ლაბორატორია

ზუგდიდში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

77
(განახლებულია 20:17 28.10.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1731-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 33858-ს მიაღწია.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 392 ნიმუშებიდან 119-ზე დადებითი პასუხია, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.

რეგიონში დღეს გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 88 დაფიქსირდა ზუგდიდში. 10 შემთხვევა წალენჯიხაში, 9 – ჩხოროწყუში, 6 – ფოთში, 5 – სენაკში და 1 ხობში. ინფიცირებულთა უმეტესობა დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია, დანარჩენი კი ცხელებით შესული პაციენტები არიან. 

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 133 კოვიდ-პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 38 კოვიდ-პაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 10 პირი, მათ შორის 5 რუხის, 4 კი ფოთის კლინიკაში მკურნალობდა.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 156 ადამიანი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1731-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 33858-ს მიაღწია. გარდაიცვალა 15 პაციენტი. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 14829 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 3507, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4022 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2344 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

77
თემები:
COVID-19 საქართველოში (2477)
კორონავირუსი საქართველოში

New York Times: საქართველოში მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მძიმე კოვიდ–სტატისტიკაა

8
(განახლებულია 08:20 24.11.2020)
საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს – ანტირეკორდები ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა კუთხით ყოველდღიურად მყარდება

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik.  საქართველო 100 ათას მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში ლიდერია, შესაბამის სტატისტიკას  The New York Times–ი აქვეყნებს. 

გამოცემის მონაცემებით, ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოში 100 ათას მოსახლეზე 2,8 ათასი ინფიცირებული მოდის, რაც მსოფლიო მასშტაბით ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

საქართველოსთან ერთად „შავ სიაში“ მოხვდნენ ლუქსემბურგი, ჩერნოგორია და სერბეთი.

ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ქვეყანაში, რომელიც პანდემიის დასაწყისში დიდი დროის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობის ბოლო ადგილზე იმყოფებოდა, სექტემბერში მკვეთრად გაუარესდა. ინფიცირების ორნიშნა დღიური მაჩვენებელი, მალე სამნიშნა გახდა, ბოლო დღეებში კი ოთხნიშნა ციფრშია გამოხატული. მხოლოდ ბოლო დღე–ღამეში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 3 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 36 ადამიანი.

ოფიციალური ვებგვერდ StopCov–ის მონაცემებით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 108 680–ს მიაღწია.

 

8
თემები:
COVID-19 საქართველოში (2477)
მატარებელი რკინიგზის სადგურში

„საქართველოს რკინიგზა“ მატარებლების მოძრაობის გრაფიკს ცვლის

109
იმ მგზავრებს, ვისაც ადრე აქვთ მატარებლის ბილეთები შეძენილი და ვერ ახერხებენ ახალი განრიგის მიხედვით გამგზავრებას, ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ. „საქართველოს რკინიგზა“ თანხას სრულად დააბრუნებს

თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაზიდვების განრიგს ცვლის, ნათქვამია კომპანიის პრესსამსახურის განცხადებაში.

საქალაქთაშორისო მატარებლების მოძრაობის განრიგი

კომპანიაში აცხადებენ, რომ იმ მგზავრებს, რომლებმაც ბილეთები ადრე შეიძინეს და გამგზავრება ახალი განრიგის მიხედვით არ შეუძლიათ, ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ. „საქართველოს რკინიგზა“ ბილეთის ღირებულებას სრულად დააბრუნებს. 

კომპანიაში მგზავრებს აფრთხილებენ, რომ მატარებელში ყველა მგზავრმა დადგენილი რეგულაციები უნდა შეასრულოს.

„Covid19-ის გავრცელების პრევენციისა და ჯანდაცვის ახალი რეგულაციების თანახმად, მატარებლებში აკრძალულია პლედების დარიგება, დროებით გაუქმებულია საბორტო ჟურნალი და ბიბლიოთეკა. მგზავრები არ დაიშვებიან პირბადის გარეშე და  მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველო კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის. ყოველდღიურად ოთხი ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 100 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1012 ადამიანი.

ქვეყანაში ამჟამად არაერთი შეზღუდვა მოქმედებს: ნიღბების ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, აკრძალულია ღამის 22:00 საათის შემდეგ სახლიდან გასვლა.

109
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში