ცესკო

ცესკომ ხმის მიცემის ვადა გაახანგრძლივა

115
(განახლებულია 19:53 31.10.2020)
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ტარდება კორონავირუსის პანდემიის პირობებში – ყველა უბანზე უსაფრთხოების წესები დაცულია

თბილისი, 31 ოქტომბერი  – Sputnik.  საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმის მიცემის პროცესი გაახანგრძლივა, განაცხადა ცესკოს პრეს–სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე.

 „კანონმდებლობით მსგავსი შემთხვევები გათვალისწინებულია: თუ ამომრჩევლები 20:00 საათისთვის რიგში დგანან, კომისიის თავმჯდომარე გამოდის და ბოლო ამომრჩევლის მონაცემებს იწერს და ისინი არჩევნებში მონაწილეობას 20:00 საათის შემდეგ შეძლებენ“, – განაცხადა მიქელაძემ.

საქართველოში არჩევნები პირველად ტარდება კორონავირუსის პანდემიის პირობებში – ამომრჩეველი, კომისიის წევრები და დამკვირვებლები საარჩევნო უბნებზე პირბადით იმყოფებოდნენ. დისტანციის დაცვა აუცილებელი პირობა იყო. აქედან გამომდინარე, კენჭისყრას გარკვეული სირთულე ახლდა თან – საარჩევნო უბნებთან მოქალაქეებს რიგში დგომა უწევდათ.

115
კერძო ჰოსტელი

საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის ალიანსი შეზღუდვების გადახედვას ითხოვს

4
(განახლებულია 09:04 01.12.2020)
სექტორის კომპანიები საბანკო კრედიტების გადავადებას ითხოვენ 2021 წლის ზაფხულამდე როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის, რომლებმაც პანდემიის გამო სამუშაო დაკარგეს

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის ალიანსის წევრმა ორგანიზაციებმა პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას ამ სექტორის მუშაობასთან დაკავშირებული შეზღუდვების გადახედვის თხოვნით მიმართეს.

რას აცხადებენ საქართველოს ბიზნეს–ასოციაციაში ახალი ლოკდაუნის შესახებ>>

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო საქართველოს ხელისუფლებამ კორონავირუსთან ბრძოლის ორთვიანი გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვით ამ პერიოდში ქვეყანაში რიგი შეზღუდვები იმოქმედებს. გეგმა 28 ნოემბერი – 31 იანვრის პერიოდს მოიცავს.

„საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი მხარს უჭერს მთავრობის ყველა, დროულ და აუცილებელ ზომას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად და კერძო სექტორის მხარდასაჭერად. ამავე დროს, ალიანსის თითოეული წევრი გამოხატავს სრულ მზაობას, ჩაერთოს ყველა არსებული ადამიანური რესურსით საერთო გამოწვევის დაძლევაში და ერთად შევიმუშაოთ დამატებითი მექანიზმები სექტორის გადასარჩენად“, – ნათქვამია მიმართვაში.

ალიანსის წევრები ითხოვენ „წარიმართოს პრობლემებზე უფრო ღრმად ორიენტირებული და ეფექტური დიალოგი“ ბიზნეს–სექტორსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შორის.

ასოციაციის წევრები თავის მიმართვაში ითხოვენ დროებითი აკრძალვის გაუქმებას სარესტორნო სექტორის მუშაობაზე, ზამთრის კურორტების მუშაობის აღდგენას ყველა რეგულაციის სავალდებულო დაცვით. ასევე პრემიერ–მინისტრისადმი წერილში არის თხოვნა, რომ გადავადდე საბანკო კრედიტები 2021 წლის ზაფხულამდე როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც ამ სფეროში იყვნენ დასაქმებული და პანდემიის გამო სამუშაო დაკარგეს.

ასოციაციის წევრები პრემიერ–მინისტრს სთხოვენ სამუშაო ჯგუფის შესახებ, რომლის მუშაობაშიც ჩაერთვებიან სექტორის წარმომადგენლები ყველა რეკომენდაციის შესაბამისად.

მემორანდუმს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის შესახებ 2020 წლის 5 მაისს მოეწერა ხელი. მასში 27 ორგანიზაცია შევიდა. ალიანსი შეიქმნა კომუნიკაციისა და იმ გამოწვევების გადასალახავად, რომელთა წინაშე აღმოჩნდნენ ტურისტული სექტორის წარმომადგენლები კორონავირუსის პანდემიის გამო.

პრემიერ–მინისტრისადმი მიმართვას ხელს აწერს 27–ვე ორგანიზაცია, რომელთა შორის არიან საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია, სასტუმროების და რესტორნების ფედერაცია, საქართველოს გიდების ასოციაცია, გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს–ასოციაცია, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, საქართველოს სომელიეთა ასიციაცია, გუდაურის ტურიზმის ასოციაცია და სხვ.

4
თემები:
COVID-19 საქართველოში
ივანე მაჭავარიანი

საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდგინდა

82
(განახლებულია 09:06 01.12.2020)
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მინისტრი თავს კარგად გრძნობს და მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს COVID-19 დაუდასტურდა, იუწყება პირველი არხი სამინისტროს პრესცენტრზე დაყრდნობით.

ივანე მაჭავარიანს ინფექცია PCR-ტესტირების შედეგად დაუდასტურდა. ამჟამად ის თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. 

ტესტირების შედეგად, COVID-19 დაუდასტურდა ასევე მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს, რომელიც ასევე სახლში გადის მკურნალობას.

მინისტრთა კაბინეტში კორონავირუსი უკვე გადაიტანეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და სხვა მაღალჩინოსნებმა. ამჟამად ყველა მათგანი გამოჯანმრთელდა და ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.216-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 135.584-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 20.305 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.383 პაციენტი, 1.038 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 466 პირი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

82
თემები:
COVID-19 საქართველოში