პრემიერი გახარია გორთან ავტოავარიისას დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

© photo : Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დასავლეთი–აღმოსავლეთის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, ათი კი დაშავდა.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გორთან მომხდარ ავტოავარიაში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

ხუთშაბათს, გვიან ღამით თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე თურქული ნომრით მოძრავი სატვირთო მანქანა სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. ბოლო ცნობებით, გარდაცვლილია ექვსი ადამიანი, ათი კი დაშავდა. 

სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გორთან მომხდარ ავტოავარიაში დაშავებულთაგან ერთი ადამიანი გარდაიცვალა

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სატრანსპორტო საშუალების მართვის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის დაღუპვა მოჰყვა.

„პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს. განსაკუთრებით ვუსამძიმრებ ზუგდიდს, ხობს და ჩხოროწყუს. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი მოქალაქეები. ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინონ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

„პირველი არხის“ ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსის მგზავრები „ნაციონალური მოძრაობის" აქციის მონაწილეები იყვნენ, რომლებიც თბილისიდან სამეგრელოში ბრუნდებოდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0