ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარი ლაბორატორიაში

დღის სტატისტიკა: სად დაფიქსირდა კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა

151
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1673-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 38936-ს მიაღწია

თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1 673 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 684 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე კვლავ აჭარაა, შემდეგ კი – იმერეთის რეგიონი.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარაში - 351, იმერეთში - 214, ქვემო ქართლში - 75 შიდა ქართლში - 98, გურიაში - 41, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 86, კახეთში - 52, მცხეთა-მთიანეთში - 23, სამცხე-ჯავახეთში - 33, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 16.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 22 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში - 10 ადამიანი, აჭარაში - 7, იმერეთში - 4, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 307 გარდაცვალების შემთხვევა“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

ამ დროისთვის საავადმყოფოებში 4 136 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 037, აჭარაში - 699. მძიმე პაციენტია 511, მათ შორის, თბილისში - 256, აჭარაში - 77. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 208 პირი - მათ შორის, თბილისში - 91, აჭარაში - 76.

კოვიდასტუმროში 2 245 ადამიანი გადის მკურნალობის კურსს, მათ შორის 1 145 - აჭარაში, ხოლო 822 - თბილისში. 9 531 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში იმყოფება 3 001 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 596, აჭარაში-1 435.

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 30 467 პირი, საიდანაც თბილისში - 3 515 პირი, აჭარაში - 12 996, იმერეთში - 3 997.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

151
თემები:
COVID-19 საქართველოში (2595)
თამრიკო ჭოხონელიძე

„აფთიაქში შესულმა წამლის ათი აბი ვერ ვიყიდე და ექვსი ჩამოვაჭრევინე…”

15
(განახლებულია 12:42 01.12.2020)
პანდემიის პერიოდში, ისევე როგორც სხვა ხელოვანების უმრავლესობა, მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძეც ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში აფთიაქში შესვლისას წამლის საჭირო ყიდვაც უჭირს, როგორც სხვებს. როგორც მომღერალმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, დაზღვევის ყიდვის თანხაც კი არ აქვს ისე გაძვირდა.

„წამალი საჭიროა, მეც მჭირდება და დედაჩემსაც. იმ დღეს აფთიაქში შევედი და თავი საშინლად დათრგუნულად ვიგრძენი. როცა დამისახელეს თანხა, ათიდან ექვსი აბი მოვაჭრევინე, რადგან ათს ვერ ვიყიდდი და ასე ვიანგარიშე დანარჩენი წამლებიც. ასეა ყველა. მე არ ვწუწუნებ. ეს არის ჩვენი ერის ტრაგედია“, - ამბობს მომღერალი.

ანსამბლ „მზიურში“ თამრიკო ჭოხონელიძე „იავნანას“, „სემიონოვნას“ და სხვა სიმღერების შესრულებით გახდა ცნობილი.

სკოლის დამთავრების შემდეგ ჭოხონელიძემ მუსიკალური კარიერა გააგრძელა. ამჟამად საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში წარმატებით საქმიანობს თამრიკო ჭოხონელიძისა და მისი დების მუსიკალური სტუდია.

15
თემები:
სელებრითების ცხოვრება
პენსიონერები

მომავალი წლის პირველი იანვრიდან პენსიები იზრდება

37
2021 წლის  ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებს პენსია  20 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებს კი 25 ლარით გაეზრდებათ. 

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, რომელიც საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა, მომავალი წლის პირველი იანვრიდან პენსიების მატებაა გათვალისწინებული, იუწყება ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური.

კანონის პროექტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა 20 ლარით და პენსია განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით და ის განისაზღვრება 275 ლარის ოდენობით.

დღეისათვის საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს 60 წლიდან, ხოლო მამაკაცებს 65 წლიდან ენიშნებათ. საქართველოში პენსიას დაახლოებით 770,3 ათასი ადამიანი იღებს.

ჯამში საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართულია 2.6 მლნ ლარი (გაზრდილია 370 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შემოღებით;

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ ივნისის თვეში განაცხადა, რომ პენსიები საქართველოში ყოველწლიურად გაიზრდება და ნებისმიერი ეკონომიკური ზრდის ან ინფლაციის მაჩვენებლების პირობებშიც კი 70 წლამდე პენსიონერის პენსია მინიმუმ 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ – 25 ლარით მოიმატებს.

პენსიის ინდექსაციის ზრდის ეფექტი 2021 წლისათვის შეადგენს 210 მლნ ლარს, ასევე, გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივლისის თვიდან, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონრების საპენსიო გასაცემლების 30 ლარით ზრდის წლიური ეფექტი და დემოგრაფიის გათვალისწინებით საპენსიო ასაკის მოსახლეობის ზრდის ეფექტი.

პლუს 30: რამდენი პენსიონერი მიიღებს გაზრდილ პენსიას>>

პენსიების ინდექსაცია საქართველოსთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს. ფონდის ანალიტიკოსების აზრით, საბაზო სახელმწიფო პენსიის ინდექსაციის წესების შემოღება პენსიონერების რეალური შემოსავლის გაზრდას და სიბერით გამოწვეული სიღარიბის შემცირებას შეუწყობს ხელს.

37
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ანა მიქელაძე

ცესკოს პრეს–სპიკერმა თანამდებობა დატოვა

0
ანა მიქელაძემ აღნიშნა, რომ მისთვის დაკავებული თანამდებობის დატოვება რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს–სპიკერმა ანა მიქელაძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან თავის Facebook–გვერდზე დაწერა.

აწ უკვე ყოფილი პრეს–სპიკერი აცხადებს, რომ მან ეს გადაწყვეტილება თავისი სურვილით მიიღო.

„ცხოვრებაში გვიწევს რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და რაღა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი ნაბიჯი თანხვედრაში უნდა იყოს ჩვენივე ღირებულებებთან. ვინც კარგად მიცნობთ, იცით, რომ ყოველთვის, როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე საჯარო სექტორში მუშაობისას, ვხელმძღვანელობდი მხოლოდ პროფესიონალიზმის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების პრინციპებით და მუდამ ვცდილობდი ჩემი, თუნდაც მცირე წვლილი შემეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში“, – დაწერა მიქელაძემ.

მან მადლობა გადაუხადა თავის კოლეგებს, პარტნიორებსა და ჟურნალისტებს, რომლებთანაც დიდი ხნის საქმიანი და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს.

ანა მიქელაძე ცესკოს ბრიფინგზე ბოლოს ნოემბრის დასაწყისში გამოჩნდა, ამის შემდეგ არჩევნების შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტებს პრეს–სპიკერის მოვალეობის შემსრულებელი ნათია იოსელიანი აწვდიდა.

პრესაში მაშინვე გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიქელაძემ თანამდებობა არჩევნების გაყალბების გამო დატოვა, თუმცა ცესკოში მისი წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.

საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საკანონმდებლო ორგანოში რვა ოპოზიციური პარტია და ბლოკი გავიდა. ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ამიტომ მანდატებზე უარს ამბობენ.

ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარისა და გაყალბებაში მონაწილე ყველა პირის გადადგომას მოითხოვს.

0