ექიმები კოვიდ–ცენტრში

ვინ არის თქვენი პირადი ექიმი ამის გაგებას სპეციალური ვებ-გვერდით შეძლებთ

727
(განახლებულია 17:44 26.10.2020)
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა უმრავლესობა – 12 611 პაციენტი ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობს.

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, სპეციალურ ვებ-გვერდზე პირადი ნომრით გაიგოს, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყება შესაბამის სისტემაზე მუშაობას უმოკლეს ვადაში დაასრულებს.

„ვგეგმავთ ჩვენი ბაზების მეშვეობით თითოეული მოქალაქის იდენტიფიკაცია მოვახდინოთ – თუ რომელი ოჯახის ექიმის პატრონაჟის ქვეშ იმყოფებოდა დღემდე... თითოეულ მოქალაქეს გავაცნობთ ოჯახის ექიმს და, შესაბამისად, გავუზიარებთ მათ საკონტაქტო ნომრებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა უმრავლესობა ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობს. ბოლო მონაცემებით, 18 692 აქტიური შემთხვევიდან საავადმყოფოებში მკურნალობს 3 832 პაციენტი, კოვიდ-სასტუმროში იმყოფება 2 249 პირი, 12 611 კი მკურნალობის კურსს გადის ბინაზე.

დღის სტატისტიკა: კორონავირუსის ბოლო შემთხვევები რეგიონების მიხედვით>>

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 30303-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 11370 ადამიანი, გარდაიცვალა – 215, კარანტინის რეჟიმშია 3769, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3832 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2249 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

727
თემები:
COVID-19 საქართველოში (2546)
მაქსიმე ჩარკვიანი

ირაკლი ჩარკვიანის ვაჟი მამას საოცრად დაემსგავსა - უახლესი ფოტოები

30
(განახლებულია 13:31 27.11.2020)
ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის უფ­რო­სი ვაჟი მაქ­სი­მე ჩარ­კვი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რობს, თუმ­ცა ქარ­თველ გო­გო­ნებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს

საზოგადოებამ ის ირაკლი ჩარკვიანის ერთ-ერთი ვიდეოკლიპიდან გაიცნო. წლების წინ მისი ეკრანზე ერთხელ გამოჩენა საკმარისი იყო იმისთვის, რომ ამ ბიჭზე მთელი ქალაქი ალაპარაკებულიყო.

მეფე ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის უფ­რო­სი ვაჟი მაქ­სი­მე ჩარ­კვი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რობს, თუმ­ცა ქარ­თველ გო­გო­ნებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. 32 წლის მაქ­სი­მე თბი­ლის­ში იშ­ვი­ა­თად ახერ­ხებს ჩა­მოს­ვლას.

როგორც ინტერვიუებში ამბობს, 25 წელია მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს, წერს სცენარებს, ზოგჯერ რეჟისორობაც უწევს და კლი­პებ­სა და რეკ­ლა­მებ­ზე მუშაობს. თბი­ლის­ში წე­ლი­წად­ში ერთხელ ჩა­მო­დი­ს, ზოგ­ჯერ უფრო ხში­რად. გა­აჩ­ნია, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო რო­გორ აქვს.

7 წლის ი­ყო, როცა დე­დას­თან ერ­თად მოს­კოვ­ში წა­ვიდა სა­ცხოვ­რებ­ლად და როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს მის ქარ­თულ ოჯახ­თან და მამასთანაც მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. 

„იმე­დი მაქვს, ირაკ­ლი, სა­დაც არის, თვალს მიკ­რავს იქე­დან და ამა­ყობს ჩე­მით“,- ამბობს მაქსიმე. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, უცნობია ამჟამად მისი გული დაკავებულია თუ არა, თუმცა 2014 წელს მაქსიმე თბილისში შეყვარებული რიტა გალკინასთან ერთად იყო ჩამოსული, რომელიც მაშინ 25 წლის იყო და პროფესიით მოდის სფეროს ბლოგერია. წყვილი რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა.

30
თემები:
სელებრითების ცხოვრება
პაატა იმნაძე

„ჩვენ ჯომოლუნგმაზე ავდივართ“ იმნაძე საქართველოში  შექმნილ ეპიდვითარებაზე

21
(განახლებულია 17:03 27.11.2020)
მედიკოსების პროგნოზით, ახალი შეზღუდვების შედეგად, დეკემბრის მეორე ნახევრიდან ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა შემცირდება

 

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უფროსის მოადგილე პაატა იმნაძემ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენის ტრაექტორია დედამიწის უმაღლეს მწვერვალის, ჯომოლუნგმას დაპყრობას შეადარა. 

ექიმმა ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას თუ რა ნიშნავს სპირალური ეტაპი, რომელზეც ბევრი სპეციალისტის აზრით, ამ ეტაპზე იმყოფება ქვეყანა.

 „თქვენ ხომ ხედავთ, როგორ ვლინდება კორონავირუსის შემთხვევები. გაზაფხულზე რომ ვამბობდი  და ვადარებდი ჯომოლუნგმას, აი, ახლა სწორედ ამ მწვერვალზე ავდივართ“, – განაცხადა იმნაძემ.

მისი თქმით, შეზღუდვების გაფართოებისა და გამკაცრების შედეგად, ეპიდემიოლოგები ვითარების სტაბილიზაციას ელოდებიან. მათი პროგნოზით, დეკემბრის მეორე ნახევარში ინფიცირების შემთხვევების ზრდა მოსალოდნელი არ არის. ექსპერტების გათვლით, პირველი შედეგები შეზღუდვების შემოღებიდან ორ კვირაში დადგება.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ბოლო დღე–ღამეში ქვეყანაში ვირუსის 4.780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დასაწყისიდან ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 123 ათასს გადააჭარბა, გამოჯანმრთელდა 102 ათასი ადამიანი, გარდაცვლილთა რიცხვი კი 1000–ზე მეტია.



21
თემები:
COVID-19 საქართველოში (2546)
სამშვიდობოები მთიან ყარაბაღში

სირიელი თურქმენები ყარაბაღში: ომში წასვლა თუ დიდი გადასახლება?

0
(განახლებულია 17:34 27.11.2020)
შეიარაღებულმა კონფლიქტმა მთიან ყარაბაღში რამდენიმე ათასი სირიელი ბოევიკი მიიზიდა, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების ზონაში თურქეთის შუამდგომლობით აღმოჩნდნენ და აზერბაიჯანის მხარეს იბრძოდნენ

სირიელი ბოევიკი-ახალმოსახლეები ომის შემდგომი მთიანი ყარაბაღისთვის რეალობად შეიძლება იქცნენ. ისტორიაში ამის არაერთი ანალოგი მოიპოვება, მაგალითად, ალბანელების გადასახლება სერბეთის კოსოვოში ოსმალეთის იმპერიის ეპოქაში. თურქეთისთვის ეს ორგანიზებული მიგრაცია - დამატებითი შესაძლებლობაა, საფუძვლიანად მოიკიდოს ფეხი სამხრეთ კავკასიაში, თანაც დიდი ხნით.

შეიარაღებულმა კონფლიქტმა მთიან ყარაბაღში რამდენიმე ათასი სირიელი ბოევიკი მიიზიდა, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების ზონაში თურქეთის შუამდგომლობით აღმოჩნდნენ და აზერბაიჯანის მხარეს იბრძოდნენ. სამმხრივი შეთანხმების მიღწევისა და ომის შეწყვეტის დღიდან არაფერი თქმულა ტურისტი-ტერორისტების სამშობლოში დაბრუნებაზე. დიდია ალბათობა, რომ სირიელები თავიანთი ოჯახებით აზერბაიჯანისთვის დაბრუნებულ რაიონებში დასახლდნენ.

ტელეარხ Sky News Arabia-ს ინფორმაციით, თურქეთის მთავრობა ხელს უწყობს თურქმენული ოჯახების მიგრაციას სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მთიანი ყარაბაღის რაიონებში (მათ აზერბაიჯანის მოქალაქეობას ჰპირდებიან), რათა რეგიონის დემოგრაფია შეცვალოს. თურქეთს უკვე აქვს მსგავსი ტრანსფორმაციის გამოცდილება ქალაქ აფრინში (სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთი), სადაც დღეს ადგილობრივი მოსახლეობის მხოლოდ შვიდი პროცენტიღაა დარჩენილი.

ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის ავტონომიური ადმინისტრაციის წარმომადგენელმა შაფან ალ-ხაბურიმ Sky News Arabia-სთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა ინფორმაცია თურქეთის მთავრობის ინიციატივის შესახებ, რომელიც მთიანი ყარაბაღის რეგიონში სირიელი ოჯახების გადასახლებას ეხება, და ხაზი გაუსვა, რომ თურქეთის ხელისუფლება არ ივიწყებს 1923-1929 წლებში ყარაბაღის ტერიტორიაზე „წითელი ქურთისტანის რესპუბლიკის“ არსებობას, რომლის დედაქალაქიც ლაჩინში მდებარეობდა.

ეს პროექტი სულაც არ განეკუთვნება ფანტასტიკის სფეროს. ახალმოსახლე თურქმენები ტერორისტული გამოცდილებით წარმოადგენენ სავსებით მომზადებულ „სამხედრო კონტინგენტს“, რომელიც მზადაა, მოკრძალებული ანაზღაურების სანაცვლოდ ნებისმიერ ადგილას ნებისმიერს დაუპირისპირდეს. ხოლო ყარაბაღის ჰიპოთეტური გარდაქმნა „კავკასიურ კოსოვოდ“ ანკარას შესაძლებლობას მისცემს, ნებისმიერ დროს მიიღოს ზომები მოძმე ხალხის დასაცავად. თურქეთის პარლამენტმა უკვე მოიწონა აზერბაიჯანში ჯარის გაგზავნის საკითხი. და ეს მხოლოდ დასაწყისია სამხრეთ კავკასიაში დიდი გეოპოლიტიკური თამაშისა - რუსეთში აკრძალული ტერორისტული ორგანიზაციების - „ჯებხათ ან-ნუსრას“, „ფირქათ ხამზას“, „სულთან მურადის“ და ექსტრემისტული ქურთული დაჯგუფებების მონაწილეობით.

კავკასიის ახალი „იანიჩრები“

თურქეთის მხარე ოფიციალურად უარყოფს აზერბაიჯანში დაქირავებული მეომრების გაგზავნას და აცხადებს, რომ სომხეთს ეხმარებიან ქურთისტანის მუშათა პარტიის ბოევიკები, რომლებიც ათწლეულებია, თურქეთის ხელისუფლებას ებრძვიან. ბაქოში ამტკიცებენ, რომ სომხეთის მხარეს არიან სირიელი და ლიბანელი ბოევიკები, რაც ტექნიკურად შესაძლებელია, მაგრამ უკვე არააქტუალური. მყიფე მშვიდობას დრო გამოცდას უწყობს. აუცილებელია ყარაბაღის ჩიხიდან დიპლომატიური გამოსავლის ძიება და არა ახლო აღმოსავლეთიდან საეჭვო წარსულის მქონე „კოლონიალისტების“ ჩასახლება.

შეგახსენებთ, რომ ლატაკიისა და ალეპოს პროვინციებში 100 ათასამდე სირიელი თურქმენი ცხოვრობს, რომლებიც არაერთ ტერორისტულ ორგანიზაციასთან არიან დაკავშირებული და მრავალი წელია, სირიის სამთავრობო ძალებს ებრძვიან. თურქეთის ხელისუფლება თურქმენების შეიარაღებულ ფორმირებებს ეხმარება. მედიარესურსმა Аfrinpost-მა 23 ნოემბერს განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ სირიის ჩრდილოეთში, ქურთული რეგიონის ცენტრში, აფრინში გახსნა ორი ოფისი მთიან ყარაბაღში, „აზერბაიჯანის არმიის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე“, ოჯახებით გადასახლების მსურველთა დასარეგისტრირებლად. ოფისებთან უკვე რიგები დგას (უპირატესად, ხომსის პროვინციიდან). როგორც ჩანს, ამ ხალხის მოტივაციაზე კარგად იზრუნეს. მთიან ყარაბაღში მიგრანტების გასაგზავნად თურქეთის დაზვერვას მათი მონაცემები თავის ბაზაში შეჰყავს.

ქურთული კულტურის აზერბაიჯანული ცენტრის ხელმძღვანელის, ფაჰრადინ ფაშაევის შეფასებით, დღეს აზერბაიჯანში 240 ათასამდე ქურთი ცხოვრობს, მაგრამ თურქეთი მთიან ყარაბაღში არა ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ქურთების, არამედ თურქმენების გადმოსახლებას გეგმავს. მისაღებია თუ არა ეს აზერბაიჯანისთვის, რომ აღარაფერი ითქვას სომხურ მოსახლეობაზე?

1923 წლის აღწერის თანახმად, მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქში მოსახლეობის 94%-ს სომხები შეადგენდნენ, 6%-ს კი აზერბაიჯანელები. ქურთები და რუსები აშკარა უმცირესობაში იყვნენ. საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ყარაბაღში სომხური მოსახლეობა 77%-მდე შემცირდა, აზერბაიჯანული კი 21%-მდე გაიზარდა. 1990-იანი წლების დასაწყისში გაჩაღებულმა ომმა ვითარება შეცვალა. დემოგრაფიული შემადგენლობა რთულად პროგნოზირებადი გახდა.

სამხედროების საქმიანი დღეები

რუსი სამშვიდობოები მთიანი ყარაბაღის სომხურ ნაწილში ძალას არ იშურებენ ომის შემდგომი ცხოვრების მოსაწესრიგებლად. ინჟინერ-გამნაღმველები საინჟინრო დაზვერვას აწარმოებენ, რათა განაღმონ გზები, გაწმინდონ დამწვარი ტექნიკისგან. სტეპანაკერტში აღდგენილია საგზაო მოძრაობა, საცხოვრებელი სახლებისა და სამოქალაქო ობიექტების ელექტრო- და წყალმომარაგება, მოქმედებს ჰუმანიტარული ცენტრი... სახლებს დაუბრუნდა რამდენიმე ათასი ადგილობრივი მოსახლე.

აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ 9 ნოემბერს ხელმოწერილი სამმხრივი განცხადების თანახმად, 25 ნოემბერს აზერბაიჯანული ჯარის ქვედანაყოფებმა ქელბაჯარის რაიონი დაიკავეს, 20 ნოემბერს - აგდამის რაიონი და მალე (1 დეკემბერს) მათ ხელში ლაჩინის რაიონი გადავა. აზერბაიჯანული მხარისთვის ტერიტორიების გადაცემა, რუსი სამშვიდობოების შუამდგომლობით, არ ითვალისწინებს 1992 წელს იძულებით გადაადგილებულ პირთა მომენტალურ დაბრუნებას.

ყარაბაღის შემდგომი ბედი დიდწილად დამოკიდებულია ავტონომიური რესპუბლიკის ჯარსა და სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე. შვიდი რაიონის ტრანსფორმაცია სომხური „უსაფრთხოების ზონიდან“ ისეთივე დაცლილ და სახიფათო აზერბაიჯანულ ზონად - მეტად არასასურველია. შვიდი რაიონის სირიელი თურქმენებით დასახლების ალბათობა არსებობს. 28 წლის შემდეგ „არსად“ ასობით ათასი აზერბაიჯანელი დევნილის დაბრუნება, რომლებმაც უკვე მოიკიდეს ფეხი ახალ ადგილებზე, ძალიან რთული ამოცანაა. ასე შეიძლება ჩანაცვლდეს ერთი ეთნოსი მეორით.

ამას წინათ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთსა და თურქეთს „თანაბარი როლი“ მიუძღოდათ კონფლიქტის გადაჭრაში. თურქეთის სამხედრო მრჩევლები ქვეყანაში მრავლად არიან. მათი სოლიდური რაოდენობა ყარაბაღისგან მოშორებულ, მაგრამ სომხეთთან მოსაზღვრე ნახჭევნის ავტონომიაში, მეტყველებს ბაქოსა და ანკარის მზადყოფნაზე დიდი ომისთვის მთელ „სომხურ ფრონტზე“. რუსეთმა საომარი მოქმედებების შეწყვეტას ხელი შეუწყო და ამით ყველა კმაყოფილი არ არის.

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ხულუსი აკარმა 24 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკება სამმხრივი შეთანხმების მიღწევის შემდეგაც გრძელდება. თურქეთის პატრულირება ყარაბაღში სადამკვირვებლო პუნქტებს შორის იგეგმება და, როგორც ჩანს, ყველაზე მნიშვნელოვანია: „ჩვენ მას აზერბაიჯანელებთან მოლაპარაკებების შესაბამისად განვახორციელებთ“.

სავსებით ნათელია, რომ საუბარი არ არის ერთობლივ სადამკვირვებლო ცენტრზე. ანკარა მზადაა მოქმედებისთვის რეგიონის ინტერესებისა და კონფლიქტის მხარეთა შორის მშვიდობის დამყარების ლოგიკის საწინააღმდეგოდ. შესაძლოა, „ახალი მშვიდობა“ ყარაბაღში ვიღაცას ძალიან უშლიდეს ხელს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

0
თემები:
რუსეთი დღეს