Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„შენ და ნიკა ცალკე ცხოვრობთ?“ – ნანუკა გოგიჩაიშვილის პასუხი თაყვანისმცემელს

© Photo: Nanuka Gogichaishvili / FBნანუკა გოგიჩაიშვილი
ნანუკა გოგიჩაიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნანუკა გოგიჩაიშვილის ლაკონური პასუხი თაყვანისმცემლის კითხვაზე. რა უპასუხა მოდელმა „ფოლოვერს“ პირადულ კითხვაზე.

ნანუკა გოგიჩაიშვილის მორიგი გამოკითხვა სოციალურ ქსელში. ამჯერად Instagram-ის ხელმომწერებს საშუალება მიეცათ მოდელისთვის მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ. მათ შორის აღმოჩნდა ნანუკას პირადი ცხოვრებით დაინტერესებული „ფოლოვერი“, რომელსაც მოდელმა მოკლე პასუხი გასცა.

„შენ და ნიკა ცალკე ცხოვრობთ თუ ნიკას ოჯახთან ერთად?“ – კითხვა ნანუკამ უპასუხოდ არ დატოვა და თქვა, რომ ახალბედა ოჯახი განმარტოებულად ცხოვრობს. „ცალკე“ – მხოლოდ ამ სიტყვით შემოიფარგლა ცნობილი მოდელი.

მოდელმა ნანუკა გოგიჩაიშვილმა და ნიკოლოზ ნაყოფიამ ცოტა ხნის წინ კახეთში, ალავერდის მონასტერში ჯვარი დაიწერეს. ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დაწესებული მკაცრი რეგულაციების გამო ჯვრისწერას სულ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა. “მხოლოდ ჯვრისწერა რეგულაციების სრული გათვალისწინებით. არანაირი ქორწილი, ვახშამი მხოლოდ ოჯახის წევრებთან”, – დაწერა ნანუკა გოგიჩაიშვილმა. წყვილისთვის მნიშვნელოვანი დღის ამსახველი ფოტოები მოდელმა და მისმა დამ სოციალურ ქსელ Instagram-ზე ატვირთეს.

ნანუკა გოგიჩაიშვილისა და ნიკა ნაყოფიას შორის ურთიერთობაზე მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, რაც ნიკამ ნანუკას Instagram-ზე საჯაროდ მიულოცა დაბადების დღე – გამოაქვეყნა ვიდეო წარწერით: „გილოცავ ნანუკა! შენ ჩემთვის ხელოვნების საყვარელი ნიმუში ხარ“. ბოლო წლებია მოდელი ხატავს და ჩიკაგოში გამოფენებსაც მართავს. მიუხედავად იმისა, რომ ნანუკა გოგიჩაიშვილი პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავდა, კულუარებში აქტიურად საუბრობდნენ მათ წყვილზე. ბოლოს კი ნანუკამ Instagram-ის „სთორიში“ გამოაქვეყნა ხელის თხოვნის ვიდეო და ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ ის მალე მილიონერ კობა ნაყოფიას ვაჟზე დაქორწინდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0