით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ - ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.

საქართველოს სახმელეთო საზღვრები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო უცხოელებისთვის 2020 წლის მარტიდან ჩაიკეტა, ღიაა მხოლოდ ტვირთის გადამზიდავებისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებიან.

7
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში
მომხმარებლები პირბადეებით

მთავრობაში სავაჭრო ცენტრების მუშაობის შეზღუდვაზე მსჯელობენ

17
იგეგმება ახალი შეზღუდვები, გამკაცრება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ სრული ლოკდაუნი არ იქნება, აცხადებენ ბიზნესმენები

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მთავრობაში სავაჭრო ცენტრებში სამუშაო დღეების და საათების შეზღუდვის საკითხი განიხილება.

არსებული ეპიდემიოლოგიური ფონის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური ჯგუფი ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით მუშაობს საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება ბიზნესისა და ეკონომიკისთვის ზარალის მინიმიზაციას, შესაძლო წერტილოვან შეზღუდვების დაწესებას და ბიზნესის მხარდასაჭერად დამატებით ღონისძიებებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ვირუსის შემდგომი გავრცელების აღსაკვეთად მნიშვნელოვანია მობილობის შემცირება, რისთვისაც, ეპიდემიოლოგების თვალსაზრისით, მთავრობა გეგმავს წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებას, რაზეც ბიზნესმენებთან კონსულტაციებს გადის, იუწყება მთავრობის პრესსამსახური.

სავაჭრო ცენტრ „ქარვასლას“ დირექტორმა ზურაბ შავლაყაძემ სახელმწიფო აპარატში ბიზნესწარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრაზე მოსალოდნელი დადგენილებები განიხილებოდა.

„შეიძლება შეიზღუდოს სამუშაო საათები, სამუშაო დღეები. მალე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. როგორც ვიცი, მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს ბაზრობების წარმომადგენლებთან“, - განაცხადა შავლაყაძემ შეხვედრის შემდეგ.

ამასთან, მაღაზიათა ქსელ „ისი-პარის“ გენერალური დირექტორის, მაია პაპალაშვილის თქმით, იგეგმება შეზღუდვების გამკაცრება, მაგრამ სრული ლოკდაუნი არ გამოცხადდება.

პლუს 36: რამდენია გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა >>

„იგეგმება ახალი შეზღუდვები, გამკაცრება, მაგრამ მთავარი არის ის, რომ სრული ლოკდაუნი არ იქნება. ვფიქრობთ, ერთად რაღაც კონსესუსამდე მივალთ და მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომ არც ეპიდემიის ასეთი სისწრაფით გავრცელება იყოს და ბიზნესიც ასე თუ ისე გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. დაკეტვაზე არანაირი გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული. ხვდებიან აბსოლუტურად ყველა სექტორს და უნდათ, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ეპიდემიასაც შეაჩერებს და ბიზნესიც არ დაიჩაგრება“, - განაცხადა პაპალაშვილმა.

17
თემები:
COVID-19 საქართველოში