Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ასე ამხნევებს ნიკოლოზ ბასილაშვილს საცოლე – გერმანელი სპორტსმენი ვენიდან ფოტოს აქვეყნებს

© courtesy of Nikoloz Basilashviliნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკოლოზ ბასილაშვილს კარიერაში წარუმატებელი პერიოდი უდგას. ჩოგბურთელს თამაშებზე, როგორც ჩანს, მისი გერმანელი საცოლეც დაჰყვება.

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა АТР-ს განახლებულ რეიტინგში 34-დან 36-ე ადგილზე გადაინაცვლა. АТР-ს რეიტინგში მისი ყველაზე საუკეთესო პოზიცია მე-16 ადგილი იყო, რომელიც გასული წლის მაისი–ივნისში ეკავა. პანდემიის შემდეგ კორტებზე დაბრუნებულმა ბასილაშვილმა ათი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ამ თამაშებში არც ერთი სეტი არ მოუგია.

ბოლო წარუმატებლობა ქართველმა სპორტსმენმა ვენაში გამართულ ტურნირზე განიცადა, სადაც კვალიფიკაციის პირველივე მატჩში სლოვაკ ნორბერტ გომბოშთან წააგო ორ სეტში – 6:7, 2:6. შეიძლება ითქვას, რომ ბასილაშვილის ასეთი ცუდი თამაშის მიზეზი ყოფილ მეუღლესთან დაკავშირებული ვითარებაა. ნეკა დოროყაშვილი ბასილაშვილს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს. ამ საქმეზე სასამართლო პროცესები ამ დრომდე გრძელდება.

ბასილაშვილის პირადი ცხოვრება განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სამართალდამცველებმა ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. სასამართლომ სპორტსმენს აღკვეთის ღონისძიებად გირაო 24 მაისს შეუფარდა.

 

როგორც ჩანს, ვენაში სპორტსმენს თან მისი გერმანელი საცოლე შარლოტა ჰელენაც ახლდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ბასილაშვილის ფოტო გამოაქვეყნა. ბასილაშვილის რჩეული უმშვენიერესი გერმანელი სპორტსმენი შარლოტა ჰელენია, რომელიც ბასილაშვილმა ნათესავებს უკვე გააცნო და გოგონა რამდენიმე თვეა საქართველოში იმყოფებოდა. სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ ცნობილი ჩოგბურთელის ცხოვრებას.

ყველა ახალი ამბავი
0