Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ლელა წურწუმია ქალაქში უცნაური ტრანსპორტით გამოჩნდა – პოზიტიური ვიდეო

© Photo: Lela Tsurtsumia / FBლელა წურწუმია
ლელა წურწუმია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალმა პანდემიის პირობებში სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება ისწავლა. მათ შორის არის ე.წ. „სქროლი“. ნახეთ როგორ მოძრაობს მხიარული მომღერალი.

პოპულარული მომღერალი ექსტრემალური სპორტის მიმდევარი აღმოჩნდა. ლელა წურწუმიას მძაფრი ემოციები ხიბლავს და ადრენალინის მოყვარულია. ამჯერად მომღერალი ქალაქში გამოჩენილ გადაადგილების ახალ საშუალებას ეუფლება. ნახეთ უახლესი ვიდეო მომღერლის სოციალური ქსელიდან.

რამდენიმე თვის წინ პოპ-დივას პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა საკუთარი Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე მეუღლის გამაოგნებელი ვიდეო გამოაქვეყნა. ლელა წურწუმია ასეთ ვითარებში არასდროს გამოჩენილა. აღმოჩნდა, რომ შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელი ექსტრემალური მოტოციკლის მოყვარულია. ლელა წურწუმია „მამულიჩას“ მიერ გადაღებულ ვიდეოზე მოპედს მოხდენილად ატარებდა. როგორც ჩანს, პოპ-დივა რამდენიმე ხნის წინ დაეუფლა გადაადგილების ამ საშუალების ტარებას და ახლა მისთვის ეს სირთულეს აღარ წარმოადგენს.

ელეგანტური, ეშხიანი, განსაკუთრებული ტემბრისა და ხმის მქონე მომღერალი წლებია პოპულარობას არ კარგავს. უშუქობაში დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტია. მისი შემოქმედება ლელა წურწუმიას ქალიშვილის თანატოლებმაც კი ზეპირად იციან და ყოველ სოლო კონცერტს დიდი ინტერესით ელოდებიან.

View this post on Instagram

#lelatsurtsumia #georgia#tbilisi#ლელაწურწუმია ფოტო @tornike_tsereteli ❤️

A post shared by Lela Tsurtsumia (@lelatsurtsumia_official_page) on

საქართველოში ერთადერთი ქალი შემსრულებელია, რომელმაც სოლო-კარიერის მანძილზე 12 ალბომი გამოუშვა. ბნელი 90-იანების დასაწყისში დაწყებული ბრწყინვალე კარიერა დღემდე წარმატებით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0