თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლა ჰიბრიდული მოდელით გაგრძელდება

140
(განახლებულია 17:36 18.10.2020)
იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ვერ შეძლებენ არადისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელებას, დეკანატების მიერ შედგენილი იქნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა.

თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 19 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი ჰიბრიდული მოდელით გაგრძელდება, ნათქვამია უმაღლესი სასწავლო დაწესებულების Facebook-გვერდზე.

სწავლის ჰიბრიდული ფორმა შემდეგს გულისხმობს:

  • კოვიდ-კლინიკებში დისლოცირებულ სასწავლო დეპარტამენტებში 19 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი განხორციელდება დისტანციურ რეჟიმში;
  • სალექციო კურსები  და უახლოეს კვირებში დანიშნული გამოცდები დისტანციურ რეჟიმში ჩატარდება;
  • ლაბორატორიულ-პრაქტიკული მეცადინეობების არადისტანციურ რეჟიმში ჩატარდება, შესაბამისი ეპიდემიოლოგიური რეგულაციების დაცვით.

რაც შეეხება იმ სტუდენტებს, რომლებიც ვერ შეძლებენ არადისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელებას, დეკანატების მიერ მათთვის შედგენილი იქნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, აცხადებენ უნივერსიტეტში.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები 19 ოქტომბრიდან ლაბორატორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს აუდიტორიებში ჩაატარებენ. რაც შეეხება სწავლის თეორიულ ნაწილს, აღნიშნულ ქალაქებში ისინი დისტანციურად ჩატარდება. უნივერსიტეტები სტუდენტებს თავად მიაწვდიან ინფორმაციას სასწავლო პროცესის განრიგის შესახებ. რაც შეეხება აჭარას, რეგიონში უნივერსიტეტები მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაახლებენ. გორში, თელავსა და ახალციხეში უნივერსიტეტები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.

უკვე ცნობილია, რომ სწავლის ჰიბრიდული მოდელი თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმაც აირჩია.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში 19 ოქტომბრიდან სტუდენტები უმაღლესი სასწავლებლების აუდიტორიებს ეტაპობრივად დაუბრუნდებიან.

სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში კორონავირუით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება – დღეს 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

140
თემები:
განათლება საქართველოში (338)
ია ფარულავა

„კატების შემოტევა...“ - ია ფარულავას თავს საკუთარი კატა დაესხა - მსახიობი ფოტოს აქვეყნებს

17
(განახლებულია 12:09 30.10.2020)
ია ფარულავას კატებისადმი სიყვარული ცნობილია. მსახიობი ამჟამად სამ კატას უვლის. უცნობია რომელი მათგანი დაესხა თავს მსახიობს

მსახიობი ია ფარულავა „ინსტაგრამის“ „სთორიში“ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც უჩანს, როგორი დაკაწრული აქვს ხელი. მსახიობი ამბობს, რომ თავს საკუთარი კატა დაესხა.

ია ფარულავას კატებისადმი სიყვარული ცნობილია. მსახიობი ამჟამად სამ კატას უვლის. მისი ერთ-ერთი კატა ზუზი, რამდენიმე წლის წინ ყვითელი პრესის ყურადღების ქვეშაც კი მოექცა. მაშინ ამბობდნენ, რომ ზუზი იას მეუღლის, ტარიელ სუარის მიზეზით დაიკარგა, რომელმაც ვერაფრით შეიყვარა იას ოთხფეხა მეგობარი.

View this post on Instagram

#cats #catsofinstagram

A post shared by Ia Parulava (@ia_parulava) on

გახმაურებული კინოფილმის შემდეგ ია ფარულავას ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ყველას ახსოვს ის ცნობილი კადრი ფილმიდან „სიყვარული ვენახში“. ია ფარულავას ამჟამად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში შოუ „ფარული კონვერტი“ მიჰყავს.

View this post on Instagram

A post shared by Ia Parulava (@ia_parulava) on

ია ფარულავა სამჯერ იყო გათხოვილი. პირველად პატარა ასაკში გათხოვდა, მისი მეუღლე რამაზ ჩანტლაძე იყო. ცოლ-ქმარს ურთიერთობა არ აეწყო, რამაზი ძალიან ეჭვიანი იყო და ზოგჯერ მსახიობს ფიზიკურადაც უსწორდებოდა, რის გამოც მათი ოჯახი დაინგრა. შემდეგ ია საცხოვრებლად და სამუშაოდ ამერიკაში წავიდა, სადაც ჟურნალისტ კის რაიზერზე იქორწინა, მაგრამ მოულოდნელად საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

17
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ილია მეორე

საპატრიარქოს გადაწყვეტილება: სად გააკეთებს პატრიარქი საკუთარ არჩევანს

12
(განახლებულია 15:49 30.10.2020)
გავრცელებული ინფორმაციით,  საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები გადასატან ყუთს საპატრიარქოში მიიტანენ.

 

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე  საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ხმას გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს, იუწყება ქართული მედია.

როგორც საქართველოს საპატრიარქოში განმარტავენ, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.

გავრცელებული ინფორმაციით,  საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები გადასატან ყუთს საპატრიარქოში მიიტანენ.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ტარდება, რომელშიც 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს.

12
თემები:
საქართველოს საპატრიარქო