საქართველო PCR-ტესტის აპარატს საჩუქრად მიიღებს

© Pixabay / DarkoStojanovicლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის ქვეყანაში დაახლოებით 700 ათასი PCR-ტესტი, ასევე ანტიგენზე და ანტისხეულებზე დამყარებული 200 ათასი ტესტია.

თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. საქართველო მიიღებს PCR-ტესტის აპარატს, რაც ქვეყანას ტესტირების შესაძლებლობების გაზრდაში დაეხმარება,  ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციაში.

COVID-19–ის პანდემიის დასაწყისიდან აზიის განვითარების ფონდი მუშაობს, რათა განვითარებადი ქვეყნები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო მასალებითა და პერსონალური დამცავი აღჭურვილობით უზრუნველყოს, აღნიშნულია განცხადებაში. 

ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო
ამირან გამყრელიძე: საქართველომ „წითელ ზონაში“ გადაინაცვლა

 „ცენტრალური და დასავლეთ აზიის ქვეყნებისთვის აზიის განვითარების ბანკმა 12 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტი გამოყო აღნიშნული მასალებისა და აღჭურვილობის შესაძენად და მოსახლეობის პანდემიისგან დაცვაში საკუთარი წვლილის შესატანად. აღნიშნული გრანტის ფარგლებში საქართველო PCR-ტესტის აპარატს მიიღებს, რაც ქვეყანას ტესტირების შესაძლებლობების გაზრდაში დაეხმარება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პარასკევს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში დაახლოებით 700 ათასი PCR-ტესტი, ასევე ანტიგენზე და ანტისხეულებზე დამყარებული 200 ათასი ტესტია. ჯანდაცვის უწყება ტესტების დამატებითი პარტიების შესყიდვის მიზნით მუშაობას აგრძელებს.

საქართველოში პანდემიის დასაწყისიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 24 562 შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2 ათასს აღწევს, ეპიდემიოლოგების პროგნოზით კი მოსალოდნელია დღე–ღამეში ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობამ ხუთი ათასს მიაღწიოს.

ყველა ახალი ამბავი
0