ქართული ოცნება

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კორონავირუსი დაუდასტურდა

109
(განახლებულია 16:35 29.10.2020)
ირაკლი ქადაგიშვილი „ქართული ოცნების“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული ინფორმაცია ქადაგიშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა. 

ქადაგიძის განმარტებით, კორონავირუსზე ტესტი მას შემდეგ ჩაიტარა, რაც პირს, რომელთანაც მას კონტაქტი ჰქონდა, კორონავირუსი დაუდგინდა. მას ვირუსისთვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი არ აღენიშნება. კახეთის რეგიონის ყოფილი გუბერნატორი ამ დროისათვის იზოლაციაში იმყოფება და სახლის პირობებში გადის მკურნალობას.

„დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც იძულებული ვარ საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში. თავს ვგრძნობ მხნედ, შემართებით და იმედიანად“, – დაწერა ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია თელავი–ახმეტა–ყვარელი–ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1709-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 35567-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 16904 ადამიანი, გარდაიცვალა 273 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

109
თემები:
COVID-19 საქართველოში (2547)
სასწრაფო დახმარება

კორონავირუსმა საქართველოში კიდევ ერთი ექიმი იმსხვერპლა

17
(განახლებულია 17:52 27.11.2020)
საქართველოში კორონავირუსის ინფიცირებული მედიკოსების რაოდენობა ხუთი ათასს აღწევს და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება

თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსს  კიდევ ერთი ექიმი, „იმედის კლინიკის“ გინეკოლოგი ზაზა იმერლიშვილი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“. 

გავრცელებული ინფორმაციით, 57 წლის მედიკოსი მეგობრის ოჯახში დაინფიცირდა. ის თავიდან სახლში მკურნალობდა, მოგვიანებით კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მცხეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გუშინ გარდაიცვალა.

მედიკოსს თანმხლები დაავადებები - შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა, გულსისხლძარღვთა დაავადება და ონკოლოგიური პრობლემები აღენიშნებოდა.

საქართველოში  კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსების რაოდენობა 5 ათასს აღწევს, გარდაცვლილია სამედიცინო სფეროს ათამდე წარმომადგენელი.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4 ათასს აღწევს, დღეს კი რეკორდული მაჩვენებელი - 4.780 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში 37 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის დიაგნოზით ჯამში 1.161 ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 123.470-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

17
თემები:
COVID-19 საქართველოში (2547)
მაქსიმე ჩარკვიანი

ირაკლი ჩარკვიანის ვაჟი მამას საოცრად დაემსგავსა - უახლესი ფოტოები

36
(განახლებულია 13:31 27.11.2020)
ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის უფ­რო­სი ვაჟი მაქ­სი­მე ჩარ­კვი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რობს, თუმ­ცა ქარ­თველ გო­გო­ნებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს

საზოგადოებამ ის ირაკლი ჩარკვიანის ერთ-ერთი ვიდეოკლიპიდან გაიცნო. წლების წინ მისი ეკრანზე ერთხელ გამოჩენა საკმარისი იყო იმისთვის, რომ ამ ბიჭზე მთელი ქალაქი ალაპარაკებულიყო.

მეფე ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის უფ­რო­სი ვაჟი მაქ­სი­მე ჩარ­კვი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რობს, თუმ­ცა ქარ­თველ გო­გო­ნებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. 32 წლის მაქ­სი­მე თბი­ლის­ში იშ­ვი­ა­თად ახერ­ხებს ჩა­მოს­ვლას.

როგორც ინტერვიუებში ამბობს, 25 წელია მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს, წერს სცენარებს, ზოგჯერ რეჟისორობაც უწევს და კლი­პებ­სა და რეკ­ლა­მებ­ზე მუშაობს. თბი­ლის­ში წე­ლი­წად­ში ერთხელ ჩა­მო­დი­ს, ზოგ­ჯერ უფრო ხში­რად. გა­აჩ­ნია, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო რო­გორ აქვს.

7 წლის ი­ყო, როცა დე­დას­თან ერ­თად მოს­კოვ­ში წა­ვიდა სა­ცხოვ­რებ­ლად და როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს მის ქარ­თულ ოჯახ­თან და მამასთანაც მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. 

„იმე­დი მაქვს, ირაკ­ლი, სა­დაც არის, თვალს მიკ­რავს იქე­დან და ამა­ყობს ჩე­მით“,- ამბობს მაქსიმე. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, უცნობია ამჟამად მისი გული დაკავებულია თუ არა, თუმცა 2014 წელს მაქსიმე თბილისში შეყვარებული რიტა გალკინასთან ერთად იყო ჩამოსული, რომელიც მაშინ 25 წლის იყო და პროფესიით მოდის სფეროს ბლოგერია. წყვილი რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა.

36
თემები:
სელებრითების ცხოვრება