რას ვსუნთქავთ: ჰაერი რუსთავში ორ წელიწადში უფრო სუფთა გახდება

© photo: Sputnik / Stringerრუსთავი
რუსთავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმის მიხედვით, ქალაქის ახალი მწვანე ინფრასტრუქტურის შესაქმნელად სახელმწიფო მომდევნო ორი წლის განმავლობაში 63 მილიონ ლარს დახარჯავს.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. მთავრობამ ქალაქ რუსთავში ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა დაამტკიცა, რომელიც რადიკალურად გააუმჯობესებს ჰაერის მდგომარეობას უახლოეს ორ წელიწადში, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, 2019 წელს, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ჩატარდა რუსთავის ყველა დიდი სამრეწველო საწარმოს ინსპექცია, ჰაერის მდგომარეობის კომპლექსური მონიტორინგი.

ველომსვლელობა - Sputnik საქართველო
მეტი სუფთა ჰაერი: თბილისი „მობილობის ევროპულ კვირეულს“ შეუერთდა

„საბოლოოდ, საუკეთესო ევროპული პრაქტიკის და გამოცდილების გათვალისწინებით, შემუშავდა გეგმა, რომელიც, ვფიქრობ, 2022 წლისთვის ქალაქ რუსთავში ჰაერის მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის. გეგმაში დეტალურად არის ბევრი მიმართულება გაწერილი, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, არამედ ბევრ საკანონმდებლო ცვლილებასაც, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენ, სახელმწიფოს, ეფექტიანად ვმართოთ საწარმო“, – განაცხადა დავითაშვილმა.

გეგმა ითვალისწინებს ქალაქში ახალი მწვანე ინფრასტრუქტურის შექმნაზე სახელმწიფოს მიერ 63 მლნ ლარის გამოყოფას მომდევნო ორი წლის განმავლობაში.

მინისტრის განცხადებით, ცალკე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებმაც უნდა დააყენონ ჰაერის გამწმენდი ფილტრები. მათი ღირებულება დიდი კომპანიებისთვის შეიძლება 100 ათასი დოლარი და მეტი იყოს. ეს დაბინძურებული ჰაერის მაქსიმალური გაწმენდის შესაძლებლობას იძლევა.

რუსთავის მერიის შენობა - Sputnik საქართველო
სანქციები ეკოლოგიის დაზიანებისთვის: საქართველოში შესაბამისი კანონპროექტი მომზადდა

ეს, რა თქმა უნდა, დამატებით ხარჯებს წარმოშობს, მაგრამ ჩვენ ვადებზეც შევთანხმდით. ამის შესახებ ბიზნესისთვის 2020 წლის დასაწყისიდან არის ცნობილი. გადაწყვეტილება მომდევნო წლის ზაფხულში ამოქმედდება. რაც შეეხება ღირებულებას, ის ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული, განაცხადა დავითაშვილმა.

ეკოლოგიური ორგანიზაციების მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებისგან საქართველოში ყოველწლიურად 7 ათასზე მეტი ადამიანი იღუპება. ქვეყნის მოსახლეობა სულ 3,7 მლნ ადამიანია.

ყველა ახალი ამბავი
0