არჩევნები

ოთხმა ტელეკომპანიამ საარჩევნო ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა

167
(განახლებულია 20:20 31.10.2020)
საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის პარლამენტი შერეული სისტემით ბოლოჯერ აირჩიეს, სადაც 150 ადგილიდად 120 პროპორციული სისტემით, 30 კი მაჟორიტარულით გადანაწილდება

თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ოთხმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა.

„იმედის“ დაკვეთით ეგზიტპოლი ამერიკულმა „ფაბლიქ ოფინიონ სტრატეჯისმა“ (Public Opinion Strategies) ჩაატარა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 18:00 საათის მონაცემებით, Public Opinion Strategies ეგზიტპოლის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება“-55.0%; „ნაციონალური მოძრაობა“- 23.0%; „ევროპული საქართველო“ 3.0 %; „ლელო“ 3,0 %; „პატრიოტთა ალიანსი“ 3. 0%; „სტრატეგია აღმაშენებელი“-3.0%; „გირჩი“ 3,0%; „ლეიბორისტული პარტია“ 1.0%; „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“ 1.0%; „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ 1.0 %.

ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ჩატარებული 17.00 საათის ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ მოქალაქეების 41%-იანი მხარდაჭერა მიიღო, მეორე ადგილი დაიკავა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ-გაერთიანებული ოპოზიცია“ -33%-ით, „ევროპულმა საქართველომ“ ხმების 5-% მიიღო, პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ -4% მიიღო, "პატრიოტთა ალიანსმა"-3%, „სტრატეგია აღმაშენებელი“-3%, „გირჩი“-3%, „ლეიბორისტული პარტია“ -2%, „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო“-1%, „მოქალაქეები“-1%, ხოლო დარჩენილი 5% სხვა პარტიებზე გადანაწილდა, რომლებმაც 1%-იანი ზღვარი ვერ გადალახეს.

აღნიშნული კვლევა ipsos საფრანგეთმა ჩაატარა.

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლით, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს ასეთი საარჩევნო შედეგი აქვთ: „ქართული ოცნება“ – 46%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ – 28%; „ევროპული საქართველო“ – 5%; „ლელო“ – 3%; „გირჩი“ – 3%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 2%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2%; ამასთან, ტელეკომპანიის ინფორმაციით, გამოკითხულთა 50%-ზე მეტმა პასუხის გაცემაზე უარი თქვა.

როგორც „ფორმულა“ განმარტავს, ამჟამად წარმოდგენილია ეგზიტპოლის 16:00 საათის მონაცემები, ხოლო 22:00 საათისათვის 18:00 საათის მონაცემებს გამოაქვეყნებენ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, „ქართული ოცნება- დემოკრატიულმა საქართველომ“ მოქალაქეების 52.26 %-იანი მხარდაჭერა მიიღო. ეგზიტპოლების მიხედვით, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ამომრჩეველთა 25,33 %-მა დაუჭირა მხარი. „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო 4,20 %.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, „ლელო“ აქვს 2,61 %-იანი მხარდაჭერა, „გირჩმა“ მიიღო 3,52%, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ კი 2,37%.

167
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)
ეპიდემია საქართველოში

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ მზარდია

16
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში  3.759-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 139.343-ს მიაღწია.

 

თბილისი,  1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის  3.759 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.595 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭრა, შემდეგ კი იმერეთის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა - 623, იმერეთი-392, კახეთი-253, სამეგრელო-ზემო სვანეთი-237, გურიაი-152, ქართლი-139, შიდა ქართლი-127, მცხეთა-მთიანეთი-126, სამცხე-ჯავახეთი-72, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთი-43. 

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3.574 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 117.560-მდე გიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 36  ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1.303 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 20.454 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.366 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 2.744, იმერეთში -1.256 , აჭარაში - 997.

1.003 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 376 პირი,  მათ შორის, თბილისში-185, აჭარაში-56, იმერეთში- 44. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 3 708 ადამიანი, მათ შორის, 1.920 - აჭარაში, თბილისში - 1 243, იმერეთში - 266. 10 380 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში იმყოფება 1 978 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 456, აჭარაში- 1.089, ხოლო იმერეთში - 35.

თვითიზოლაციაში იმყოფება 51.282 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 18.787 პირი, აჭარაში - 11.362, იმერეთში-5 080.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.759-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 139.343-ს მიაღწია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

 

 

 

16
თემები:
COVID-19 საქართველოში
COVID 19-ის პანდემია

„დარწმუნებული ვარ“: კორონავირუსის ვაქცინის შემქმნელი პანდემიის დასრულების თარიღს ასახელებს

11
(განახლებულია 10:31 01.12.2020)
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელი სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ პანდემია სწორედ ამ დროსა და ამ ორი გზით დასრულდება

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსული პანდემია 2021 წელს დასრულდება, თუმცა თავად ვირუსი არსად გაქრება, განაცხადა სამეცნიერო ცენტრ „ვექტორის“ ხელმძღვანელმა რინატ მაქსიუტოვმა.

„ვირუსი შენარჩუნდება, მაგრა პანდემია წავა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს 2021 წელს მოხდება“, — აღნიშნა მან Science Bar Hopping–ის ონლაინ–ფესტივალზე.

მაქსიუტოვის თქმით, პანდემია კლებაში მხოლოდ ორი გზით შეიძლება წავიდეს: ან მას შემდეგ, რაც მსოფლიოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაიტანს დაავადებას, ან მასობრივი ვაქცინაციის შემდეგ. ეს ორივე შემთხვევა ხელს შეუწყობს კოლექტიური იმუნიტეტის  ჩამოყალიბებას.

ცენტრ „ვექტორის“ ხელმძღვანელის თქმით, სადაც შეიქმნა კიდეც ერთ–ერთი რუსული ანტიკორონავირუსული ვაქცინა, საუბარი იმაზე, რომ კორონავირუსი რაღაც მომენტში „ჯადოსნური ჯოხის აქნევით“ გაქრება, არ შეიძლება.

 

11
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
პატრული

„ფული მოიტანეთ, თორემ კბილებს დაგაძრობთ“: შვილების ტრეფიკინგის ბრალდებით მამა დააკავეს

0
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით 38 წლის მამაკაცი თბილისში დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

ბრალდებული საკუთარ არასრულწლოვან შვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა.

გამოძიების ინფორმაციით, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მამაკაცი საკუთარ შვილებს ფიზიკურად უსწორდებოდა.

შსს–მ გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელშიც მამაკაცის არასრულწლოვნებთან საუბარია ჩაწერილი.

„მომისმინეთ, ფული მთლიანად მომიტანეთ. თუ საკმარისი აქ იქნება, კბილებს დაგაძრობთ“, –  მიმართავს მამაკაცი ბავშვებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143 პრიმა-ორი მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ შრომით ექსპლუატაციას გულისხმობს.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

0