ლაბორატორია

დღის სტატისტიკა: რომელ რეგიონში ფიქსირდება კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა

129
(განახლებულია 16:13 30.10.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1696-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 37263-ს მიაღწია.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1 696 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 683 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე კვლავ აჭარაა, შემდეგ კი იმერეთის რეგიონი.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 381, იმერეთის რეგიონი – 313, ქვემო ქართლი – 117, შიდა ქართლი – 59, გურია – 18, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 60, კახეთი – 19, მცხეთა-მთიანეთი – 1, სამცხე-ჯავახეთი – 34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. გარდაიცვალა 12 ადამიანი: თბილისში – 4 ადამიანი, აჭარაში – 5, იმერეთში – 2, ხოლო შიდა ქართლში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 285 გარდაცვალების შემთხვევა“, – განაცხადა მეზვრიშვილმა. 

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 17 142  აქტიური შემთხვევაა. კოვიდ–კლინიკებში 4 200 ადამიანია მოთავსებული, მათ შორის, თბილისში – 2 092, აჭარაში – 711. 

490 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 121 პაციენტი – თბილისში 52, აჭარაში 39.

კოვიდ–სასტუმროებში მოთავსებულია 2 324 ადამიანი: თბილისში – 1 212, აჭარაში – 806. ბინაზე მკურნალობს 10 618 პაციენტი.

დღევანდელი მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 387 ადამიანი, აქედან თბილისში – 3 643 პირი, აჭარაში – 11 740, იმერეთში – 3 972. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 3 070 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 593, აჭარაში – 1 435.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 37263-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 19810 ადამიანი, გარდაიცვალა – 285, კარანტინის რეჟიმშია 3070, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4200 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2324 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

129
თემები:
COVID-19 საქართველოში (2556)
გამვლელები პირბადეებით

პლუს 34: რამდენია გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა

9
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4 472-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 127 942-ს მიაღწია.

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1 195-ს მიაღწია, ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4 472-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 127 942-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 106 328 ადამიანი (ბოლო 24 საათში - 4058), კარანტინის რეჟიმშია 2 076, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6 286 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 844 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

9
თემები:
COVID-19 საქართველოში (2556)
ლაბორატორიაში

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

10
(განახლებულია 11:08 28.11.2020)
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 106 328 ადამიანი (ბოლო 24 საათში - 4058), გარდაიცვალა – 1 195 (ბოლო 24 საათში - 34), კარანტინის რეჟიმშია 2 076, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6 286 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 844 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4 472-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 127 942-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 106 328 ადამიანი (ბოლო 24 საათში - 4 058), გარდაიცვალა – 1 195 (ბოლო 24 საათში - 34), კარანტინის რეჟიმშია 2 076, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6 286 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 844 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

10
თემები:
COVID-19 საქართველოში (2556)