„ქართული ოცნების“ დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოჩა ენუქიძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ამბროლაური–ონი–ცაგერი–მესტია–ლენტეხის საარჩევნო ოლქში.

თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატს გოჩა ენუქიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, 

აღნიშნული ინფორმაცია მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა. 

ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
კორონავირუსი კიდევ ერთ ცნობილ ქართველ პოლიტიკოსს დაუდასტურდა

ენუქიძის განმარტებით, მას ვირუსი მსუბუქ ფორმებში აქვს გამოხატული და სახლში მკურნალობს ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

„დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც იძულებული ვარ საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში. განსაკუთრებით ბოდიში მინდა მოვუხადო ლეჩხუმელებს, ვინაიდან სწორედ მათთან ერთად უნდა დამესრულებინა ჩემი წინასაარჩევნო კამპანია“, – დაწერა ენუქიძემ.

გოჩა ენუქიძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ამბროლაური–ონი–ცაგერი–მესტია–ლენტეხის საარჩევნო ოლქში.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 1824-ით გაიზარდა და 32127-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 12632 ადამიანი, გარდაიცვალა 238 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0