ილია მეორე

საპატრიარქოს გადაწყვეტილება: სად გააკეთებს პატრიარქი საკუთარ არჩევანს

56
(განახლებულია 18:56 30.10.2020)
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით გადაწყდა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები გადასატან ყუთს საპატრიარქოში მიიტანენ.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ხმას გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს, იუწყება ქართული მასმედია.

როგორც საქართველოს საპატრიარქოში განმარტავენ, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები გადასატან ყუთს საპატრიარქოში მიიტანენ.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ტარდება, რომელშიც 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს.

56
თემები:
საქართველოს საპატრიარქო (111)
ეპიდემია საქართველოში

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ მზარდია

15
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში  3.759-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 139.343-ს მიაღწია.

 

თბილისი,  1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის  3.759 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.595 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭრა, შემდეგ კი იმერეთის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა - 623, იმერეთი-392, კახეთი-253, სამეგრელო-ზემო სვანეთი-237, გურიაი-152, ქართლი-139, შიდა ქართლი-127, მცხეთა-მთიანეთი-126, სამცხე-ჯავახეთი-72, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთი-43. 

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3.574 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 117.560-მდე გიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 36  ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1.303 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 20.454 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.366 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 2.744, იმერეთში -1.256 , აჭარაში - 997.

1.003 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 376 პირი,  მათ შორის, თბილისში-185, აჭარაში-56, იმერეთში- 44. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 3 708 ადამიანი, მათ შორის, 1.920 - აჭარაში, თბილისში - 1 243, იმერეთში - 266. 10 380 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში იმყოფება 1 978 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 456, აჭარაში- 1.089, ხოლო იმერეთში - 35.

თვითიზოლაციაში იმყოფება 51.282 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 18.787 პირი, აჭარაში - 11.362, იმერეთში-5 080.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.759-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 139.343-ს მიაღწია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

 

 

 

15
თემები:
COVID-19 საქართველოში
COVID 19-ის პანდემია

„დარწმუნებული ვარ“: კორონავირუსის ვაქცინის შემქმნელი პანდემიის დასრულების თარიღს ასახელებს

11
(განახლებულია 10:31 01.12.2020)
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელი სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ პანდემია სწორედ ამ დროსა და ამ ორი გზით დასრულდება

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსული პანდემია 2021 წელს დასრულდება, თუმცა თავად ვირუსი არსად გაქრება, განაცხადა სამეცნიერო ცენტრ „ვექტორის“ ხელმძღვანელმა რინატ მაქსიუტოვმა.

„ვირუსი შენარჩუნდება, მაგრა პანდემია წავა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს 2021 წელს მოხდება“, — აღნიშნა მან Science Bar Hopping–ის ონლაინ–ფესტივალზე.

მაქსიუტოვის თქმით, პანდემია კლებაში მხოლოდ ორი გზით შეიძლება წავიდეს: ან მას შემდეგ, რაც მსოფლიოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაიტანს დაავადებას, ან მასობრივი ვაქცინაციის შემდეგ. ეს ორივე შემთხვევა ხელს შეუწყობს კოლექტიური იმუნიტეტის  ჩამოყალიბებას.

ცენტრ „ვექტორის“ ხელმძღვანელის თქმით, სადაც შეიქმნა კიდეც ერთ–ერთი რუსული ანტიკორონავირუსული ვაქცინა, საუბარი იმაზე, რომ კორონავირუსი რაღაც მომენტში „ჯადოსნური ჯოხის აქნევით“ გაქრება, არ შეიძლება.

 

11
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
აშშ-ის სახელმწიფო დროშა

ჯორჯიაში გამოძიება დაიწყო: სენატის არჩევნების მეორე ტურში სხვა შტატების მოსახლეობას რთავენ

0
(განახლებულია 11:13 01.12.2020)
თუ ვის ხელში აღმოჩნდება სენატზე კონტროლი, ჯორჯიაში 5 იანვარს უნდა გადაწყდეს არჩევნების მეორე ტურში, სადაც ერთბაშად სენატის ორი მანდატი დევს ფსონზე

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. შტატ ჯორჯიის (აშშ) ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო რამდენიმე ორგანიზაციის მიმართ, რომლებიც სხვა შტატების მოსახლეობას მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ კონგრესის ზედა პალატის არჩევნების მეორე ტურში, რომელიც ჯორჯიაში უნდა გაიმართოს, განაცხადა შტატის რესპუბლიკელმა ვიცე–გუბერნატორმა ბრედ რაფენსპერგერმა პრესკონფერენციაზე.

აღსანიშნავია, რომ სწორედ 5 იანვრის არჩევნების მეორე ტურზეა დამოკიდებული ძალთა თანაფარდობა კონგრესში.

ვიცე-გუბერნატორის თქმით, საუბარია ორგანიზაციებზე: America Votes, Vote Forward–სა და New Georgia Project–ზე, რომლებიც, ვიცე–გუბერნატორის თმით, „სხვა შტატებიდან არეგისტრირებენ ხალხს ჯორჯიაში ხმის მისაცემად“.

„ამ გვერდით ჯგუფებს ეკრძალებათ უკანონო კენჭისყრისთვის ხელშეწყობა. თუ ისინი ამას აკეთებენ, პასუხსაც აგებენ“, — აღნიშნა რაფენსპერგერმა.

მან მოუწოდა შტატის ამომრჩევლებს, არ აყვნენ პროვოკაციულ მცდელობებს, რომლებიც არჩევნების მეორე ტურის ბოიკოტირებას ისახავს მიზნად და ამისკენ მოუწოდებს ჯორჯიელებს.

„ის, ვინც ბოიკოტისკენ მოგიწოდებთ, თქვენ მხარეს არ არის“, — მიმართა შტატის ვიცე–გუბერნატორმა მოსახლეობას.

ტელეარხ ABC–ის მონაცემებით, რომლის ეთერითაც გადიოდა რაფენსპერგერის პრესკონფერენცია, რესპუბლიკურ პარტიას არჩევნების შედეგად სენატში (სულ 100 ადგილი) ამ დროისათვის 50 ადგილი აქვს მოპოვებული, დემოკრატებს კი — 48. თუ ვის ხელში აღმოჩნდება სენატის კონტროლი, 5 იანვარს უნდა გადაწყდეს ჯორჯიაში არჩევნების მეორე ტურში, სადაც ერთბაშად სენატის ორი მანდატი დევს ფსონზე.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს