იუნა შაფათავა

ასე უცნაურად ჩაცმულმა მისცა არჩევნებში ხმა იუნა შაფათავამ ვიდეო სოციალური ქსელიდან

258
(განახლებულია 16:25 02.11.2020)
ცნობილი ქართველი მსახიობი იუნა შაფათავა, რომელიც რამდენიმე წელია უკვე ამერიკაში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეოს აქვეყნებს.

თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. ქართველი მსახიობი იუნა შაფათავა ნიუ-იორკიდან სახალისო ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ მისცა ხმა საპარლამენტო არჩევნებში.

მსახიობი „ჰელოუინის“ დღესასწაულისთვის, რომელიც სწორედ 31 ოქტომბერს იყო, სახალისო კოსტიუმშია გამოწყობილი, რითიც სხვა ამომრჩევლების გაოცებას იწვევს.

„გილოცავთ მშვიდობიან დასასრულს და ბედნიერებას ვუსურვებ საქართველოს. მასკარადის კოსტიუმი მაცვია Halloween-ის გამო, მეგობრების კლუბში ფოტოსესიაზე მივდიოდი, არ გეგონოთ, არჩევნებთან რაიმე კავშირშია ჩემი Diablesse ფორმა“, – წერს მსახიობი.

საქართველოს პარლამენტის არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა, მათ შორის საზღვარგარეთის უბნებზე.

258
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2408)
პალატა ბათუმის კლინიკაში

ბათუმში კორონავირუსით 31 წლის ქალი გარდაიცვალა

90
პაციენტის მდგომარეობა კლინიკა „მედინაში“ გადაყვანის შემდეგ დამძიმდა. მას სუნთქვის უკმარისობა და ფილტვების დაზიანება დაუდგინდა.

თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. ბათუმში, კლინიკა „მედინაში“ კორონავირუსით 31 წლის ქალი გარდაიცვალა. იუწყება პირველი არხი.

არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულ ქალს 25 ნოემბერს საკეისრო კვეთა ბათუმის სამშობიარო სახლში გაუკეთდა, ორი დღის შემდეგ კი გართულებებით კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს.

„მედინას“ ექიმის, ჯუმბერ უნგიაძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული ორსული პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, რაც ნაყოფის მდგომარეობაზე მოქმედებდა, რის შემდეგაც მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ექიმის განცხადებით, პაციენტს კლინიკაში მოთავსებისას ფილტვების მძიმე დაზიანება დაუდგინდა.

„მრავალი ადამიანი გვყავს გადარჩენილი, თუმცა დღეს ვერ შევძელით პაციენტის გადარჩენა. მიუხედავად ადეკვატური მკურნალობისა, მისი მდგომარეობა უარესდებოდა, კერძოდ, კლინიკური ცვლილებები ჰქონდა. პაციენტს ასევე აღენიშნებოდა სუნთქვის უკმარისობა. მას კვლევის შედეგად პნევმონია და ფილტვის 23 პროცენტიანი დაზიანება დაუდგინდა. 1-2 დეკემბერს მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა გუშინ საღამოს თრომბოემბოლია მოხდა, რამაც გულის გაჩერება გამოიწვია“, - განაცხადა ჯუმბერ უნგიაძემ.

ექიმის ინფორმაციით, ახალშობილი ჯანმრთელია და კლინიკიდან სახლში გაეწერა.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1.387-ს მიაღწია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.260-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 147.636-ს მიაღწია. მათ შორის ბოლო 24 საათში აჭარის რეგიონში 525 შემთხვევა გამოვლინდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

90
თემები:
COVID-19 საქართველოში
კლინიკა

რამდენი უჯდება სახელმწიფოს ერთი კოვიდ–პაციენტის მკურნალობა: ჯანდაცვის უწყების განმარტება

125
(განახლებულია 19:47 03.12.2020)
თამარ გაბუნიას განცხადებით, სიმპტომებიანი პაციენტებისთვის ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით გაფართოებული კვლევის მიზანი ინფიცირებულთა დროულად გამოვლენაა.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობას კლინიკაში ერთი კოვიდ–პაციენტის მკურნალობა საშუალოდ 2 ათასი ლარი უჯდება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

ამასთან, მისი თქმით, კოვიდ-ინფიცირებულის მკურნალობის ხარჯები შეიძლება 500 ლარიდან 10 ათას ლარამდე მერყეობდეს – ყოველივე დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული. 

„საშუალოდ, შეფასებისთვის ჩვენ ვიყენებთ 2000-ლარიან ნიშნულს ჰოსპიტალური შემთხვევის მართვისთვის. ეს, რა თქმა უნდა, არ ითვალისწინებს იმ ხარჯებს, რომელიც ხმარდება, მაგალითად, ჟანგბადით უზრუნველყოფას, სუნთქვის აპარატების მობილიზებას და პერსონალის ტრენინგს. სისტემის მომზადების საინვესტიციო ხარჯები ცალკე თემაა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოში კორონავირუსზე ტესტირების პროცესში დაახლოებით 300 დაწესებულებაა ჩართული. ინტენსიური ტესტირება, რომელიც ქვეყანაში დაიწყო და დღეში 20 ათასამდე ტესტის ჩატარებას ითვალისწინებს, ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების შემცირებას, დასძინა გაბუნიამ.

როგორც მან აღნიშნა, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტების ხარისხი საკმაოდ მაღალია, „ტესტის ხარისხი და სანდოობა ძალზე დიდია. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს რიგებს და მოსახლეობას და ექიმებს მკურნალობის სწრაფად დაწყების შესაძლებლობას მისცემს“, – განაცხადა გაბუნიამ.

125
თემები:
COVID-19 საქართველოში
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 4 დეკემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 15:12 02.12.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 4 დეკემბერი, პარასკევი. ამ დღეს ვენერა მართავს. კლებადი მთვარე 16:49 საათამდე კირჩხიბის ნიშანშია, ხოლო შემდეგ ლომის ნიშანში გადავა.

მთვარე კირჩხიბში – ესაა სენტიმენტური გრძნობების, ემოციური მერყეობის დღე, მგრძნობირობა მატულობს, ამიტომ საჭიროა დიპლომატიურობა.

ამ დროს ძლიერდება რომანტიკული განწყობა, ადამიანები უფრო მეოცნებენი ხდებიან და მოგონებებს ეძლევიან. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობები უფრო სულიერი და ემოციურად სავსე ხდება.

სიყვარულში მგზნებარება უკან იხევს და წინა პლანზე სინაზე გამოდის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორს აჩვენოთ თქვენი თანაგრძნობა, ზრუნვა, ნდობა. ამავე დროს, აუცილებლად უნდა გააკონტროლოთ თქვენი გრძნობები და ემოციები. ასევე არის საშიშროება, რომ სხვისი გავლენის ქვეშ მოექცეთ.

ამ დღეს დაწყებული ურთიერთობები ძალიან ხშირად ქორწინებით გვირგვინდება.

ხოლო მთვარე ლომის ნიშანში – ენერგიული. შემოქმედებითი განახლებისა და აღმავლობის დროა. იღვიძებს ოპტიმიზმი, თავდაჯერებულობა, მჭევრმეტყველება, საბრძოლო სული, უმჯობესდება განწყობა, ასევე ჩნდება რისკის სურვილი.

კარგი დღეა პრეზენტაციების, კულტურული, სპორტული და სხვა ღონისძიებების ჩატარებისთვის, ხელმძღვანელობასთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის.

მთვარე ლომის ნიშანში საუკეთესო დღეებია სიყვარულისთვის. „ერთი ნახვით შეყვარება" ყველაზე ხშირად სწორედ ლომის ნიშანში ხდება. ხელსაყრელი დღეა სექსუალური ურთიერთობების, ფლირტისთვის. ურთიერთობები ადვილად ყალიბდება და შემდეგ თანდათანობით შეიძლება მტკიცე კავშირში გადაიზარდოს. ამ დღეებში ყალიბდება ერთობლივი შემოქმედების ურთიერთობების მოდელი, ანუ ძალიან კარგია ერთად წასვლა კულტურულ ღონისძიებებზე.

რეკომენდებულია გუნდური მუშაობა, ფინანსური საკითხების გადაჭრა, აქტიური მუშაობა, ბიზნეს–საქმიანობა, მტკივნეული საკითხების გადაწყვეტა, მნიშვნელოვანი საკითხების მიღება, კავშირების გამტკიცება, ახალი საქმეების დაწყება.

არარეკომენდებულია შურისა და არაკეთილმოსურნეობის გამოჩენა, გარემოებების იმედად ყოფნა, პასიურობა.

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: კირჩხიბის დღეები ძალზე მგრძნობიარეა ნებისმიერი პროცედურის მიმართ. ამ დღეს არაა რეკომენდებული თმის შეჭრა, შეღებვა. კარგი დღეა სახის ნიღბისთვის.

ასევე არახელსაყრელი დროა მანიკურისთვის.

როდესაც მთვარე ლომის ნიშანში გადავა, ძალზე წარმატებული და იღბლიანი დროა იმისთვის, რომ სალონს ეწვიოთ. ამ დღეს კარგი იქნება თმის შეღებვაც და დახვევაც, მათ შორის, ქიმიური.

მანიკურის გაკეთებაც შეიძლება, მაგრამ ამ საქმის მიმართ შემოქმედებითი დამოკიდებულება უპრიანი იქნება.

მებაღეობა: კირჩხიბი ერთ–ერთი ნაყოფიერი ნიშანია. შეიძლება სინესტის მოყვარული და დეკორატიულ–ფოთლოვანი ხეების დარგვა, ფორმის მიმცემი გასხვლა, ნაყოფიანი ხეებისა და ბუჩქების შეწამვლა, ოთახისა და აივნის მცენარეების მორწყვა.

არასასურველია ისეთი მცენარეების დარგვა–დათესვა, რომლებიც დიდი სიმაღლის იზრდებიან, ხილის ხეებისა და ბუჩქებისთვის გამხმარი ტოტების მოშორება.

რაც შეეხება საღამოს, როცა მთვარე ლომის ნიშანში გადავა – ლომი არცთუ ნაყოფიერი ნიშანია. შეიძლება ზამთრის მარაგის გასაკეთება კომპოტებისა და კონსერვების სახით.

0