ნინუცა მაყაშვილი

„მგონი, ჯადო გამიკეთეს...“ ნინუცა მაყაშვილი უსიმპათიურეს შეყვარებულს დაშორდა

6058
(განახლებულია 20:12 22.10.2020)
ნინუცა სოციალური ქსელის პირად გვერდზე ხშირად აქვეყნებდა ვასკასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, მაგრამ ახლა ფოტოები წაშალა.

მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი შეყვარებულს დაშორდა. მას უსიმპათიურეს ბათუმელ ბიჭთან ვასკა ჩხაიძესთან ორწლიანი რომანი აკავშირებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, წყვილის გზები საბოლოოდ გაიყო. ნინუცა სოციალური ქსელის პირად გვერდზე ხშირად აქვეყნებდა ვასკასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, მაგრამ ახლა ფოტოები წაშალა.

ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ნინუცა ამბობს, რომ პირად ცხოვრებაში არ უმართლებს. „ვხუმრობ ხოლმე: პირადში იმიტომ არ მიმართლებს, მგონი, დაწყევლილი ვარ, ჯადო გამიკეთეს, მოჯადოებული ვარ-მეთქი. ბედისწერის მჯერა და ცხოვრებაში, უბრალოდ, თუ არ არის საჭირო იმ მომენტში, ისე არ ხდება. წლები რომ გადის, მერე ხვდები, შენს ცხოვრებაში ვინ გაკვეთილი იყო და ვინ – მწარე გამოცდილება”, – განაცხადა ნინუცამ.

View this post on Instagram

A post shared by chkhaidzevaska (@chkhaidzevaska) on

ყველასათვის ცნობილი ნინუცა მაყაშვილი 19 წლის გათხოვდა. რუსკა და ნინუცა დედას მკაცრს უწოდებენ. თამარ მაყაშვილსა და ცნობილ ქალიშვილებს შორის ხშირად დგება გაუგებრობა. ნინუცას პირველი ქმარი არანაკლებ პოპულარული თეატრის მსახიობი ბესო ზანგური იყო. წყვილს დაოჯახებიდან მალე ვაჟი შეეძინა. პატარა ბიჭუნას აღზრდაში ნინუცას დედა ეხმარება. ბესო ზანგურს ამჟამად მეოთხე მეუღლე ჰყავს, ნინუცა მეორე იყო.

View this post on Instagram

#goodmorninggeorgia☀️🧡 #morningshow #lovemyjob #tvhost #rustavi2 @avtogvasalia tnx for 📷❤️

A post shared by ninuca makashvili (@ninucamakashvili) on

მხიარული ქართველი არტისტი ბევრისთვის საყვარელ მსახიობად იქცა. ნინუცა მაყაშვილი ექსპერიმენტებით გამოირჩევა. ახალ ურთიერთობებს სტილის ცვლილებებიც მოჰყვა. მას უამრავი ტატუ აქვს. რეიტინგულ პროექტ „ყველაზე ძლიერში“ დავალების გამო თამამი ნაბიჯიც გადადგა და მაყურებელი გააოცა. ნინუცამ გრძელი თმები დაუფიქრებლად გადაიხოტრა, რათა გუნდისთვის მოგება მოეტანა.

6058
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2382)
იოსებ ხახალეიშვილი

ქუთაისის ახლადარჩეულ მერს კორონავირუსი დაუდასტურდა

9
(განახლებულია 18:18 27.11.2020)
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება, საიდანაც მოსახლეობას ყველა საჭირო რეკომენდაციისა და სიფრთხილის დაცვისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. ქუთაისის მერს იოსებ ხახალეიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ქუთაისის მერმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე თავად გაავრცელა.

იოსებ ხახალეიშვილი ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება.

„ყველა ვთანხმდებით, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული და საშიში გამოწვევა ახლა, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის კორონავირუსია. ვირუსის გავრცელებასთან ერთად თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაც იზრდება“, - წერს ხახალეიშვილი.

ქუთაისის მერი მოსახლეობას სიფრთხილისკენ და რეკომენდაციების დაცვისაკენ მოუწოდებს. მისი თქმით, თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, რომ საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გავუფთხილდეთ.

„მოგმართავთ თხოვნით, იყავით ფრთხილად, დავიცვათ დისტანცია და ჰიგიენის წესები. ასევე, აუცილებლობის გარდა, მოვერიდოთ თავყრილობებსა და ქუჩაში გასვლას. გავუფრთხილდეთ საკუთარ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. გისურვებთ ჯანმრთელობას“, - აცხადებს ქუთაისის მერი.

საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, ქუთაისის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, იოსებ ხახალეიშვილმა ხმების 45.7 პროცენტი მიიღო.

ქობულეთის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა>>

არჩევნების მეორე ტურში კი, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ შუშანიამ (რომელმაც პირველ ტურში ხმების 30.63 პროცენტი მიიღო), მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით იოსებ ხახალეიშვილმა ხმების რაოდენობის 92.02 პროცენტი დააგროვა და გამარჯვება მოიპოვა.

9
თემები:
COVID-19 საქართველოში
სასწრაფო დახმარება

კორონავირუსმა საქართველოში კიდევ ერთი ექიმი იმსხვერპლა

21
(განახლებულია 17:52 27.11.2020)
საქართველოში კორონავირუსის ინფიცირებული მედიკოსების რაოდენობა ხუთი ათასს აღწევს და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება

თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსს  კიდევ ერთი ექიმი, „იმედის კლინიკის“ გინეკოლოგი ზაზა იმერლიშვილი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“. 

გავრცელებული ინფორმაციით, 57 წლის მედიკოსი მეგობრის ოჯახში დაინფიცირდა. ის თავიდან სახლში მკურნალობდა, მოგვიანებით კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მცხეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გუშინ გარდაიცვალა.

მედიკოსს თანმხლები დაავადებები - შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა, გულსისხლძარღვთა დაავადება და ონკოლოგიური პრობლემები აღენიშნებოდა.

საქართველოში  კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსების რაოდენობა 5 ათასს აღწევს, გარდაცვლილია სამედიცინო სფეროს ათამდე წარმომადგენელი.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4 ათასს აღწევს, დღეს კი რეკორდული მაჩვენებელი - 4.780 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში 37 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის დიაგნოზით ჯამში 1.161 ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 123.470-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

21
თემები:
COVID-19 საქართველოში