ვითარება მშვიდია: საქართველოს მოქალაქეები კიევში საკუთარ არჩევანს აკეთებენ

გამოწერა
უკრაინაში კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო, მოქალაქეები უბანზე პირბადით მიდიან.

თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik.  კიევში საქართველოს საელჩოსთან, სადაც საარჩევნო უბანია გახსნილი, მშვიდი ვითარებაა, იუწყება РИА Новости–ის კორესპონდენტი. 

ანა მიქელაძე - Sputnik საქართველო
ბრიფინგი ცესკოში: ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათისთვის

მისი თქმით, გაძლიერებულია დიპწარმომადგენლობის შენობის დაცვა, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა რიგები არ არის.

უკრაინაში კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო, მოქალაქეები უბანზე პირბადით მიდიან.

საკონსულო აღრიცხვის საფუძველზე ცესკომ სხვადასხვა ქვეყანაში საარჩევნო უბნების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. 38 ქვეყანაში, მათ შორის ავღანეთში, 52 უბანია გახსნილი.

საქართველოში 31 ოქტომბერს მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს ირჩევენ. არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს. საქართველოში პირველად ტარდება არჩევნები პანდემიის პირობებში.

საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ტარდება – 120 დეპუტატს პარტიული სიებით (პროპორციული სისტემით), 30–ს კი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში (პაჟორიტარული სისტემით).

ყველა ახალი ამბავი
0