ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველოში კოვიდ-კლინიკების ქსელი ფართოვდება

© photo: Sputnikთბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ოთხი კლინიკის მობილიზება მოხდება თბილისში, სამის – შიდა ქართლში, რაც შეეხება იმერეთს, რეგიონში სამი კლინიკა დაემატება, მათგან ორი – ქალაქ ქუთაისში.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობის პროცესში დამატებით 10 კლინიკა ჩაერთვება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან. 

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ახალციხეში სასწრაფო დახმარების 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

მინისტრის თქმით, ოთხი კლინიკის მობილიზება მოხდება თბილისში, სამის – შიდა ქართლში, რაც შეეხება იმერეთს, რეგიონში სამი კლინიკა დაემატება, მათგან ორი – ქალაქ ქუთაისში.

მისი განცხადებით, კოვიდ–სასტუმროებში პაციენტები უზრუნველყოფილი იქნებიან ყველა აუცილებელი პირობითა და ექიმებით.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საწოლფონდის დეფიციტი არ იქნება. თქვენ იცით, რომ ჩვენ ასევე ვიყენებთ სასტუმროების სივრცეს. იმის გათვალისწინებით, რომ ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი ინფორმაცია ვრცელდება და პაციენტებიც სასტუმრო სივრცეში გადაყვანისას ერთგვარ რისკებს ხედავენ, მინდა აღვნიშნო შემდეგი: სასტუმრო სივრცეში მობილიზებულია ექიმებისა და ექთნების ბრიგადები, რომლებიც მათ მონიტორინგსა და მკურნალობას გააგრძელებენ ისევე, როგორც ეს ხდება კლინიკებში. აქ განთავსდებიან ის პაციენტები, რომელთათვისაც რისკი მინიმალურია. ამ დროისთვის აქ მკურნალობს 1500 პაციენტი და სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაზარდოს საწოლფონდი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

თბილისი „ლიდერია“: ინფიცირებულთა სტატისტიკა რეგიონების მიხედვით>>>

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე კლინიკებში კორონავირუსის დიაგნოზით 2992 პაციენტი მკურნალობს და მათი დიდი ნაწილი დაწესებულებებს დღესვე დატოვებს, 340 კი განაწილებას ექვემდებარება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1351-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 21208-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 14 პაციენტი გარდაიცვალა და საერთო რიცხვმა 172-ს მიაღწია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 337-ით გაიზარდა და 9003-ს მიაღწია.

ყველა ახალი ამბავი
0