ეთერ ლიპარტელიანი

კორონავირუსმა ქალ ძიუდოისტთა ნაკრებშიც შეაღწია: ინფიცირებულთა შორისაა ეთერ ლიპარტელიანი

56
(განახლებულია 18:59 29.10.2020)
ლიპარტელიანის გარდა, კორონავირუსის ინფექცია დაუდგინდა ქალთა ნაკრების კიდევ რამდენიმე წევრს და ერთ მწვრთნელს.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების ლიდერმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, 21 წლის ეთერ ლიპარტელიანმა საკუთარ Facebook-გვერდზე ემოციური მიმართვა გაავრცელა, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

„მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო! კორონავირუსის გამო სახლში ვრჩებით. ევროპის ჩემპიონატს პირდაპირ ეთერში უნდა ვუყუროთ“, – დაწერა ეთერ ლიპარტელიანმა. 

ლიპარტელიანის გარდა, კორონავირუსი დაუდგინდა ქალთა ნაკრების კიდევ რამდენიმე წევრს და ერთ მწვრთნელს, იუწყება „პირველი არხი“. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ნაკრები და მთელი სამწვრთნელო შტაბი თვითიზოლაციაში იმყოფება.

ინფიცირებულთა შორის ძირითადად ახალგაზრდული (21–23-წლამდელთა) ნაკრების წევრები არიან. ყველა შემთხვევაში დაავადება აბსოლუტურად უსიმპტომოდ, მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს.

ასე რომ, ქართველი სპორტსმენები, სავარაუდოდ, მონაწილეობას ვერ მიიღებენ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში (U-21), რომელიც ხორვატიაში 4–6 ნოემბერს გაიმართება.

56
თემები:
COVID-19 საქართველოში (2507)
სალომე ჭაჭუა

„მინდა, რომ გავფრინდე“ - სალომე ჭაჭუა თვალწარმტაცი ვარდისფერი ფრთებით გამოჩნდა

13
(განახლებულია 12:04 25.11.2020)
ქორეოგრაფმა ულამაზესი, ვარდისფერი ბუმბულებით მორთული ფრთები მოირგო. რატომ გადაწყვიტა სალომემ გაფრენა?

ვირტუალური ფრთებით მოხიბლულმა არაორდინალურმა მოცეკვავემ გაფრენა „გადაწყვიტა“. ამის შესახებ მან საკუთარ გვერდზე დაწერა. მან საკუთარ ფოტოს წარწერა „მინდა რომ გავფრინდე დაურთო“. ეს კი იმან განაპირობა, რომ სექსუალური ლათინო-ამერიკული ცეკვების სპეციალისტი ფრთებით აღფრთოვანდა.

View this post on Instagram

A post shared by Salome (@salome_chachuaa)

ცნობილი ქართველი ქორეოგრაფი და პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი თვალშისაცემი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა სკანდალებითაც გამოირჩევა. ცნობილ ტელესახეს ერთი ურთიერთობა არ ჰქონდა დასრულებული, როდესაც ჭორები გავრცელდა მისი და გიორგი ვარდოსანიძის სიყვარულზე. ეს ჭორები მათმა ქორწილმა ჩაანაცვლა, მოგვიანებით კი მორიგი ჭორები უკვე წყვილის დაშორებას მოჰყვა.

მოგეხსენებათ, მანამდე სალომე სამეჯლისო ცეკვების სტუდია „თელას“ წამყვან მოცეკვავეზე გიგი გაჩეჩილაძეზე იყო შეყვარებული. მათი გზები „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დაწყებისას გაიყო. მსახიობ გიორგი ვარდოსანიძესთან დაშორების მერე ქორეოგრაფი პირად ცხოვრებაზე აღარ საუბრობს. ამიტომ უცნობია, თავისუფალია თუ არა ამჟამად მოცეკვავის გული.

View this post on Instagram

A post shared by Salome (@salome_chachuaa)

მოცეკვავემ საკუთარ გვერდზე რამდენიმე შთამბეჭდავი სურათი გამოაქვეყნა. ასე გამოიყურება ენერგიული ქორეოგრაფის ერთი ჩვეულბრივი დღე. სალომე ჭაჭუა გაოცებას სულ უფრო და უფრო ხშირად იწვევს. ამ ყველაფერს წინ ვიდეო უძღოდა, რომელმაც მისი თაყვანისმცემლები შეაშინა. მოცეკვავემ Instagram-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც აივნის მოაჯირზე „შპაგატში“ ჩამჯდარი ყავას მიირთმევს.

View this post on Instagram

A post shared by Salome (@salome_chachuaa)

ვიდეოს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელის ერთ-ერთ მომხმარებელს სალომეს ამ ვიდეოზე ცნობილი მსახიობის ვან დამის „შპაგატიც“ კი გაახსენდა. არც უკანასკნელი ფოტოსესია აღმოჩნდა გამონაკლისი. რომელშიც სალომე განსაკუთრებულად ნაზია.

13
თემები:
სელებრითების ცხოვრება
პრემიერი გიორგი გახარია

პრემიერმა ეკონომიკურ გუნდთან სამუშაო შეხვედრა გამართა

27
(განახლებულია 14:27 25.11.2020)
უწყების ცნობით, უახლოეს მომავალში გამკაცრდება და გაფართოვდება წერტილოვანი შეზღუდვები, თუმცა, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული კერძო სექტორის ინტერესები.

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და კერძო სექტორის მხარდასაჭერ დამატებით ღონისძიებებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  ეკონომიკურ გუნდთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მთავრობა მოქალაქეებისა და ბიზნესის დახმარების დამატებით პაკეტზე მუშაობს>>

უწყების ცნობით, Covid-19-ის გლობალური პანდემიის მეორე ტალღისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, საქართველოს მთავრობა მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებების პაკეტზე მუშაობას განაგრძობს.

„ბოლო დღეების განმავლობაში მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურ შეხვედრებს მართავს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა სწორედ მათთან მჭიდრო კომუნიკაციით დაიგეგმოს ის მხარდასაჭერი ღონისძიებები, რომლის შესახებაც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ის წერტილოვანი შეზღუდვებიც, რომლებიც უახლოეს პერიოდში გამკაცრდება და გაფართოვდება, მაქსიმალურად იქნება დაბალასებული კერძო სექტორის ინტერესების გათვალისწინებით. 

შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკაში არსებული ტენდენციები და ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაც. ასევე აღინიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანებია როგორც ინფიცირების ზრდის შენელება და მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ისე სამუშაო ადგილების შენარჩუნება.

პრესსამსახურის ცნობით, მთავრობა მუშაობს მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარებების პაკეტზეც და ის ნაბიჯები, რომელსაც ამ კუთხით ხელისუფლება კორონავირუსის მეორე ტალღის პირობებში გადადგამს, მალე გახდება ცნობილი.

27
თემები:
COVID-19 საქართველოში (2507)