COVID-19: რამდენია კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა

© AP Photo / Achmad Ibrahimკლინიკა
კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1696-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 37263-ს მიაღწია.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 285-მდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1696-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 37263-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 19810 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 3070, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4200 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2324 ადამიანი იმყოფება. 

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0