ლაბორატორია

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

117
(განახლებულია 14:30 30.10.2020)
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 19810 ადამიანი, გარდაიცვალა – 285, კარანტინის რეჟიმშია 3070, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4200 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2324 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1696-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 37263-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 19810 ადამიანი, გარდაიცვალა – 285, კარანტინის რეჟიმშია 3070, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4200 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2324 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

117
თემები:
COVID-19 საქართველოში (2540)
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 27 ნოემბერს

4
(განახლებულია 18:40 26.11.2020)
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 27 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კედიას ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), მუხიანის II, IVბ მიკრორაიონების და ალეკო გობრონიძის ქუჩის მოსახლეობას.

12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირი კურსანტების და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების I ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

4
თემები:
თბილისი დღეს
საბავშვო ევროვიზია

„საბავშვო ევროვიზიის“ ვებგვერდზე ხმის მიცემა 27 ნოემბრიდან იწყება

12
(განახლებულია 08:06 27.11.2020)
წელს კონკურსზე საქართველოს 10 წლის სანდრა გადელია წარადგენს, რომელიც შეასრულებს სიმღერას You Are Not Alone.

 

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. საერთაშორისო სიმღერის კონკურს „საბავშვო ევროვიზია 2020“–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე მაყურებლის ონლაინ–კენჭისყრა სტარტს პარასკევს, 27 ნოემბერს, 23:00 საათიდან აიღებს.

ხმის მიცემა შესაძლებელია ვებგვერდზე junioreurovision.tv. მაყურებელს ყველა კონკურსანტის გამოსვლის ნახვის შემდეგ შესაძლებლობა ექნება ხმა მისცეს სამ კონკურსანტს, მათ შორის, საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელს. 

კენჭისყრა შოუს დაწყების წინ, 29 ნოემბერს შეჩერდება და ყველა კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ, 15 წუთით განახლდება.

შოუს წესებით, მაყურებლისა და პროფესიონალების ხმები განაწილდება 50/50–ზე. მაგალითად, ჟიურის წევრები საკუთარ შეფასებებს 28 ნოემბერს, კონკურსანტების გამოსვლების ნახვის შემდეგ გამოაცხადებენ. როგორც მოსალოდნელია, ამავე დღეს გაიმართება პრესკონფერენცია, რომელშიც ყველა კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას. იგი კონკურსის ოფიციალურ ვებგვერდზე ონლაინ–ფორმატში ჩატარდება.

ეპიდემიური ვითარების გამო „საბავშვო ევროვიზია –2020“–ის ფინალი პოლონეთში 29 ნოემბერს ტელეხიდის ფორმატში გაიმართება. პროფესიული გუნდი და წამყვანები ვარშავის სტუდიაში განთავსდებიან, ხოლო ყოველი მონაწილე თავისი ქვეყნის სტუდიიდან იმღერებს.

კონკურსის სამართლიანობისა და ყველა არტისტის ღირსეული წარდგენისთვის, ევროპის სამაუწყებლო კავშირის (EBU) წევრები ყველა მოედანზე სცენის ანალოგიურ გეგმარებას და ტექნიკურ განათებას გამოიყენებენ. 

მე-18 ფესტივალის სლოგანია Move the world! („აამოძრავე მსოფლიო“). კონკურსის ფინალში მონაწილეობას მიიღებს შემსრულებლები 12 ქვეყნიდან: საქართველოდან, რუსეთიდან, ბელარუსიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, ყაზახეთიდან, მალტადან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან, სერბეთიდან, უკრაინიდან და საფრანგეთიდან.

წელს კონკურსზე საქართველოს 10 წლის სანდრა გადელია წარადგენს, რომელიც შეასრულებს სიმღერას You Are Not Alone. გადელიას საკონკურსო სიმღერაზე იმუშავა კომპოზიტორმა გიორგი კუხიანიძემ, ტექსტი კი თემო საჯაიას ეკუთვნის. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მეშვიდე ნომრად გამოვა.

კონკურსის ფინალს ქართველი მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე  კვირას, 29 ნოემბერს, 20:00 საათზე იხილავს.

2019 წელს პოლონეთის ქალაქ გლივიცაში გამართულ  „საბავშვო ევროვიზია 2019“-ზე საქართველო წარადგინა 13 წლის გიორგი როსტიაშვილმა სიმღერით „გვინდა გვიყვარდეს“ (We need love) და კონკურსში მე-14 ადგილი დაიკავა. კონკურსის გამარჯვებული პოლონელი ვიკი გაბორი გახდა.

საქართველო „საბავშვო ევროვიზიის“ გამარჯვებული სამჯერ გახდა – 2008, 2011 და 2016 წლებში.

12