კორონავირუსის ტესტი

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში 131 მედიკოსი დაინიფიცირდა

117
(განახლებულია 18:22 23.10.2020)
გამყრელიძის განცხადებით, ინფექციის დროს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან, თუმცა ისინი მხოლოდ პროფესიული საქმიანობის დროს არ ინფიცირდებიან.

თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო 24 საათში გამოვლენილი 1759 შემთხვევიდან 131 მედიცინის მუშაკია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ჯერჯერობით მხოლოდ რეკომენდაცია: გაიკეთეთ პირბადე ღია სივრცეებშიც>>

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღეებში ყოველდღიური მაჩვენებელი უკვე 1500-ის ფარგლებში მერყეობს.

გამყრელიძის განმარტებით, სამედიცინო პერსონალის ინფიცირება მხოლოდ პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას არ მომხდარა.

„სამწუხაროდ, ინფიცირდება სამედიცინო პერსონალი. მათი რაოდენობა 131-ია, მათ შორის არიან ექიმები, ექთნები და უმცროსი სამედიცინო პერსონალი. ცნობილი ფაქტია, რომ ამ ინფექციის დროს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, სამწუხაროდ, ჩვენ ვართ. ეს არ არის მხოლოდ პროფესიული საქმიანობის დროს ინფიცირება. მოგეხსენებათ, საკმაოდ სერიოზული ოჯახური გავრცელება გვაქვს. ექიმებსაც გვყავს ოჯახები და ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1759-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 24562-ს მიაღწია.

დღის სტატისტიკა: კორონავირუსის ბოლო შემთხვევები რეგიონების მიხედვით>>

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9751 ადამიანი, გარდაიცვალა – 183, კარანტინის რეჟიმშია 4408, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3155 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1848 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

117
თემები:
COVID-19 საქართველოში (2546)
მაქსიმე ჩარკვიანი

ირაკლი ჩარკვიანის ვაჟი მამას საოცრად დაემსგავსა - უახლესი ფოტოები

17
(განახლებულია 13:31 27.11.2020)
ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის უფ­რო­სი ვაჟი მაქ­სი­მე ჩარ­კვი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რობს, თუმ­ცა ქარ­თველ გო­გო­ნებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს

საზოგადოებამ ის ირაკლი ჩარკვიანის ერთ-ერთი ვიდეოკლიპიდან გაიცნო. წლების წინ მისი ეკრანზე ერთხელ გამოჩენა საკმარისი იყო იმისთვის, რომ ამ ბიჭზე მთელი ქალაქი ალაპარაკებულიყო.

მეფე ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის უფ­რო­სი ვაჟი მაქ­სი­მე ჩარ­კვი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რობს, თუმ­ცა ქარ­თველ გო­გო­ნებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. 32 წლის მაქ­სი­მე თბი­ლის­ში იშ­ვი­ა­თად ახერ­ხებს ჩა­მოს­ვლას.

როგორც ინტერვიუებში ამბობს, 25 წელია მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს, წერს სცენარებს, ზოგჯერ რეჟისორობაც უწევს და კლი­პებ­სა და რეკ­ლა­მებ­ზე მუშაობს. თბი­ლის­ში წე­ლი­წად­ში ერთხელ ჩა­მო­დი­ს, ზოგ­ჯერ უფრო ხში­რად. გა­აჩ­ნია, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო რო­გორ აქვს.

7 წლის ი­ყო, როცა დე­დას­თან ერ­თად მოს­კოვ­ში წა­ვიდა სა­ცხოვ­რებ­ლად და როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს მის ქარ­თულ ოჯახ­თან და მამასთანაც მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. 

„იმე­დი მაქვს, ირაკ­ლი, სა­დაც არის, თვალს მიკ­რავს იქე­დან და ამა­ყობს ჩე­მით“,- ამბობს მაქსიმე. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, უცნობია ამჟამად მისი გული დაკავებულია თუ არა, თუმცა 2014 წელს მაქსიმე თბილისში შეყვარებული რიტა გალკინასთან ერთად იყო ჩამოსული, რომელიც მაშინ 25 წლის იყო და პროფესიით მოდის სფეროს ბლოგერია. წყვილი რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა.

17
თემები:
სელებრითების ცხოვრება
პაატა იმნაძე

„ჩვენ ჯომოლუნგმაზე ავდივართ“ იმნაძე საქართველოში  შექმნილ ეპიდვითარებაზე

15
(განახლებულია 17:03 27.11.2020)
მედიკოსების პროგნოზით, ახალი შეზღუდვების შედეგად, დეკემბრის მეორე ნახევრიდან ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა შემცირდება

 

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უფროსის მოადგილე პაატა იმნაძემ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენის ტრაექტორია დედამიწის უმაღლეს მწვერვალის, ჯომოლუნგმას დაპყრობას შეადარა. 

ექიმმა ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას თუ რა ნიშნავს სპირალური ეტაპი, რომელზეც ბევრი სპეციალისტის აზრით, ამ ეტაპზე იმყოფება ქვეყანა.

 „თქვენ ხომ ხედავთ, როგორ ვლინდება კორონავირუსის შემთხვევები. გაზაფხულზე რომ ვამბობდი  და ვადარებდი ჯომოლუნგმას, აი, ახლა სწორედ ამ მწვერვალზე ავდივართ“, – განაცხადა იმნაძემ.

მისი თქმით, შეზღუდვების გაფართოებისა და გამკაცრების შედეგად, ეპიდემიოლოგები ვითარების სტაბილიზაციას ელოდებიან. მათი პროგნოზით, დეკემბრის მეორე ნახევარში ინფიცირების შემთხვევების ზრდა მოსალოდნელი არ არის. ექსპერტების გათვლით, პირველი შედეგები შეზღუდვების შემოღებიდან ორ კვირაში დადგება.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ბოლო დღე–ღამეში ქვეყანაში ვირუსის 4.780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დასაწყისიდან ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 123 ათასს გადააჭარბა, გამოჯანმრთელდა 102 ათასი ადამიანი, გარდაცვლილთა რიცხვი კი 1000–ზე მეტია.



15
თემები:
COVID-19 საქართველოში (2546)