„ჩემი ინტერესი უნაკლო სხეულმაც გამოიწვია“ – „ვოლტის“ კურიერის პირველი საჯარო განმარტება

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშისოციალური ქსელი „ფეისბუქი“
სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დრომდე მომხდარი სკანდალის ირგვლივ მხოლოდ გოგონას და თავად კომპანია „ვოლტის“ პოზიცია იყო ცნობილი. ახლა კი საჯაროდ თავად კურიერი ალაპარაკდა.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. გახმაურებული სკანდალი, რომელიც „ვოლტის“ კურიერს და მომხმარებელ გოგონას ეხება, „ფეისბუქზე“ ქალების ერთ-ერთი დახურული ჯგუფიდან გავრცელდა. ამ ამბავს საზოგადოების მხრიდან მითქმა-მოთქმა მოჰყვა. შეიძლება ითქვას, რომ ამ თემამ ფეისბუქ-განხილვებში საარჩევნო დისკუსიებიც კი გადაფარა.

ამ დრომდე მომხდარი სკანდალის ირგვლივ მხოლოდ გოგონას და თავად კომპანია „ვოლტის” პოზიცია იყო ცნობილი. ახლა კი საჯაროდ თავად კურიერი ალაპარაკდა. მან რამდენიმე საათის წინ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელიც მალევე წაშალა. ამის შემდეგ ის მომხდართან დაკავშირებით ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ ბევრმა ადამიანმა არასწორად გაიგო, თუ რას გულისხმობდა, რადგან არ უთქვამს, რომ გოგონას იმის გამო მისწერა, რომ ის ნახევრად ჩაცმული იყო და ამან მოახდინა მისი პროვოცირება.

„მე იმის აღნიშვნა მინდოდა, რომ ჩემი ინტერესი ულამაზეს სახესთან ერთად მისმა უნაკლო სხეულმაც გამოიწვია. ვხვდები და ვაანალიზებ, რომ სამსახურებრივ მოვალეობას გადავაჭარბე, მაგრამ ეს გოგო იმდენად მომეწონა, თავს უფლებას ვერ მივცემდი კომპლიმენტი არ მეთქვა. მე მაპატიეთ. მეგონა, უწყინარი კომპლიმენტით არაფერს დავაშავებდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ცუდად გამომივიდა“, – წერს კურიერი.

კურიერი - Sputnik საქართველო
ვაკეში დაკარგული „გლოვოს“ კურიერის მოპედი პოლიციამ ისანში იპოვა - ვიდეო

გოგონა წერდა, რომ ღამის საათებში გამოიძახა საკვები, პანდემიიდან გამომდინარე მიუთითა, რომ კართან დაეტოვებინათ შეკვეთა, თუმცა კურიერმა ზარი დარეკა, მან კი კარი გაუღო, შეკვეთა აიღო და დაემშვიდობა.

„ვიყავი სახლის ფორმაში, მოუშორებელი – სახეზე გადაშლილი მაკიაჟით, შორტით და თეთრი პერანგით. გასვლიდან რამდენიმე წუთში ჩემს პირად მობილურის ნომერზე მომდის შეტყობინება „სხვათა შორის ძალიან კარგად გამოიყურებოდით“, – წერდა გოგონა, რომელიც აღნიშნავდა, რომ პირველ რიგში ყველამ უნდა შეინარჩუნოს თავისი სამსახურებრივი ნორმები და კურიერმა, ტაქსის მძღოლმა, ბანკის თანამშრომელმა და სხვა მომუშავე პირებმა არ უნდა ისარგებლონ მათთვის მისაწვდომი საკონტაქტო ინფორმაციით როგორც სამსახურში, ასევე სამსახურს გარეთ, რადგან ეს ელემენტარული სამსახურებრივი ეთიკაა.

ამ ინციდენტის გამო „ვოლტმა“ კურიერს 10 დღით მიტანის სერვისის განხორციელების უფლება შეუჩერა.

ყველა ახალი ამბავი
0