თბილისი, ბათუმი, იმერეთი: ინფიცირებულთა სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 26 800 ადამიანი, გარდაიცვალა – 342, კარანტინის რეჟიმშია 2 977, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 293 პაციენტია.

თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1852 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 650 თბილისში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონია, შემდეგ – აჭარა.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსის ინფექციის სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 441, აჭარა – 389, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 114, ქვემო ქართლი – 68, შიდა ქართლი – 51, გურია – 28, კახეთი – 20, მცხეთა-მთიანეთი – 51, სამცხე-ჯავახეთი – 27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 13.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა შვიდი ადამიანი. აქედან ექვსი აჭარაში და ერთი – კახეთში.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 15 411 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ–კლინიკებში 4 293 ადამიანია მოთავსებული, მათ შორის, თბილისში – 2 125, აჭარაში – 709. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

519 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 230 პაციენტი – თბილისში 100, აჭარაში 83.

კოვიდ–სასტუმროებში მოთავსებულია 2 236 ადამიანი: თბილისში – 837, აჭარაში – 1 077. ბინაზე მკურნალობს 8 882 პაციენტი.

დღევანდელი მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 876 ადამიანი, აქედან თბილისში – 2 867 პირი, აჭარაში – 13 341, იმერეთში – 3 813. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 2 977 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 609, აჭარაში – 1 419.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1852-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 42579-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 26 800 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1 696), გარდაიცვალა – 342, კარანტინის რეჟიმშია 2 977, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 293 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 236 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0